გელით facebook–ზე

12.07.2011

პეპელა სახელად – კამპა

ეს პოსტი წარმოადგენს საკონკურსო ნამუშევარს ბლოგერების კონკურსისთვის პეპელა სახელად – კამპა“

ფარვანა დილიდან უხასიათოდ იყო. არც სკოლაში წასვლაზე უფიქრია. არც ბრინჯის ბურთულას მიკარებია, რომელიც გუშინდელი ვახშმიდან მშობლებმა დილისთვის დაუტოვეს. ზანტი ნაბიჯით გავიდა თიხით შელესილი ოთახიდან და კალირ–კანდას ხის (ადგილობრივ დიალექტზე ხეს „მოატყუე კუჭი“ ჰქვია, მისი 1–2 ფოთლის შეჭმის შემდეგ ადამიანი თავს მაძღრად გრძნობს რამდენიმე დღის განმავლობაში) ჩრდილში დაჯდა. გოგონას, რომელსაც სულ ახლახანს 12 წელი შეუსრულდა, სინამდვილეში კამპა ჰქვია, მაგრამ მისი ენერგიული ხასიათისა და ცეკვით დიდი გატაცების გამო ფარვანა შეარქვეს. ფარვანას ხომ აღმოსავლეთის ქვეყნებში პეპელას ეძახიან. 3 წლიდან ხელები სულ გაშლილი აქვს და სულ ცეკვავს, თუ  საოჯახო საქმეებით არ არის დაკავებული. ფარვანა მთელს ოჯახს უყვარს და სოფელშიც ყველას უხარია მისი დანახვა.

ფარვანას მამამ სანჯაი შარმამ შვილისთვის განკუთვნილ ბრინჯის ბურთულას ხელი არ ახლო და ისე წავიდა სოფლის სიახლოვეს მდებარე მაღაროში, სადაც ნახშირს ხელით მოიპოვებენ. სანჯაი ცალი თვალით თითქმის ვერაფერს ხედავს, მაგრამ უნდა იმუშაოს, რომ ოჯახიც გამოკვებოს და სამედიცინო ხარჯებიც დაფაროს. დედა ფარვანას უფროს ძმასთან, რანბირთან ერთად ბატონ არუნ პანდეისთან წასასვლელად ემზადება ადგილობრივ კლინიკაში. დოქტორმა რანბირს უნდა ურჩიოს, სად შეიძლება, რომ თირკმლის გადანერგვის ოპერაცია გაუკეთონ. თირკმელზე პრობლემების გამო 17 წლის რანბირმა მუშაობაც კი ვერ შეძლო და თუ ეშველება რამე, იქნებ ოჯახიც ცოტა ფეხზე დადგეს. დონორობას დედა აპირებს...

ჩრდილში მჯდარ ფარვანას მშობლების წუხანდელი საუბარი მოსვენებას არ აძლევდა. სანჯაის თუ თვალი არ ამოკვეთეს, სიბრმავე შეიძლება მეორე თვალზეც განუვითარდეს. თვალის დონორის შოვნაზე არც უფიქრიათ, რადგან რანბირს თირკმელს დედა უთმობს და კიდევ სხვა დონორზე ფიქრი ოჯახისთვის ზედმეტი ტვირთია. ჯობია სანჯაიმ უბრალოდ დაკარგოს ცალი თვალი. მაღაროში მაინც სიბნელეა და ცალი თვალიც ეყოფა სამუშაოდ. 1–2  წელიწადში აგერ ფარვანაც გასათხოვარი იქნება და მისი მზითვისთვის ერთი რუპიაც კი არ გააჩნიათ. 20 წლის რომ გახდება ფარვანა, უმზითვო შინაბერას ცოლად მოყვანა აღარავის მოუნდება...

ექიმისგან ფარვანას დედამ და ძმამ დამაიმედებელი ვერაფერი შეიტყვეს. დაღლილები ბრუნდებოდნენ შინ. რანბირი დედას ორი ნაბიჯით უსწრებდა და ქოხის ზღურბლზე გაშეშდა. როდესაც დედა მიუახლოვდა და შინ შესვლა სცადა, რანბირი არ გაინძრა. დედა აღელდა და ვაჟს ოთახისკენ უბიძგა. ფარვანა იატაკზე იწვა და კრუნჩხვები ტანჯავდა. გვერდით კი პესტიციდების შუშის ცარიელი ბოთლი ეგდო. ფარვანამ საწამლავი დალია. გაუბედურებულ დედას და ძმას უკან გაბრუნება მოუწიათ ექიმთან კლინიკაში, რომ გოგონა გადაერჩინათ. ფარვანამ ბატონი პანდეის ხელში საშინელი ტანჯვით დაასრულა ჯერ კიდევ ფრთებგაუშლელი სიცოცხლე.

