ბევრს მიაჩნია, რომ კატრინა კაიფსა და აიშვარია რაის შორის გარკვეული მტრობა შეიძლება არსებობდეს. კატრინა კაიფი ბოლივუდის ამომავალ ვარსკვლავია, რომელიც არც ისე დიდი ხანია გამოჩნდა ეკრანებზე, მაგრამ თაყვანისმცემელთა გულების მოგება უკვე მოასწრო. ეს მომხიბვლელი ახალგაზრდა ქალი მართლაც რომ შესანიშნავად გამოიყურება. როდესაც ერთერთ ფილმში კატრინა პირველად დავინახე, ვიფიქრე, რომ ეს გოგონა შეიძლება ქართველიც კი ყოფილიყო, მით უმეტეს იმ ჭორების საფუძველზე, რომ ბოლივუდელი მსახიობები ქართველი გოგონების ფილმებში გადაღებას აპირებენო.კატრინა 1984 წლის 16 ივლისს დაიბადა ჰონგ–კონგში, ცოტა ხანი ჰავაიზეც ცხოვრობდა და შემდეგ ლონდონში გადავიდა. მას 7 და ჰყავს. მამამისი ქაშმირელია, დედა კი ინგლისელი.

აიშვარია რაი , როგორც ვიცით ბაჩანების ოჯახის რძალია. ბაჩანების ოჯახმა კი განაცხადა, რომ არანაირი მტრული დამოკიდებულება არ აქვთ სალმან ხანის მიმართ, რომელიც აიშვარიას ყოფილი ბოიფრენდია და ამჯერად კატრინასთან ერთადაა.
სულ ახლახანს კატრინამ აიშვარია კიდევ ერთ ადგილზე შეცვალა. კატრინა გახდა სავაჭრო მარკა Nakshatra–ს სახე, რომელიც მანამდე აიშვარიას განკარგულებაში იყო. ამასთანავე კატრინა საძიებო სისტემა Google–შიც ყველაზე ხშირად მოხსნებეული პიროვნება გახდა და ამაშიც გაუსწრო აიშვარიას.
მაგრამ კატრინამ განაცხადა: „ არ შეიძლება აიშვარიასთან ჩემი შედარება... აიშვარია შეუდარებელია. მე კი ვამჯობინებდი, რომ უფრო მეტი ყურადღება დავუთმო კინოკარიერს და მოუთმენლად ველი ფილმ „ნიუ იორკის“ გამოსვლას. ამ ფილმით ახალ საფეხურზე უნდა გავიდე და ასეთი როლების შემდეგ უკვე აღარავინ იტყვის, რომ მე უბრალოდ მომხიბვლელი გოგონა ვარ და მეტი არაფერი“.
აიშვარიას რაც შეეხება, ის არამარტო ბოლივუდის ვარსკვლავია, არამედ საკმაოდ მოთხოვნადი ფიგურაა დასავლურ კინოშიც.
ქვემოთ კატრინას სურათებია, და თქვენ თვიტონაც შეგიძლიათ შეაფასოთ და შეადაროთ იგი აიშვარიას. პირადად მე ჯერ–ჯერობით მაინც აიშვარიას ვამჯობინებ სილამაზითაც და მსახიობური ნიჭითაც.







































დედამიწაზე, რომელიც ჯერ კიდევ ღმერთებმა ააგეს. ინდუისტური ეპოსების მიხედვით, ამ ადგილიდან დაიწყო სამყაროს შექმნა. მოგვიანებით ვარანასიში ღმერთები ცხოვრობდნენ ადამიანებთან ერთად, შემდეგ ისინი ჰიმალაებში წავიდნენ. ეს ისეთივე საყვარელი ქალაქია ბრაჰმასი, როგორც შივასი. როგორ მოხდა ეს ყველაფერი, ზუსტად ცნობილი არ არის. ფაქტია, რომ ქალაქი ძალიან ძველია და ეს ძლიერად იგრძნობა კიდეც. არქეოლოგიური მონაცემებით, ეს უძველესი ქალაქია, სადაც ცხოვრება არასდროს არ შეწყვეტილა. როცა ვარანასის გჰატებს (სანაპიროებს) უყურებ, თვით მარადისობას გრძნობ და თითქოს ხედავ შივასაც, ჟამთა განმგებელს.


ამ დღეებში ლონდონის ფეშენებელური სასტუმრო «Courthouse»–ის კარი ბოლივუდის ერთერთი ყველაზე წარმატებული რეჟისორისთვის კარან ჯოჰარისთვის გაიღო. მიღება გაიმართა ჯოჰარის ორ ფილმთან მისი ლეგენდარული ფილმის „ცხოვრებაში ყველაფერი ხდება – Kuch Kuch Hota Hai“ 10 წლის იუბილესა და სკანდალური და ეპატაჟური ფილმის „მეგობრები – Dostana“ დახურულ ჩვენებასთან დაკავშირებით. კარან ჯოჰარმა სტუდიებში ასისტენტიდან ბოლივუდის ყველაზე წარმატებული ფილმების რეჟისორობამდე დიდი და საინტერესო გზა განვლო. გაიმართა წინასაპრემიერო დახურული ჩვენება მისი ახალი ფილმისა „მეგობრები – Dostana“, რომელშიც ისეთი ცნობილი მსახობები მონაწილეობენ, როგორებიცაა აბიშეკ ბაჩანი, ჯონ აბრაჰამი, პრიანკა ჩოპრა ბობი დეოლი. ფილმი თვითონ კარან ჯოჰარმა დააფინანსა, როგორც პროდიუსერმა.





