ასეულობით კილოგრამი ოქროს და ვერცხლის მონეტები, ბრილიანტები, მარგალიტები და სხვა ძვირფასი ნივთები იპოვეს ინდოეთის სამხრეთში, ქერალას შტატში პადმანაბჰასვამის ტაძრის დალუქული სათავსოების გახსნის შედეგად. გაზეთ Hindu–ს ცნობით, ეს ტაძრები ტრავანკორის სამთავროს მაჰარაჯებს ეკუთვნოდათ.
განძი 19–ე საუკუნეში დალუქეს. ტაძრის ამოშენებული სათავსოების ინსპექცია 27 ივნისს დაიწყო. სათავსოების ნაწილი ცარიელი აღმოჩნდა, ზოგიერთში კი ნაკლები ფასეულობის მქონე საგნებიც იპოვეს. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ეს განძეული ღმერთ ვიშნუსათვის მირთმეული შესაწირია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში გროვდებოდა. მეცნიერთა დიდი ინტერესი დაიმსახაურა მონეტებმა, რომლებიც მთელი მსოფლიოდან შედიოდა, მათ შორის ავსტრალიიდან, ვენეციიდან, ბრიტანეთის ოსტ–ინდური კომპანიიდან, მეზობელი მაისურის სამთავროდან.
ქერალას შტატის ადმინისტრაციამ, რომლის ტერიტორიაზეც მდებარეობს ეს ტაძარი, მისი დაცვა გააძლიერა. ამიერიდან აღმოჩენილი სიმდიდრის ოდენობის მიხედვით, პადმანაბჰასვამის ტაძარი თავისუფლად გაუტოლდება ანდჰრა–პრადეშის შტატის ცნობილ ვენკატეშვარას ტაძარს. როგორც ვარაუდობენ, აღმოჩენილი განძის საერთო ღირებულება, მისი ისტორიული ფასეულობის გარეშე, 20 მილიარდ ამერიკულ დოლარს აღემატება.
Комментариев нет:
Отправить комментарий