გელით facebook–ზე

29.12.2008

კატრინამ აიშვარიას გაუსწრო

ბევრს მიაჩნია, რომ კატრინა კაიფსა და აიშვარია რაის შორის გარკვეული მტრობა შეიძლება არსებობდეს. კატრინა კაიფი ბოლივუდის ამომავალ ვარსკვლავია, რომელიც არც ისე დიდი ხანია გამოჩნდა ეკრანებზე, მაგრამ თაყვანისმცემელთა გულების მოგება უკვე მოასწრო. ეს მომხიბვლელი ახალგაზრდა ქალი მართლაც რომ შესანიშნავად გამოიყურება. როდესაც ერთერთ ფილმში კატრინა პირველად დავინახე, ვიფიქრე, რომ ეს გოგონა შეიძლება ქართველიც კი ყოფილიყო, მით უმეტეს იმ ჭორების საფუძველზე, რომ ბოლივუდელი მსახიობები ქართველი გოგონების ფილმებში გადაღებას აპირებენო.

კატრინა 1984 წლის 16 ივლისს დაიბადა ჰონგ–კონგში, ცოტა ხანი ჰავაიზეც ცხოვრობდა და შემდეგ ლონდონში გადავიდა. მას 7 და ჰყავს. მამამისი ქაშმირელია, დედა კი ინგლისელი.

აიშვარია რაი , როგორც ვიცით ბაჩანების ოჯახის რძალია. ბაჩანების ოჯახმა კი განაცხადა, რომ არანაირი მტრული დამოკიდებულება არ აქვთ სალმან ხანის მიმართ, რომელიც აიშვარიას ყოფილი ბოიფრენდია და ამჯერად კატრინასთან ერთადაა.

სულ ახლახანს კატრინამ აიშვარია კიდევ ერთ ადგილზე შეცვალა. კატრინა გახდა სავაჭრო მარკა Nakshatra–ს სახე, რომელიც მანამდე აიშვარიას განკარგულებაში იყო. ამასთანავე კატრინა საძიებო სისტემა Google–შიც ყველაზე ხშირად მოხსნებეული პიროვნება გახდა და ამაშიც გაუსწრო აიშვარიას.

მაგრამ კატრინამ განაცხადა: „ არ შეიძლება აიშვარიასთან ჩემი შედარება... აიშვარია შეუდარებელია. მე კი ვამჯობინებდი, რომ უფრო მეტი ყურადღება დავუთმო კინოკარიერს და მოუთმენლად ველი ფილმ „ნიუ იორკის“ გამოსვლას. ამ ფილმით ახალ საფეხურზე უნდა გავიდე და ასეთი როლების შემდეგ უკვე აღარავინ იტყვის, რომ მე უბრალოდ მომხიბვლელი გოგონა ვარ და მეტი არაფერი“.

აიშვარიას რაც შეეხება, ის არამარტო ბოლივუდის ვარსკვლავია, არამედ საკმაოდ მოთხოვნადი ფიგურაა დასავლურ კინოშიც.


ქვემოთ კატრინას სურათებია, და თქვენ თვიტონაც შეგიძლიათ შეაფასოთ და შეადაროთ იგი აიშვარიას. პირადად მე ჯერ–ჯერობით მაინც აიშვარიას ვამჯობინებ სილამაზითაც და მსახიობური ნიჭითაც.



8 комментариев:

მარიამ ბლანკი¹³ комментирует...

mec aishvria ufro momcons dasrulebuli da ragca zalian qaluria!
saswauli qalia!!

rumirumi71 комментирует...

უმეტესობა აიშვარიას უფრო იმიტომ ამჯობინებს ჩემი აზრით, რომ ის უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ ბოლივუდის ვარსკვლავი, როგორც მსახიობი. და რა თქმა უნდა განსაკუთრებული სილამაზისაა, მომაჯადოებელი :)

სოფო комментирует...

აიშვარია მსოფლიოში აღიარებულია , მაგრამ მე ამ გოგოს ფანი ვარ , მისი კინოები გინახავთ? ძაან საყვარელი გოგოა....

rumirumi71 комментирует...

სოფო გეთანხმები რომ კატრინა ძალიან მაგარი ქალია, თან პოსტშიც მიწერია, რომ რაღაც ქართული აქვს თითქოს, და ჭორებს თუ დავუჯერებთ კავკასიური სისხლი მართლაც აქვს:) მის მსახიობურ მონაცემებზე დიდს ვერაფერს გეტყვი, ბოლო დროს ფილმებს ნაკლებად ვუყურებ :)

სოფო комментирует...

მაგის შესახებ მეც წავიკითხე, რომ ბრიტანულ კავკასიური წარმოშობის დედა ყავს , მაგრამ კავკასიაში საქართველის გარდა კიდევ არის ქვეყნები :-)

Stranger комментирует...

Es Dzaan Magari Gogoa ......
Aishvaria Daberda :D

rumirumi71 комментирует...

აიშვარია დედოფალია, კატრინა კი ჯერ დედოფლობაზე ვერ ქაჩავს, თუმცა გეთანხმები, რომ ძალიან მაგარი გოგოა :)))

Анонимный комментирует...

The belt could be worn wherever so you can get a excellent
function out taking a cat nap or washing home.


Visit my weblog: Flex Belt Reviews