გელით facebook–ზე

27.02.2009

კაილი მინოუგი მუმბაიში ჩავიდა

გუშინ მუმბაიში ბევრისთვის საყვარელი მომღერალი კაილი მინოუგი ჩავიდა, რომელიც მონაწილეობას მიიღებს კლიპის გადაღებაში სანჯაი დატთან და აკშაი კუმართან ერთად. კაილი ქალაქში ერთი კვირის განმავლობაში დარჩება და ამ პერიოდის განმავლობაში კლიპის გადაღებებიც გაიმართება. ამბობენ, რომ კაილის 5 crores გადაუხადეს (დაახლოებით 50 მლნ რუპია) ამ კლიპში გამოჩენისთვის.

სიმღერა ლონდონში დაწერა კომპოზიტორმა რაჰმანმა მეორე დღესვე, როცა ბრიტანეთის დედაქალაქში დენი ბოილის ოსკაროსანი ფილმის „მილიონერი ჯურღმულებიდან“ (Slumdog Millionaire) პრემიერა შედგა. ოსკარი, როგორც ცნობილია, თვითონ რაჰმანსაც ერგო. კაილი მინოუგი კი მუმბაიში აკშაი კუმარს შინაც ეწვია სადილზე.



კაილი სტუმრად აკშაი კუმართან

2 комментария:

Beqa комментирует...

ეს ფილმი აუცილებლად უნდა ვნახო, გამიხარდა ინდოეთზე ფილმი რომ გავიდა :)

ჩემი ინდოეთი комментирует...

ბექა ალბათ წინა პოსტზე უნდა დაგეკომენტარებინა :) მადლობა კომენტარისთვის :):):) სამწუხაროდ შენს ბლოგზე ვერ შემოვდივარ...