მიტოვებული კორპუსები, სანახევროდ დანგრეული მედიტაციის
დარბაზები, ბილიკები, რომლებსაც ბალახმა გადაუარა, ჩამსხვრეული ფანჯრები და კედლიდან
ჩამოყრილი ნალესი... როგორ მოხდა, რომ ეს ოდესღაც სუპერპოპულარული აშრამი, რომელიც
ტრანსცედენტალური მედიტაციის ფუძემდებელმა მაჰარიშიმ შექმნა და რომელსაც ლეგენდარული
ბითლები სტუმრობდნენ, დღეისათვის მიტოვებულია და სრული განადგურებისა და გაჩანაგების
პირას დგას? ამბობენ, რომ ეს ადგილი დაწყევლილია და რომ მხოლოდ ბითლების თავზეხელაღებული
ფანატების მცირე ჯგუფებს ან მამაც მოგზაურებს შეუძლიათ წვიმებისგან დაჟანგებული ამ
კარის შეღება. რა დაემართა სინამდვილეში მაჰარიში მახეშ იოგას აშრამს და რა გავლენა
მოახდინა გურუმ ჯგუფის ისტორიაზე?
1968 წლის 15 თებერვალს ლენონი და ჰარისონი ცოლებთან
ერთად ჩავიდნენ მტვრიან დელიში, ჩაბარგდნენ ტაქსიში და რიშიკეშამდე ექვსსაათიანი გზის
გავლის შემდეგ მაჰარიშის აშრამის ზღურბლს გადააბიჯეს. მაკარტნი და სთარი მეგზურ გოგონებთან
ერთად მეგობრებს ოთხი დღის შემდეგ შეუერთდნენ. სავარაუდოა, რომ ბიჭებს თავიანთმა არჩევანმა
იმედები არ გაუცრუა, რადგან ე.წ. „ბითლების აშრამი“ მედიტაციის სხვა ადგილობრივი სკოლებისგან
განსხვავებით, რბილად რომ ვთქვათ, ასკეტური ადგილი სულაც არ ყოფილა. წმინდანების დაბლობში,
რომელიც ჰიმალაების ფერხთითაა, 57 კვადრატულ კილომეტრზე (?!) გაშლილი მედიტაციის საერთაშორისო
სკოლა მდინარე განგიდან 150 მეტრში მდებარეობს და გარშემორტყმულია ჯუნგლებით. ამ ადგილას
ყველაფერი იყო საიმისოდ, რომ განებივრებულ დასავლელ ადამიანს ფუფუნებაში ეგრძნო თავი.
ყველა კელიაში კონდიციონერი და გათბობის ინდივიდუალური სისტემები იყო დაყენებული, გამართული
წყალგაყვანილობა კარგად მუშაობდა და ოთახებში მოსახერხებელი დასავლური ავეჯი იდგა.
აშრამის ტერიტორიაზე იყო ფოსტა, ბანკი და ვერტმფრენების მოედანი. წარმოიდგინეთ რამდენი
ძალისხმევა და ფული დასჭირდა იმას, რომ ინდოეთის ჯუნგლებში 1968 წელს ასეთი პირობები
უზრუნველეყოთ?
დღესდღეობით აშრამის კარიბჭე ასე გამოიყურება. არც თუ
ისე ბევრ ადამიანს შეუძლია, რომ აშრამის გზა გასწავლოთ და თუ ზუსტი კოორდინატები არ
გაგაჩნიათ, დიდი რისკია, რომ დაიკარგებით.
ბუნება აქტიურად იღებს თავისას და ეს მიტოვებული ადგილი
ინდიანა ჯონსის შესახებ ფილმის გადასაღებ მოედანს უფრო დაემსგავსა.
60–იანი წლების შუა პერიოდიდან ბითლებმა საკუთარი მზერა
რმოსავლურ სწავლებებს მიაპყრეს, იმავდროულად იღებნენ ლსდ–ს და სხვა ნარკოტიკულ საშუალებებს
„ცნობიერების გასაფართოებლად“. მაგრამ ულესში, მაჰარიშის სემინარზე ტრანსცენდენტალური
მედიტაციის საფუძვლების შესაწავლის შემდეგ მათ პრესას საჯაროდ განუცხადეს, რომ ფსიქოდელიკებზე
უარს აცხადებენ სულერი პრაქტიკების სასარგებლოდ. სწორე მაშინ მიიღეს მათ გურუს წინადადება,
რომ სწავლება გაევლოთ მის ახალ აშრამში, რომელიც რიშიკეშში აშენდა.
მედიტაციისა და მაჰარიშის ლექციებისთვის დათმობილი დღეები
ჯგუფის მორალურ მდგომარეობაზე დადებითად აისახა. ოდესღაც დაცარიელებულმა მუსიკოსებმა
ახალი შემოქმედებითი ძალების მოზღვავება იგრძნეს. ბევრს მიაჩნია, რომ სწორედ ეს დრო
იყო ყველაზე ნაყოფიერი ჯგუფისთვის. მაგრამ რაღაც მომენტში აშკარად რაღაც მოხდა...
ის ადგილები, სადაც ადრე
ფანჯრები იყო ჩასმული, გარედან შიშისმომგვრელად გამოიყურება, ხოლო შენობის შიგნიდან
ზღაპრული ხედები იშლება ტყეზე. ძველი ფუფუნებიდან კვალიც კი არ დარჩა, მაგრამ მაინც
ჩანს რამდენი სიყვარული იქნა ჩადებული ადამიანების მიერ აშრამის მშენებლობისას.
სულიერებით გაჟღენთილ ამ ადგილას გარყვნილებამ შეაღწია.
ალკოჰოლი, ნარკოტიკები, უწესრიგო სქესობრივი კავშირები... ინდოეთის ხელისუფლებას მეტის
მოთმენა აღარ შეეძლო, რომ მედიტაციის სკოლის საფარქვეშ გარყვნილების ბუდე ჰყვაოდა. დუქანი დახურეს, მლოცველები გაყარეს, ხოლო მაჰარიში
ხელისუფლების დევნას დასავლეთში გაექცა. ეს ადგილი კი დაბლობში მყოფმა მოხუცმა სადჰუებმა
დაწყევლეს. STOP! ეს ვერსია ინტერნეტში საკმაოდ გავრცელებული კი არის, მაგრამ რაღაც
ფაქტები ერთმანეთს არ ემთხვევა. და საერთოდ, უფრო რაღაც სისულელეს ჰგავს.
ჩაბნელებულ დერეფნებში
სეირნობისას ალაგ–ალაგ ბითლებისადმი სამუდამო სიყვარულის ტექსტებს გადააწყდებით შენობის
კედლებზე, რომლებიც ჯგუფის ფანატებმა ამოკაწრეს.
სულაც არ ყოფილა ასე ეს ყველაფერი. ჯგუფის წევრები თანდათანობით სწავლებაში ეფლობოდნენ და სულ უფრო დამოკიდებულნი ხდებოდნენ გურუ მაჰარიშიზე, რომელიც სახელგანთქმულ მიმდევრებს სულ უფრო მეტ და მეტ ფულად შენატანებს თხოვდა მთელ მსოფლიოში სწავლების გასავრცელებლად. მაგრამ რაღაც მომენტში ბიჭები მიხვდნენ, რომ ასე გაგრძელება შეუძლებელი იყო. ერთ მშვენიერ დღეს ოთხეულმა თავისი ბარგი მოკრიბა და აშრამიდან აორთქლდა. როცა მაჰარიშიმ გააცნობიერა, რომ შემოსავლების წყარო დაიშრიტა, გულში ოთხეული დაწყევლა, აშრამში დარჩენილი ხალხი გაყარა და დასავლეთისკენ აიღო გეზი ახალი მდიდარი გულუბრყვილო ადამიანების მოსაძებნად... ისევ რაღაც დეტექტიურ პამფლეტს დაემსგავსა. ნუთუ ეს ყველაფერი ასე მიშვებული იყო?...
სახურავზე ასულები კვერცხის
ფორმის სამედიტაციო ოთახებს დაინახავთ. დაჟანგებულ კიბეებს ხედავთ? ამ კიბით მლოცველი
სპეციალურ ადგილზე ადიოდა, სადაც საათებს ატარებდა მედიტაციაში და რელაქსაციაში. მაგრამ
ახლა აშრამში მხოლოდ ტუკანები და მაიმუნები ცხოვრობენ და მათაც ვერ შეხვდებით...
ბოლოს და ბოლოს და დაემართა აყვავებულ სკოლას? ნამდვილად ჰქონდა თუ არა ადგილი დაწყევლას? რატომ დატოვეს ბითლებმა რიშიკეში? რეალობა საკმაოდ პროზაული აღმოჩნდა.
აშრამში ცხოვრება არც ისე ადვილი იყო. მედიტაციაში გატარებული
საათები და ზოგჯერ მთელი დღეები და ღამეები, მკაცრი ვეგეტარიანული საკვები, რომელიც
ყველას არ მოსწონდა მაინც და მაინც. ვიღაცას ბანალური ანგინა დაემართა. იყო უფრო სერიოზული
პრობლემებიც, დიზენტერიის და სხვა ამებების სახით. ხოლო თუ იმასაც გავითვალისწინებთ,
რომ კოღოები, ობობები, ქურდბაცაცა მაიმუნები და სხვა ათასი უბედურება, რომელსაც ინდოეთის
ტყეებში ძებნაც არ სჭირდება... ჯობია აქ აღარ გავაგრძელოთ :)
ყველაზე პირველი ჩემოდნები სთარების ოჯახმა ჩაალაგა.
მეუღლეებმა დაიჩივლეს, რომ ვეგეტარიანული საკვები არ მოსწონთ, კერძების ბევრ კომპონენტზე
რინგოს ალერგია ჰქონდა და ისიც იძულებული იყო დაკონსერვებული ლობიო ეჭამა. და კიდევ,
შვილები მოენატრათ. ამის შემდეგ მაკარტნის რიგი დადგა, დაიჩვილა, რომ აუცილებლად უნდა
იყოს ლონდონში. ლეონონმა და ჰარისონმა სკოლა მაშინ დატოვეს, როცა მია ფეროუმ და რამდენიმე
სხვა ქალმა დაიჩივლა, რომ გურუ მათ აწუხებდა სექსუალური თვალსაზრისით. მაჰარიშის ასეთმა
საქციელმა განსაკუთრებით აღაშფოთა ლენონი. იმდენად, რომ მან სიმღერაც კი დაწერა Sexy
Sadie. მაგრამ მოგვიანებით სკანდალის მონაწილე ქალებმაც და ბითლებმაც მომხდარის მიმართ
დამოკიდებულება შეიცვალეს და ზოგიერთი მათგანი მაჰარიშის წინაშე საკუთარი დანაშაულის
მონანიებასაც კი ცდილობდა.
ხოლო აშრამი, მიუხედავად იმისა, რომ პოპულარობას კარგავდა
თანდათან, კიდევ 16 წლის მანძილზე მუშაობდა. 1984 წელს ინდოეთის უზენაესმა სასამართლომ
ის მიწები, სადაც აშრამია განლაგებული, შაჰაჯის ნაციონალურ პარკად გამოაცხადა. სკოლის
მიწა მაჰარიშის არ ეკუთვნოდა და გურუ მას სახელმწიფოსგან ქირაობდა. აშრამის თანამშრომლებს
სულ რამდენიმე დღე მისცეს, რომ ყველაფერი გაეტანათ, რისი წაღებაც შეეძლოთ. მაჰარიშისაც
მეტი რა დარჩენოდა, გარდა იმისა, რომ ინდოეთი დაეტოვებინა და დასავლეთში წასულიყო.
აშრამის კარი ყველასთვის დაიკეტა. ან მათთვის, ვინც ადგილობრივ მარტოხელა დარაჯისთვის
50 რუპიას (1 დოლარზე ოდნავ მეტი) ვერ გაიმეტებს.
და მაინც, აშრამში არც თუ ისე მშვიდად მიმდინარეობდა
ბითლების ცხოვრება, მათ შორის გურუსთან ბიჭების ფინანსური უთანხმოებების ჩათვლით, ამასთან,
საკმაოდ სერიოზული უთანხმოებებისაც. და მაინც, მოდით თხრობა ნეიტრალურ ნოტზე დავასრულოთ
და ყოველ ჩვენგანს მივცეთ უფლება, თვითონ განსაზღროს თავისი დამოკიდებულება ბითლების
მიმართ და მაჰარიშის, მისი სწავლებისა და ტრანსცენდენტალური მედიტაციის მიმართაც. ხოლო
ბოროტ აზრებს ენა გამოვუყოთ ისევე, როგორც ამას აშრამის შესასვლელთან ჩამსხდარი ბრძენკაცები
აკეთებენ :)
Комментариев нет:
Отправить комментарий