ჩემი ბლოგის ძვირფასო მკითხველებო!
ამ პოსტის დაწერა გადამაწყვეტინა იმ გარემოებამ, რომ ქართულ ბლოგსივრცეში აღმოვაჩინე, რომ თურმე ჩემს ბლოგზე რაღაცეებს წერს ხალხი და მინდა მადლიერება გამოვუხატო იმათ (კერძოდ ბლოგერ ჩორვენის), ვინც თბილად მოიხსენია. არის ხალხი, ვისაც არც მოსწონს ჩემი ბლოგი. არ არის პრობლემა. სიმართლე რომ ვთქვა, არასდროს მიფიქრია იმაზე, რომ სადმე ინტერნეტ–სივრცეში ეს ბლოგი დამეპიარებინა. ეს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავს გავუკეთე, საკუთარი სიამოვნებისთვის და თუ მისამართი ვინმესთვის მიმიცია, ის ადამიანები ჩემი ძალიან ახლობელი ადამიანები არიან, და იციან ჩემი გატაცების შესახებ ამ ქვეყნით. არსად დამიპიარებია, არსად კომენტარები არ დამიტოვებია, არსად follower-ებში არ დამიფიქსირებია ჩემი ბლოგი, იმიტომ რომ გადასარევად ვიცი ქართული საზოგადოების განწყობა ინდოეთის, ინდური კულტურისა და ბოლივუდური ფილმების მიმართ. ყველაფერ იმით, რასაც ბლოგზე ვწერ, მხოლოდ საკუთარ ჭიას ვახარებ და თუ google-ში ვინმე ინდოეთს, ტაჯ–მაჰალს ან რომელიმე მსახიობის სიტყვას ჩაწერს და იქიდან შემოვა ჩემთან (რასაც რა თქმა უნდა ვაფიქსირებ), მიხარია, იმიტომ რომ ვიცი ადამიანს თემა აინტერესებს და იქნებ რამე საინტერესო ჩემთანაც იპოვოს.
სამწუხაროდ ბლოგის განახლებას და თემების შერჩევას ისეთი ინტენსიურობით ვერ ვახდენ, როგორც ვისურვებდი, მაგრამ ნებისმიერი ხელსაყრელი მომენტის დროს, როცა ამის საშუალება მაქვს, ვცდილობ დავწერო იმაზე, რაც გარკვეულწილად მეც მაინტერესებს და შესაძლოა სხვასაც დააინტერესოს, ვინც ინდოეთის შესახებ ცდილობს რამის გაგებას.
ის, რომ მე ბლოგზე ბოლივუდელ მსახიობებზე და ფილმებზე ვწერ, სულაც არ ნიშნავს, რომ არ მესმის, რა დონის ფილმებს უშვებს კინოინდუსტრიის ეს აღმოსავლური განყოფილება. მაგრამ ვიცნობ ადამიანებს, ვისაც გულწრფელად უყვარს ეს ფილმებიც. პირადად მე რაც შემეხება, შეიძლება ვთქვა, რომ მე ძველი, ძალიან ძველი ინდური ფილმების თაყვანისმცემელი ვარ და ის რაც 80–იანი წლებიდან დაიწყო ბოლივუდმა, შეიძლება უაზრო ჰოლივუდის უაზრო მიბაძვად ჩაითვალოს, იმ გამონაკლისით, რომ შეინარჩუნეს ტრადიცია და ყველა ფილმი ისევე გაჯერებულია სიმღერებით. და... სწორედ შეიძლება ეს იყოს ერთერთი მიზეზი იმისა, რომ რამე ფილმს შიგადაშიგ ვუყურო, როცა ეს სიმღერები გადის. მომწონს მუსიკა, მომწონს სიმღერები, მომწონს მილიონი ფერები და ემოციების გამომჟღავნების თავისებური სტილი. მაგრამ გემოვნებაზე არ დავობენო, ამბობენ, ხო და ნურც ნურვინ შემედავება იმაში, რაც მე მომწონს, მით უმეტეს თავს არავის არაფერს არ ვახვევ.
ახლა კი მათ საყურადღებოდ, ვინც ამბობს რომ ჩემი ბლოგი არ მოსწონს, ინდოეთი ეზიზღება და ინდური კინო კი საშინელ იდიოტობად მიაჩნია – მეგობრებო, ნუ შემოხვალთ ჩემს ბლოგზე, მე პირადად არავინ დამიპატიჟია...
ხოლო ვისაც რამე მოეწონება, ნუ დაგეზარებათ და კომენტარები დამიტოვეთ :)
ახლა კი ნაწყვეტი ერთერთი ფილმიდან, ანუ სიმღერა, რომელიც რა ვიცი, მომწონს და რა ვქნა :)
6 комментариев:
your blog very beautiful and more info,I like your blog
megat!
Thank you very much. I think you dont speak georgian language, but u say so warm words to me :)
This blog is in georgian language about India, indian culture and indoan movies and movie-stars. I just to try make popular all indian in my country - Georgia, for georgian people :)
Thank you again
vai gavwitldi!
martla zalian momwons tqveni blogi shemovdivar da sul vkitxulob!
martalia azrs ishviatad gamovtqvam magrad zalian minda indoetshi da saertod chemtvis indoeti egzotikaa, xoda aqedan mainc vigeb da vnaxulob ra da rogor aris!
zalian kargia ar shecyvitot cera!!
didi siamovnebit chagimatebdit blogrollshi magram albat es tqveni survili ar iqneba ma chanaceridan gamomdinare!!
zalian kargi blogia!!
ჩორვენი მადლობა კიდევ ერთხელ ასეთი თბილი სიტყვებისთვის. თუ გექნება აზრი და კომენტარი, შეგიძლია თავისუფლად გამოთქვა, და დამატებითაც თუ დამამატებ, მადლობის მეტი რა მექნება სათქმელი. რაც შეეხება იმას, რომ პოსტში მიწერია ჩემთვის მაქვს თქო შექმნილი, ეს იმ გაგებით, რომ არ მაქვს იმედი, რომ ბევრ თანამოაზრეს ვიპოვი ამ ქვეყანაში, ამიტომაც დავწერე, თორემ ისე ცხადია, რომ მართლა საკუთარი თავისთვის არ ვწერ :) მოკლედ მეც ჩაგამატებ, ოღონდ არ მახსოვს მაქვს თუ არა ბლოგროლი, შევხედავ და ჩაგამატებ მეც. კარგი ადამიანი ხარ!! გაიხარე. მრავალ შობას და ახალ წელს, და საუკეთესო სურვილებით!! :)
ravic mgoni amxela qalaqshi tu qveyanashi araa iqneba adamianebi visac indoeti izidavs tavisi kargitac da cuditac :)
xoda isa welcome to my blogroll!!
ხალხი როგორ არ არის, ვისაც აინტერესებს, ქალაქის გარეუბნებში განსაკუთრებით და კიდევ ის კატეგორია, ვინც ფილმებზე დადის კინოს სახლში, მაგრამ ამ ხალხში საინტერესოს პოვნაც ხო რთულია :) ერთხელ "ამირანში" ჰოლივუდის გადაღებული და აქ დაპიარებული ფილმი გადიოდა, ხო და იქ სასტავი გაიჩითა хоть стой хоть падай :) ნუ მოკლედ რაც არი არი რა :)
მადლობა ბლოგროლში დამატებისთვის, ფაქტიურად შენ პირველი ხარ ასე გამოდის, და გამოდის რომ დაპიარებაც შედის ძალაში. ღმერთია მოწამე არ ვაპიარებ, თავისით გამოდის :) მადლობაა
Отправить комментарий