როგორც ერთერთ წინა პოსტში გაცნობეთ, ჯეიმს ბონდის ერთერთი მორიგი სერიის გადაღებები ინდოეთში წარიმართება. ამ ქვეყანაში „ბონდმა“ ბოლოს 30 წლის წინ იმოგზაურა როჯერ მურის მონაწილეობით. ამჯერად კი, ისევე როგორც წინა სერიაში, ბონდს ბრიტანელი მსახიობი დენიელ კრეიგი განასახიერებს. მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთის ხელისუფლებამ ფილმის ავტორებს ნება დართო გადაღებები მუმბაიში, აჰმედაბადსა და გოაში აწარმოონ, ფილმის მესვეურებს თავდაპირველ სცენარში გარკვეული ცვლილებების შეტანა მაინც მოუწევთ ინდური მხარის მოთხოვნით.
საუბარია ფილმის
იმ სცენაზე, რომელშიც კინოჯგუფს მატარებლის სახურავზე მსხდომი ინდოელები უნდა გადაეღო.
ინდოეთის მთავრობის წარმომადგენელთა თქმით, ასეთი კადრი ინდოეთის სახელმწიფო რკინიგზას
ცუდ კონტექსტში წარმოაჩენს. მატარებლის სახურავზე მგზავრობა ინდოეთში აკრძალულია და
არ შეიძლება მისი წახალისება“ – განაცხადა რკინიგზის მინისტრმა დინეშ ტრივერდიმ. სინამდვილეში
კი ამ ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებიც ბილეთების ყიდვას მატარებლის სახურავზე
აძრომას და უფასო მგზავრობას ამჯობინებენ. რა თქმა უნდა ასეთი საქციელი დიდ რისკებს
შეიცავს, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი რისკი, რომლის მომსწრეც
ინდოეთში შეიძლება გახდეთ.
აღსანიშნავია
ისიც, რომ ოსკაროსანი ფილმის „ჯურღმულელი მილიონერის“ გარკვეული და საკმაოდ ეფექტური
სცენები ასევე მატარებლის სახურავებზეა გადაღებული და ბუნებრივია კითხვა, თუ როგორ
მოახერხეს „მილიონერის“ ავტორებმა ამ ნებართვის მიღება. თუმცა „მილიონერში“ მარტო მატარებლის
სახურავზე მორბენალი ბიჭუნები არ არის ისეთი სცენა, რომელიც მეტისმეტად ნატურალურად
წარმოაჩენს ღატაკთა ფენას. ალბათ სწორედ ამის დამსახურებაცაა, რომ დენი ბოილის ამ სურათმა
ამდენი „ოსკარი“ მოხვეტა. შეიძლება ასევე ვარაუდის გამოთქმაც, რომ „მილიონერის“ ასეთმა
წარმატებამ შთააგონა კიდეც ბონდიანას დღევანდელი ავტორები ფილმში ინტრიგის შესატანად
ინდოეთი აერჩიათ. კარგად იყიდება...
თუმცა ჯეიმს ბონდი
რა ჯეიმს ბონდია, თუ სადღაც არ იხტუნავა, სადღაც არ გადაფრინდა. სცენარის პირვანდელი
ვარიანტის მიხედვით, დენიელ კრეიგი მოტოციკლიდან მოძრავ მატარებელზე უნდა შემხტარიყო
და იქიდან კი მეორე მატარებლის სახურავზე „გადაფრენილიყო“. ინდური რკინიგზის ხელმძღვანელობა
დათანხმდა მატარებლის სცენების გადაღებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი სარკინიგზო
შემადგენლობის სახურავებზე ადგილობრივ მცხოვრებლებს არ აღბეჭდავენ. რას ფიქრობენ ამასთან
დაკავშირებით ფილმის შემქმნელები, ჯერ–ჯერობით უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ ინდოეთის
ხელისუფლება იმედებს ამყარებს, რომ ფილმის გამოსვლის შემდეგ ქვეყანაში უფრო მეტი ტურისტი
ჩავა.
Комментариев нет:
Отправить комментарий