გელით facebook–ზე

11.10.2009

კინოთეატრ „საქართველოში“ ინდური ფილმების სეზონი გაიხსნა

11 ოქტომბერს კინოთეატრ საქართველოში ინდური ფილმების ჩვენების სეზონი გაიხნა. გახსნის ცერემონია, როგორც ორგანიზატორები დაგვპირდნენ, საინტერესო და ლამაზი იყო. კინოთეატრის ფოიეში ერთერთი ქართველი მხატვრის ნახატების გამოფენა იყო მოწყობილი, რომლის ნახატებიც ინდურ თემატიკაზე იყო შექმნილი, მათ შორის ბოლივუდის მსახიობების პორტრეტებიც, და ყველაზე მეტი პორტრეტი კი შაჰრუქ ხანის იყო. გარდა ამისა, ფილმის დაწყებამდე ჩვენების ორგანიზატორებმა რესტორან „მაჰარაჯასთან“ თანამშრომლობით, რომელიც ახვლედიანის ქუჩაზე მდებარეობს, მოსულ მაყურებლებს ნამდვილი ინდური კერძები შესთავაზეს, რამაც მოსული აუდიტორიის განსაკუთრებული ინტერესი დაიმსახურა.

კინოთეატრში შედგა ახალი მხატვრული ფილმის „ნიუ იორკის“ ჩვენება, რომელშიც მთავარ როლებს ჯონ აბრაჰამი, კატრინა კეიფი, ნილ-ნიტინ მუკეში ასრულებენ. მართალია, ფილმი კლასიკური ბოლივუდური მელოდრამის ჟანრში არ არის გადაღებული და ტრადიციული ინდური მუსიკალური ჩართვებიც ნაკლებად არის, სამაგიეროდ ჰოლივუდურ ფილმებს არაფრით ჩამოუვარდება და საკმაოდ საინტერესო საყურებელია. ამ ფილმს, ვფიქრობ სიამოვნებით ნახავდნენ არა მარტო ინდური კინოს მოყვარულები, არამედ ისინიც, ვინც მთლად ინდური ფილმების ფანები არ არიან. ამ შემთხვევაში ვიტყოდი, რომ ინგლისელი რეჟისორის მიერ გადაღებული „მილიონერი ჯურღმულებიდან“ უფრო მეტად ინდური ფილმი იყო, ვიდრე ბოლივუდური „ნიუ იორკი“. მაგრამ, როგორც უკვე ვთქვი, ფილმი საინტერესო და აზარტული საყურებელი იქნება ნებისმიერი გემოვნების ადამიანისთის.

ინდური ფილმების ჩვენების სეზონის გახსნა, რომლის განმავლობაშიც ბოლივუდის თაყვანისმცემლებს ყოველ შაბათ–კვირას ექნებათ საშუალება, რომ კინოთეატრ საქართველოში ინდური ფილმების ჩევენას დაესწრონ, მიეძღვნა ბოლივუდის ცოცხალი ლეგენდის ამიტაბჰ ბაჩანის დაბადების დღეს.

ჩვენების ორგანიზატორებს მადლობას ვუხდი იმ სასიამოვნო 3 საათის გამო, რომელიც კინოთეატრ „საქართველოში“ გავატარე.

აქვს გთავაზობთ რამდენიმე ფოტოს, რომლებიც ფოიეში ფილმის დაწყებამდე გადავიღე:

12 комментариев:

Katieé... (aka ეკა.ტერინე) комментирует...

ვაი ვაი რა გემრიელობებია, კიდევ იქნება ყველა სეანსის წინ ? :)))

სოსო комментирует...

ოოოო, სამწუხაროდ ამდენი არ ვიცი, 5 ლარიან ბილეთში არ მგონია რომ ყოველთვის ჰქონდეთ იმის შესაძლებლობა, რომ ინდური სუფრითაც გაუმასპინძლდნენ :) მაგრამ ალბათ იდეა იმაში იქნებოდა, რომ ასეთი ფილმების ჩვენების წინ რამე ინდური კაფეს მსგავსი ყოფილიყო ამ კინოთეატრში, თორემ ჩვეულებრივი კაფე კი არის. არ გამოვრიცხავ, რომ ამაზეც იფიქრონ ორგანიზატორებმა, თუკი ჩვენებებზე გუშინდელივით ანშლაგი იქნება :)

კოსმოსურ სივრცეებში.. комментирует...

kai iyo,mara piri mewveboda :D yvelaferi gavsinje da mwareebi iyo :D kartofili ro qonda shignit is momewona

სოსო комментирует...

ინდური სამზარეულოს თავისებურება ის არის, რომ ცხარეა კერძები :):):) აბა სხვანაირად ინდური არც იქნებოდა :) სამწუხაროდ მე ვერ მოვახერხე გასინჯვა და ახლა ძალიან ვნანობ, რადგან ჩემი საყვარელი ჩიქენ კარი იყო და ის კარტოფილიანი რაღაცაც მაგრამ რაზე ვფიქრობდი გუშინ არ ვიცი... წამოსვლის წინ სახლში არ უნდა მეჭამა არაფერი :) მაგრამ არა უშავს, იმედია "მაჰარაჯა" გააგრძელებს მუშაობას და ნებისმიერ დროს შევძლება იქ მისვლას და მონატრებული ინდური კერძების გასინჯვას :0

Анонимный комментирует...

avshendi, iqneba axla mainc gvqondes pativi da msoflio ekranebze gamosulma induri kinos hitebma chventanac moagwios!!!
vito chventan ar ukvart induri kino, dabali donea, arada uechveli adgili ar iqneboda darbazshi. eg filmi internetshi vnaxe da magaria dzalian. Tan seriozul temas exeba.
natia

სოსო комментирует...

ფილმი ძალიან სერიოზული და მაგარია მართლა, დარბაზს რაც შეეხება, გადაჭედილი იყო ნამდვილად და ბოლო 15 წუთი ბილეთებიც აღარ იყო დარჩენილი, დარბაზში კი ხალხი ფეხზეც იდგა....

Анонимный комментирует...

შაჰრუკ კხანის ფოტოები :უსერ:

წარმომიდგენია რა ფილმები იქნება : )

სოსო комментирует...

ეს ფოტოები არ არის, ეს ნახატებია, ზეთში შესრულებული ნახატები :) ფილმი კი ძალიან კარგი იყო, მაღალტექნოლოგიურად გადაღებული და საინტერესო :) ხო, და მძრაფრსიუჟეტიანი :)

ნინო კრავეიშვილი комментирует...

ვხედავ ინტერესი დიდი გამოუწვევია ინდური ფილმების ჩვენების დაწყებას, იმედია ეს კინოდარბაზსაც დაეტყობა...
მართლა სასიახარულოა რომ ამდენ ინდური კინოს მოყვარულს გვეღირსა და ერთი დარბაზი გვექნება სადაც კვირაში ერთხელ შევიკრიბებით და ვნახავთ ფილმს.
რაც სეეხება სიურპრიხებს იქნება როგორც გვპირდებიან...
ასე რომ 1 ნოემბერს შაჰრუჰის დაბ. დღესთან დაკავშირებით ველოდებით რაიმე საინტერესოს

სოსო комментирует...

ოოო, ძალიან კარგია ნინო, და არ გამომაპარო ინფო ამ სიურპრიზების შესახებ. ვიცი შენთანაც დაწერ და ჩემთანაც გამოვაქყვეყნებ, რომ უფრო მეტ ადამიანს ჰქონდეს ინფორმაციის მიღების საშუალება :)

giorgi комментирует...

http://georgia-zu.webs.com induri filmebi onlainSi

giorgi комментирует...

http://georgia-zu.webs.com
უახლესი ინდური ფილმები ონლაინში შემოდით და ისიამოვნეთ