გელით facebook–ზე

10.09.2009

„ვარსკვლავური ძმისშვილების“ თაობა

იმრან ხანის (აამირ ხანის ძმისშვილი) და აბჰაი დეოლის (დჰარმენდრას ძმისშვილი) შემდეგ ახალი ვასრკვლავური ნათესავის დრო დადგა. ამჯერად მიტჰუნ ჩაკრაბორტის დისშვილი დაებუუ ბანერჯი აპირებს დიდ ეკრანზე გამოჩენას. „მე ჩემმა ბიძამ (მიტხუნმა) დამლოცა და დამარიგა. როგორც ჩანს, მსახიობური ნიჭი გენებში გვაქვს“ – თქვა დაებუუმ. თავისი ფილმის დეტალების გამომზეურებას ახალბედა მსახიობი ჯერ–ჯერობით თავს არიდებს. „ეს მართლაც კარგი რამ იქნება“ – ამბობს იგი. თავისი ბიძის მსგავსად, დაებუუ აღიარებს, რომ ისიც კარგად ცეკვავს. „შემიძლია ვთქვა, ამ მხრივ საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს. მე გავიზარდე მის ფილმებზე. მიუხედავად იმისა, რომ ბიძა ბოლივუდთან იყო დაკავშირებული, ჩემი მშობლები ქალაქის ორომტრიალისგან მოშორებით ცხოვრობდნენ“.

Комментариев нет: