ვინც ჩემს ბლოგზე
ხშირად შემოდის, ან თუნდაც იშვიათი სტუმარია, იცის ალბათ, რომ დელიკატურ თემებზე იშვიათად
ვეხები, მიუხედავად იმისა, რომ ამ მრავალფეროვან ქვეყანაში ყველაფერი ხდება, რაც კი შეიძლება
ადამიანის გონებამ წარმოიდგინოს. ეს ალბათ ბავშვობიდან გამოყოლილი რომანტიული გრძნობების
ბრალია, რაც ამ ოცნების ქვეყანასთან მაკავშირებს. ამიერიდან ვეცდები ეს რომანტიულობა
მეტ–ნაკლებად რეალობისგან შემოჭრილი, ზოგჯერ უსიამოვნო ნიავითაც გავაზავო, რათა რომანტიკის
კუნძულზე მარტოდმარტო არ აღმოვჩნდე და ათასი ღმერთების ქვეყანაში გამგზავრების მსურველებსაც
მცდარი, ცალხაზოვანი, მხოლოდ დადებითი წარმოდგება არ შევუქმნა.
ამჯერად ინდოელ
მოზარდებზე მოგითხრობთ, რომლებმაც დღევანდელ რთულ სამყაროში ფულის შოვნის ორიგინალურ
მეთოდს მიაგნეს, რათა მშობლებისთვის არ დასჭირდეთ ხვეწნა, რომ უფრო მეტი ჯიბის ფული
მისცენ. ძვირადღირებული ღამის კლუბებში გასეირნების და ახალი გასართობების ძებნის სურვილი
მოზარდ ბიჭებს უბიძგებს შემოსავლის ნებისმიერი წყარო გამოიყენონ. ადგილობრივი ჩინოვნიკები
ფრიად გააკვირვა სპერმის დონორების სტატისტიკამ, რომლის მიხედვითაც დონორთა უმეტესობას
15–18 წლის მოზარდები შეადგენენ. სპერმის ყოველი ნიმუშისთვის დონორ ახალგაზრდებს
1000–დან 2000 რუპიამდე უხდიან (22–44 აშშ დოლარი).
თუმცა ინდოეთის სამედიცინო კვლევების საბჭოს სახელმძღვანელო პრინციპები კრძალავს დონორებად 18 წლამდე მოზარდების გამოყენებას, მაგრამ ამ ქვეყანაში არც მოზარდებს და არც ექიმებს კანონების მაინც და მაინც არ ეშინიათ და მათი დარღვევაც ჩვეულებრივი ამბავია. კორუფცია კი მოუხდელი სენია ამ ქვეყნისა, რომელშიც უკვე კარგა ხანია მილიარდზე მეტი ადამიანი ცხოვრობს და მოსახლეობის რაოდენობა კიდევ დღითიდღე იზრდება.
ინდოეთში ერთი
მეორის მიყოლებით იხსნება სპერმის ახალ–ახალი ბანკები. ზრდასრულ მოსახლეობაში დონორთა
რაოდენობა არ მატულობს, რადგან სოციალური ნორმები მათ მსგავს საქციელს უკრძალავს. დონორული
სპერმის მოლოდინში მყოფ წყვილებს რომ შვილის გაჩენის საშუალება მიეცეთ, დონორთა ბანკები
დანაკლისს სტუდენტების მეშვეობით ავსებენ. ამ დროისთვის ფულის შოვნის ეს მეთოდი ახალგაზრდებში
ერთერთ პოპულარულ საშუალებად ითვლება.
Комментариев нет:
Отправить комментарий