გელით facebook–ზე

29.08.2009

სექტემბერში კიდევ ერთი ინდური გამოფენა გველის


BEST OF INDIA 2009 an exhibition of Indian consumer products. SEPTEMBER 18 - 27, 2009 FROM 11AM - 7PM AT EXPO-GEORGIA, TBILISI.

მეგობრებო, მინდა სიხარულით გაცნობოთ, რომ 18–დან 27 სექტემბრამდე, თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე საგამოფენო ცენტრ "ექსპო–ჯორჯიაში" კვლავ ჩატარდება ინდური წარმოების საქონლის გამოფენა გაყიდვა. საგამოფენო პავილიონები ღია იქნება ყოველ დღე დილის 11 საათიდან საღამოს 7 საათამდე.

წინა გამოფენა მარტის ბოლოს გაიხსნა და 5 აპრილამდე გაგრძელდა. გამოფენას ორი პოსტი მივუძღვენი, რომლებშიც შეგიძლიათ ფოტოებიც დაათვალიეროთ.

გაზაფხულის გამოფენის უკმაყოფილო დავრჩი იმ გაგებით, რომ მხოლოდ ქალის ტანსაცმელი იყო, და შესაბამისად ჩემთვის ვერაფერი შევიძინე 1–2 კაშნეს გარდა. ამჯერად ინდოეთის საელჩოს ვთხოვე, რომ დაუკავშირდნენ იმპორტიორებს და იმ სახის პროდუქციასთან ერთად, რაც იყო, წამოიღონ მამაკაცის ტანსაცმელიც, ასევე ფეხსაცმელი, ჩაი და ინდური სანელებლები. ასევე ვთხოვე, რომ იქნებ რუსულად მაინც იყოს სანელებლების ანოტაცია გაკეთებული, რადგან ასეთივე გამოფენა ერევანშიც გაიმართება და მყიდველისთვის იოლი გასაგები იქნება, თუ რას ყიდულობს.

სულ რაღაც სამ კვირაში ინდოეთი ისევ თავისი ფეხით ჩამოდის ჩვენთან. ვიცი, ვისაც ჩემსავით უყვარს და აინტერესებს ეს ქვეყანა, სულმოუთმენლად დაელოდება გახსნის დღეს და თავისთვის საინტერესო საქონელსაც შეარჩევს. მეც ჩემი მხრივ შევეცდები გახსნის შემდეგ ახალი ფოტოებიც შემოგთავაზოთ.

სხვა სტატიები ამ თემაზე:
*
ინდური გამოფენა თბილისში
*
ჩემი ინდოელები „ჯანდაბაში“ წავიდნენ

4 комментария:

კოსმოსურ სივრცეებში.. комментирует...

მიყვარს ინდური კინემატოგრაფია შემიძლია ვთქვა ..ბავშვობაში კავკასიაზე და კიდე სხვა არხზეც იყო(აღარმახსოვს რომელზე) , არრ ვმაზავდი , სულ ვუყურებდი ჰოლმე .. მერე ინეტში ტორენტებიდან ვიწერდი ..ოღონდ უფრო თანამედროვეებს ..
ეჰხა ამ ბლოგს ჩავუჯდები და "გავეცნობი" ინდოეთს..
გამოფენაზეც აუცილებლად წავალ .. ოღონდ სამკაულები და რაღაცეები არრმევასება , აი ჩაის უეჭველი გავსინჯავ :P

რამაზ გიგაური комментирует...

შენ გაიხარე სოსო, ამ ინფორმაციისთვის, მაგრამ სადღაც მოვკარი თვალი, რომ სექტემბრის ბოლოდან ოქტომბრის დასაწყისამდეა.
ჩაის მეც ვიყიდი და სანელებლების ყიდვა მინდა, განსაკუთრებით კუკურმის, მაგრამ თბილისში ვერ ვპოულობ. ქართულად კუკურმას ჰქვია "ყვითელი კოჭა".
ნეტავ იქნება სანელებლები და ჩაი?

rumirumi71 комментирует...

geoastrolog გამოფენის ჩატარების თარიღს რაც შეეხება, საელჩოს ახლაც უდევს საიტზე, რომ 18–დან 27 სექტემბრამდე ჩატარდება. მეტი ეს ინფორმაცია ვერსად ვერ ვნახე. ორგანიზაცია ჯეპრას საიტზე ვნახე ახლა, რომ გამოფენა 24 სექმეტბრიდან 4 ოქტომბრამდე იქნებაო. ვერაფერი გავიგე. დავაზუსტებ და ინფორმაციას შევცვლი.
სანელებლებს რაც შეეხება, აზრზე არ ვარ, წინა გამოფენაზე არაფერი მსგავსი არ ჰქონიათ...

rumirumi71 комментирует...

გაცნობებთ, რომ ტექნიკური მიზეზების გამო ინდური გამოფენის გახსნის თარიღი გადაიდო. გამოფენა გაიხსნება 25 სექტემბერს და გაგრძელდება 4 ოქტომბრამდე. ეს ინფორმაცია „ექსპო ჯორჯიას“ პრესსამსახურმა დაადასტურა. საგამოფენო ცენტრის მისამართია თბილისი, წერეთლის გამზირი 118.