ინდოეთი 1,6 მლრდ. დოლარის ოდენობით კრედიტს მიიღებს მსოფლიო ბანკიდან მდინარე განგის წყლის გასასუფთავებლად. ეს პროგრამა ქვეყნის მდინარის ნაპირზე მდებარე 150 ქალაქში გამწმენდი ნაგებობების აშენებას ითვალისწინებს. განგი აზიის ერთერთი წყალუხვი მდინარეა და ძლიერაა დაბინძურებული სამრეწველო ნარჩენებით და ქალაქებიდან ჩასული წყლებით. ვარაუდობენ რომ გამწმენდი ნაგებობები მეტნაკლებად გააუმჯობესებს სიტუაციას. თუმცა ინდოეთის ხელისუფლების მიზანია მდინარის მაქსიმალურად ეფექტურად გაწმენდა, რადგან ზოგიერთ ადგილას წყალი არც სასმელად ვარგა და არც საბანაოდ.
წლების წინ ქვეყნის ხელისუფლებამ გარკვეული ზომების მიღება უკვე სცადა მდინარეზე გამწმენდი ნაგებობების ასაშენელად. ასეთი პროექტი 1985 წელს დაამტკიცეს და მომდევნო 15 წლის განმავლობაში 200 მილიონ დოლარზე მეტი დაიხარჯა კიდეც, მაგრამ მხოლდო საჭირო სამუშაოების 39% შესრულდა, რამაც შესაფერისი ეფექტი ვერ გამოიღო და მდინარე კვლავ დაბინძურებული რჩება.
ასეულობით მილიონი ინდოელისთვის განგი არა უბრალოდ მდინარეა, არამედ მას განსაკუთრებული საკრალური დანიშნულებაც აქვს. განბანვის რიტუალები და ხანგრძლივი რელიგიური ცერემონიები სწორედ განგთანაა დაკავშირებული.
სურათები გადაღებულია მდინარეების განგის, სარასვატისა და იამუნას შესართავთან 2007 წელს, როდესაც მეგობრების ქორწილში ვიმყოფებოდი ქალაქ ალაჰაბადში. ამ ქალაქიდანაა წარმოშობით ჯავაჰარლალ ნერუც და მისი შვილი ინდირა განდიც და აქვეა მათი სახლმუზეუმიც. რამდენიმე კილომეტრშია ასევე უძველესი (5000 წლის) ქალაქი ვარანასიც, რომელსაც ინდუსიტებისთვის დიდი რელიგიური დატვირთვა აქვს და სადაც მასობრივი განბანვების ცერემონიები და განგთან დაკავშირებული სხვა რელიგიური რიტუალები ტარდება.
2 комментария:
ra bednierebaa!
gishin vukurebdi zustad dokumentur films indoetze da achvenebdnen mdinaris datvirtvas. erti ki vifiqre es xalxi saertod rogor aris janmrteli am ckalshi rom banaobs, sarecxs recxavs da a.s metki. da ager axla ki cavikitxe sheni postic.
dzalian sachiroa mdinaris gacmindva, ara mxolod imitom rom ekologiuri katastrofa aicilon tavida aramed imitomac rom adamianebis janmrteloba safrtxis qveshaa.
არა მარტო ეგ.რიტუალების მიხედვით მკვდარ ხალხს წყალში ყრიან.(მოგეხსენება არ აქვთ მათ საფლავები) ვისაც საშუალებაა წვავს და იქ ყრის,მდინარეში ვისაც დაწვის საშუალება არ აქვს ადამიანებს პირდაპირ მდინარეში ყრიან.იგივეა ცხოველებზეც მაგალითად ძროხაზე ან სპილოზე.როდესაც ცხოველები კვდებიან ასევე მდინარეში ყრიან და ესენიბმერე ტივტივებენ😣 ამწალს საერთოდცროგორღა ეკარებიან არმესმის
Отправить комментарий