კამპას თითქმის უწონო სხეულს კრემაცია მეორე დღეს ჩაუტარეს. მთელი სოფელი იყო მისული მდინარის პირას, სადაც ყველასთვის საყვარელი ფარვანა იფერფლებოდა. მზის ჩასვლის შემდეგ უბედური და გაწამებული ოჯახი შინ დაბრუნდა. არავის არაფერი უთქვამს. დილით ფარვანას დედამ გოგონას სასკოლო ჩანთას მოჰკრა თვალი ქოხის კუთხეში. გატანჯულ ქალს უხმოდ წასკდა ცრემლები. ჩანთაზე დაკეცილი ქაღალდი იდო...

თავის მოწამვლის წინ კამპამ წერილი დაწერა. ოჯახს თვითმკვლელობისთვის პატიებას სთხოვდა და ემუდარებოდა, რომ მისი თირკმელი რანბირისთვის გადაენერგათ, ხოლო თვალი მამისთვის...

(ნამდვილი ამბის მიხედვით. ეძღვნება 12 წლის მამპი სარკარს დასავლეთ ბენგალიიდან, რომელიც ცდილობდა მამისა და ძმისთვის სიცოცხლე გაეხანგრძლოვებინა)

ეს პოსტი წარმოადგენს საკონკურსო ნამუშევარს ბლოგერების კონკურსისთვის პეპელა სახელად – კამპა“

5 комментариев:

anina комментирует...

გულისმომკვლელი ისტორიაა.
ოღონდ გადმოცემის ფორმა სათქმელს ბევრად ჩამოუვარდება ზისუსტით : ]

tatatatuli комментирует...

ყველაზე გულის ამაჩუყებელი ისტორიაა, რეალური ამბავი რომ უდევს საფუძვლად განსაკუთრებით მაგან მომიკლა გული :|

arveel комментирует...

რა ცოდოა :(

Анонимный комментирует...

გსურთ იყიდოთ თირკმელი, სხეულის ორგანოები თუ გსურთ გაყიდოთ თქვენი თირკმელი ან სხეულის ორგანოები? ეძებთ შესაძლებლობას გაყიდოთ თქვენი თირკმელი ფულით ფინანსური ავარიის გამო და არ იცით რა გააკეთოთ, მაშინ დაგვიკავშირდით დღეს და ჩვენ შემოგთავაზებთ კარგ თანხას 500,000 დოლარად თქვენი თირკმლისთვის. მე მქვია ექიმი MAXWELL, ვარ ნევროლოგი BILL ROTH HOSPITAL-ში. ჩვენი ჰოსპიტალი სპეციალიზირებულია თირკმელების ქირურგიაში და ასევე გვაქვს თირკმელების ყიდვა-გადანერგვა ცოცხალი შესაბამისი დონორით. ჩვენ განლაგებული ვართ ინდოეთში, აშშ-ში, მალაიზიაში, სინგაპურში. Იაპონია.

გთხოვთ შეგვატყობინოთ, თუ ხართ დაინტერესებული თირკმლის გაყიდვით ან ყიდვით ან
Organ's გთხოვთ, ნუ მოგერიდებათ დაგვიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტით და ელექტრონული ფოსტით.

ფოსტა: birothhospital@gmail.com
რა არის აპლიკაციის ნომერი: +33751490980

Საუკეთესო სურვილებით
მთავარი სამედიცინო დირექტორი
დოქტორი მაქსველი

200.000 USD karşılığında böbreğinizi satmak mı istiyorsunuz? sensin Para için böbreğinizi satmak için bir fırsat arıyorsunuz Mali çöküntü nedeniyle ve ne yapacağınızı bilmiyorsunuz Yapın, o zaman bugü комментирует...

გსურთ გაყიდოთ თქვენი თირკმელი 350000 დოლარად? Ეს შენ ხარ
ვეძებთ შესაძლებლობას გაყიდოთ თქვენი თირკმელი ფულით
ფინანსური უკმარისობის გამო და არ იცით რა გააკეთოთ
გააკეთეთ, მაშინ დაგვიკავშირდით დღეს და ჩვენ შემოგთავაზებთ კარგს
თანხა თქვენი თირკმლისთვის. მე მქვია ექიმი HOJJAT
მე ვარ ნეფროლოგი HOJJAT Hospital-ში. ჩვენი საავადმყოფოა
სპეციალიზირებულია თირკმლის ქირურგიაში და ასევე ვმკურნალობთ
თირკმელების შეძენა და გადანერგვა
შესაბამისი დონორი
ჩვენ განლაგებული ვართ ინდოეთში, სერბეთში, საფრანგეთში, ნიგერიაში, სინგაპურში, შეერთებულ შტატებში, მალაიზიაში, ქუვეითში
თუ თქვენ დაინტერესებული ხართ თირკმელების გაყიდვით ან ყიდვით, გთხოვთ, ნუ
ნუ მოგერიდებათ დაგვიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტით.
ფოსტა: doktorhojjathospital@gmail.com
WhatsApp: +1 (716) 812-5005
ტელეგრამა: +1 (218) 409-6761
ყურადღებით
DR HOJJAT