გელით facebook–ზე

11.12.2008

ბოლივუდის ვარსკვლავების წარსული და ამჟამინდელი რომანები

სალმან კჰანი




სალმან კჰანს წარსულში რომანები ჰქონდა სანგიტა ბიჯლანისთან, სომა ალისთან და აიშვარია რაისთან. დღესდღეობით სალმან კჰანს სასიყვარულო ურთიერთობები აქვს ატრინა კაიფთან.


აიშვარია რაი



თავიდან რომანი ჰქონდა სალმან კჰანთან, შემდეგ ვივეკ ობეროისთან, ახლა კი აბჰიშეკ ბაჩანის ცოლია.


დიპიკა პადუკონ




მისი სახელი ოსმოდა ისეთი სახელების გვერდით, როგორიცაა ნიჰარ პანდია, რანბირ კაპური და იუვრაჯ სინკჰი. ამჯერად დიპიკა ისევ რანბირთან ერთადაა.


ბიპაშა ბასუ



დინო მორეა, მილინდ სომანი და დღესრეობით ჯონ აბრაჰამი! დადიოდა ასევე დაუდასტურებელი ჭორები ბიპაშასა და რონალდოს შესახებ, ასევე ბიპაშასა და საიფ ალი კჰანზე.


აკშაი კუმარი



თავიდან ჰყავდა პუჯა ბატრა, მერე რავინა ტანდონი, შილა შეტი და ბოლოს კაზანოვამ ცოლად ტვიკლ კჰანა მოიყვანა. დაუდასტურებელი ჭორებით აკშაის სახელს უკავშირებდნენ პრიანკა ჩოპრასაც და კატრინ კაიფსაც.



კარინა კაპური




თავის დროზე დადიოდა ჭორები კარინასა და ჰრიტიკ როშანის შესახებ, როცა ისინი იღემდნენ ფილმს Yaadein. მაგრამ უფრო დადასტურებულად ცნობილია კარინასა და შაჰიდ კაპურის ურთიერთობების შესახებ. წყვილი ახლახანს დაშორდა და კარინა ამჯერად საიფ ალი კჰანთან ერთადაა.



აბჰიშეკ ბაჩანი

ერთხელ ლამის დაქორწინდა კარიშმა კაპურზე, მაგრამ მერე მალევე გაცვალა ერთი საცოლე მეორეზე – დიპატი შარმაზე, რომელიც თავის მხრივ ასევე მალე გაქრა, და აბჰიშეკის სახელს ამის მერე პრიტი ზინტასთან ერთად მოიხსენიებდნენ. საბოლოოდ კი აიშვარია რაიზე დაქორწინდა.



საიფ ალი კჰანი



დიდი ხნის ქორწინების დასრულების შემდეგ საიფ ახალი საყვარელი როზა გაუჩნდა. მერე დადიოდა ჭორები საიფისა და ბიპაშას შესახებ, ახლა კი ზუსტადაა ცნობილი, რომ საიფ ალი კჰანს ცხოვრება ვერ წარმოუდგენია თავისი ახალი მეგობარი ქალის კარინა კაპურის გარეშე.

რანი მუკჰერჯი

არ წყდება ჭორები რანისა და რეჟისორ ადიტია ჩოპრას რომანის შესახებ. ამბობენ, რომ ადიტია უკვე ცოლსაც კი დაშორდა რანის გამო. ისე რა მოეწონა ამ კაცში რანის მაინც არ მესმის.

პრიტი ზინტა

იპოვა თავისი პრინცი – ნეს ვადია ინდოეთში ერთ–ერთი საფეიქრო სავაჭრო მარკის მეპატრონის მემკვიდრეა, რომელსაც უზარმაზარი საქმიანი იმპერია აქვს.


კატრინა კაიფი


მისს აზიის სექსუალობა 2008–ს რომანი აქვს სალმან კჰანთან.

3 комментария:

Katiée.Ge комментирует...

აიშვარია მაინც სულ სხვაა :)))

rumirumi71 комментирует...

ცოტა ასაკში შედის, აფსუს რა ქალია, მაგრამ ჯერ კიდევ მაგარ ფორმაშია :)

thea комментирует...

ყველაზე მაგარი ქალები მაინც სალმანს ყავდა და ყავს. ისე ავტორს სომი ალი გამორჩა, სწორედ აიშვარიას გამო დაცილდა სომის,მაგრამ თვითმხილველები ამბობენ, რომ სალმანი ხშირად სტუმრობს სომის ამერიკაშიან, ინარჩუნებს მასთან მეგობრულ ურთიერთობას და კალიფორნიაში სახლიც კი უყიდაო ))

ძალიან თვითმყოფადი, საინტერესო და სიმპატიური მსახიობია. რაც დრო გადის უფრო სიმპატიური ხდება.