გელით facebook–ზე

16.09.2011

ინდოეთის პრემიერ–მინისტრმა და მისმა მეუღლემ თავიანთი თვალები უსინათლოებს უანდერძეს

ჯერჯერობით არავინ იცის იმ ინდოელის სახელი, ვინც მომავალში რესპუბლიკის მთავრობის ამჟამინდელი ხელმძღვანელის მანმოჰან სინგჰის თვალებით სამყაროს შეხედავს. მაგრამ უკვე ცნობილია, რომ რომელიმე თანამემამულეს მომავალში პრემიერ–მინისტრის თვალის რქოვანას გადაუნერგავენ.

ინდოეთში ახლახან დონორული შემოწირულობების ეროვნული დღე აღინიშნა, რომლის დროსაც პრემიერმა მანმოჰან სინგჰმა და მისმა მეუღლემ გურშარან კაურმა ხელი მოაწერეს ოფიციალურ ბლანკს „თვალის დონორობაზე“, რომლის მიხედვითაც მათი გარდაცვალების შემდეგ მათი თვალის რქოვანა ტრანსპლანტოლოგების განკარგულებაში გადავა მხედველობადაქვეითებულთა დასახმარებლად.

ქველმოქმედების ასეთი ფორმა „სიკვდილის ზღვარზე“  ფართოდაა გავრცელებული ინდოეთში. ქვეყნის მრავალი მოქალაქე უტოვებს თავის ორგანოებს გარდაცვალების შემდეგ იმ ადამიანებს, ვისაც ორგანოების გადანერგვა სჭირდება. ამ ქმედებებს გარკვული სიმბოლური დატვირთვაც აქვს „შემოწირულობის“ გამღებთათვის სხვა სამყაროში გადასვლის წინ და გაჭირვებული ადამიანების სასარგებლოდ.

გამოდის, რომ საკუთარი გარდაცვალებით ადამიანებს სხვა ადამიანებისთვის სიკეთის გაკეთება შეუძლიათ, როცა მათ ანდერძით დატოვებულ ორგანოებს გადაუნერგავენ და უკეთესად ცხოვრების შანსს მისცემენ.

ინდოეთის პრემიერ–მინისტრი და მისი მეუღლე პირველები და ერთადერთი ადამიანები არ არიან, ვინც „თვალების გაჩუქების“ დოკუმენტს მოაწერეს ხელი. რქოვანას უჯრედების კვდომის შემთხვევაში, როგორც მედიცინა ამტკიცებს, სიბრმავისგან გადასარჩენად საჭიროა დონორის რქოვანას გადანერგვა.

ამასწინათ ჩემს ბლოგზე ჩემივე მოთხრობა გამოვაქვეყნე, რომელიც ნამდვილ ამბავზე იყო აგებული. ნამდვილი ამბავი კი იმაში მდგომარეობდა, რომ 12 წლის გოგონამ გადაწყვიტა, რომ გაჭირვებულ ოჯახს დახმარებოდა, მხედველობადაქვეითებული მამისთვის თვალები დაეტოვებინა და უფროსი ავადმყოფი ძმისთვის თირკმელი გადასანერგად, რისთვისაც ბავშვმა ანდერძიც კი დაწერა ფურცელზე და თავი მოიკლა. სამწუხაროდ, გოგონას წერილი მხოლოდ მისი კრემაციის შემდეგ აღმოაჩინეს და მისი თავგანწირვა იმ შედეგით არ დასრულდა, როგორც ეს თვითონ გოგონას სურდა...

Комментариев нет: