გელით facebook–ზე

09.12.2011

ყველაზე ძვირადღირებული სახლი მსოფლიოში

ინდოეთის ყველაზე მდიდარმა ადამიანმა მუკეშ ამბანიმ 1 მილიარდი დოლარის ღირებულების სახლი აიშენა. ეს ყველაზე ძვირადღირებული სახლია ისტორიაში. ამ 27 სართულიანი სახლის მშენებლობას, რომელშიც ახლა ექვსსულიანი ოჯახი ცხოვრობს, შვიდი წელი დასჭირდა.



ყველაზე მდიდარი ინდოელის მუკეშ ამბანის სახლი. სახლს ანტილია უწოდეს მითიური კუნძულის საპატივსაცემოდ.


სახლში არის აუზი და იოგას სტუდია, ასევე არის სპეციალური ოთახი, სადაც მუმბაის მწველ სიცხეს ხელოვნური თოვლის ქვეშ შეაფარებთ თავს.


 სახლის სამი აივნიდან, რომლებზეც გაშენებულია ბაღები, ტერასები და ჯანმრთელობის კლუბი, არაბეთის ზღვაზე შესანიშნავი ხედი იშლება (ასევე მუმბაის ჯურღმულებზეც...).
 



დაცვის თანამშრომელი დგას 27 სართულიანი სახლის შესასვლელთან, სადაც უმდიდრესი ინდოელი ბიზნესმენი მუკეშ ამბანი ცხოვბრობს.




 „ეს სიმდიდრის კოლოსალური გამოვლინებაა“ – ამბობს ჰამიშ მაკდონალდი, ავტორი წიგნისა „ამბანი და ვაჟები: ბიზნესის ისტორია“, – „ეს არის ოლიგარქების პოზიციონირების საშუალება, როგორც ინდოეთის ახალი მაჰარაჯებისა“.


ახალგაზრდა მუშა 27–სართულიანი სახლის წინ, სადაც ელოდება, როდის დაცლიან 
მარმარილოს, რომელიც მუკეშ აბანის მოუტანეს.
 


 ამბანის სახლი (ცენტრში) – ყველაზე ძვირადღირებული სახლი მსოფლიო ისტორიაში.

5 комментариев:

Sophie Golden комментирует...

კაი უნამუსობაა იმ ქოხების გვერდით ასეთი პენტჰაუზის წამოჭიმვა.

სოსო комментирует...

ესეც მენტალიტეტის ამბავია, ამ სასახლის გვერდით ჯურღმულებში მცხოვრები ადამიანები ბედნიერები იქნებიან, უმეტესობა, იმის გამო, რომ ყლველ დღე ამ სახლის დანახვის საშუალება ექნებათ...

Анонимный комментирует...

კაი სიმახინჯეც კია:

Tamara комментирует...

რა მახინჯობაა.

Анонимный комментирует...

რა უგემოვნო სახლია