ვინც ელოდა, ეს დღეც დადგა. დღეს ინდოეთში ახალი ფილმის Dil Bole Hadippa–ს პრემიერის დღეა. უკვე დიდი ხანია ამ ფილმს ველით და როდის გახდება ჩვენთვის ხელმისაწვდომი ჯერ–ჯერობით ვერაფერს გეტყვით. თუმცა გლობალიზაციის პერიოდში ხელმიუწვდომელი არაფერია და სხვადასხვა საშუალებებით ჩვენამდეც ჩამოაღწევს ეს ფილმი. წარმომიდგენია რა ხდება დღეს მუმბაიში. ალბათ ყველა კინოთეატრი გადაჭედილია მაყურებლებით. როგორც მინიმუმ, ნახევარი წელია ამ ფილმზეა საუბარი. ყველას გვაინტერესებს, რა გამოუვიდა რანი მუქერჯისა და შაჰიდ კაპურის წყვილს. გთავაზობთ ვიდეო ტრაილერს ფილმის შესახებ და ეს კიდევ იუთუბის სარეკლამო საიტი, სადაც ფილმიდან უამრავ ნაწყვეტს ნახავთ: http://www.youtube.com/user/yrf
Комментариев нет:
Отправить комментарий