საბურთალოზე, დოლიძის ქუჩაზე ინდური ქსოვილების მაღაზია გაიხსნა, სადაც დაინტერესებულ ადამიანებს ინდოეთში წარმოებული ქსოვილების შეძენა შეუძლიათ. ქსოვილების უმეტესობა აბრეშუმია, თუმცა სხვა ქსოვილების ნახვაც შეიძლება. ქსოვილების გარდა არის სხვადასხვა სახის მოქარგული ლენტები და მაქმანები. დოლიძის მაღაზიაში მომუშავე ინდოელმა ახალგაზრდამ, რომელსაც, როგორც თვითონ მითხრა, ილია ჰქვია, მომცა სავიზიტო ბარათი, სადაც სამი მაღაზიაა აღნიშნული შემდეგ მისამართებზე: 1) საბურთალო, დოლიძის №5, 2) გლდანი, ხიზანიშვილის 15, 3) სავაჭრო ცენტრი ევრაზია, 3 სართული, მაღაზია №53. ქსოვილების ფასები 8–15 ლარია. სურათებზე შეგიძლიათ დაათვალიეროთ დოლიძის ქუჩაზე მდებარე მაღაზიის ასორტიმენტი. ეს პოსტი არ არის კომერციული სარეკლამო ხასიათის და არც მაღაზიის მეპატრონეს უთხოვია ჩემთვის რეკლამირება. უბრალოდ დაინტერესებულ ადამიანებს ვაწვდი ინფორმაციას, რომელთაგანაც ხშირად ვიღებ შეკითხვებს მსგავსი ობიექტების შესახებ.
11 комментариев:
მოვინახულებ გოგონებთან ერთად, მგონი ზოგიერთი სარის ნაცვლად გამოდგება :)
sainteresoa. gmadlobt :)
კარგი ხარისხის ქსოვილები ჩანს. დიდი მადლობა ინფორმაციისთვის. წარმატებებს გისურვებთ. ძალიან მომწონს თქვენი ბლოგი. და ალბათ გითხარით უკვე, რომ ეს ბლოგი ვიკიპედიაში სტატია ინდოეთს მივაბი გარერესურსების ნაწილში...
დიდი მადლობა :)
ხომ არ იცით სად ვიყიდო ინდური ბინდი შუბლზე მისაწებებელი?
ინდური სარი არ იყიდება მაგ მაღაზიაში?
არის სადმე ეს მაღაზიები შდმორჩენილი?
მადლობა, ჩემთვის საინტერესო ინფოა ��
სამუშაო საათები შეგიძლიათ რომ მითხრათ?მადლობა
⁹
არსებობს კოდევ ეს მაღაზია??
Отправить комментарий