გელით facebook–ზე

02.10.2009

ინდური გამოფენა დასასრულს უახლოვდება

ინდური წარმოების საქონლის გამოფენა–გაყიდვა, რომელიც მიმდინარეობს საგამოფენო ცენტრ „ექსპო–ჯორჯიაში“, 4 ოქტომბერს, კვირას დასრულდება. გაზაფხულის გამოფენისგან განსხვავებით, სამწუხაროდ, ბოლო დღის იმედი არ უნდა გვქონდეს, რომ ბოლო დღეს ყველაფერს მინიმალურ ფასებში გაყიდიან, რადგან თბილისიდან გამოფენა ერევანში გადადის და 10 დღე კიდევ იქაც გაგრძელდება, ასე რომ სავარაუდოა, რომ რაც დღეს ფასებია, იმაზე მეტი აღარ დააკლდება. ყველაფერი რა თქმა უნდა დამოკიდებულია იმაზე, რამდენად შეძლებთ თვითონ ინდოელებთან შევაჭრებას, ვისი საქონელიცაა წარმოდგენილი გამოფენაზე, მაგრამ დიდი იმედი არ უნდა გქონდეთ, რომ მაინც და მაინც 1–2 ლარში მოგცემენ იმას, რასაც 5 ლარი ადევს. შესაბამისად, დახლებზე მაინც და მაინც საქონლის რაოდენობა არ შეცოტავებულა. არჩევანი ჯერ კიდევ არის და ალბათ ბოლომდე იქნება. როგორც ერთერთი სავაჭრო ფარდულის მეპატრონე ინდოელმა მითხრა, თითო სავაჭრო წერტილში 3000 დოლარს ვიხდითო. რამდენად შეესაბამება სიმართლეს არ ვიცი, მაგრამ მიზეზი საკმაოდ არგუმენტირებულად მომეჩვენა, თუ რატომ არ აკლებენ კიდევ ფასებს. არა და ის, რა ფასებიც აქ ადევს გამოფენაზე, თვითონ ინდოეთში ეს საქონელი ამ ფასის მესამედიც კი არ ღირს. ერთი სიტყვით, დარჩენილ 2–3 დღეში ვისაც წასვლის სურვილი აქვს, სარფიან ვაჭრობას გისურვებთ :)

სხვა სტატიები ამ თემაზე:
*
გამოფენა The Best of India გაიხსნა
*
ინდური გამოფენის გახსნა 1 კვირით გადაიდო
* სექტემბერში კიდევ ერთი ინდური გამოფენა გველის
* ინდური გამოფენა თბილისში
* ჩემი ინდოელები „ჯანდაბაში“ წავიდნენ

8 комментариев:

მარიამ ბლანკი¹³ комментирует...

da isev gulisrevamde bevri xalxia??
ai eg mklavs ra!

rumirumi71 комментирует...

კი ხალხი ბევრია ისევ და ცოტა მიკვირს, იმიტომ რომ რეკლამა მარტო კავკასიაზე გადის :) არის ასეთი მცნება "цыганская почта" და ეტყობა ინდურ გამოფენასთან დაკავშირებით რაღაც მსგავსი მოქმედებს, ნუ თუ რა თქმა უნდა არ ჩავთვლით უანგარო "რეკლამას" ჩემს ბლოგზე :)

რამაზ გიგაური комментирует...

დღეს ვიყავი და ჩაი ვიყიდე, რაღაც აქსესუარებიც. ნუ დამიკლეს ცოტ–ცოტა ყველაფერზე. ჩაის არ დააკლეს. შავი ჩაი 5 ლარი ღირდა, მწვანე – 10 ლარი.

ესეც ზაქირ ჰუსეინი და სურეშ ვადკარი :)
http://www.youtube.com/watch?v=J0mruiOD_WM&feature=related

Katiée.Ge комментирует...

3000 $ თითო მაგიდაზე??? აუფ...

მაგრამ ისე ისეთ ტემპით გაიყიდა, სანამ ერთ წრე დავარტყი, ნახევარი დამხვდა იმ შარფებიდან, რაც მომეწონა. მაინც მოვახერხე და 7-8 ცალი შარფი ვიყიდე :ხამისმაილიკი: :D
ისე მართლა გულისრევამდე ბევრი ხალხი იყო, თან შაბათს ვიყავი, როცა ყველამ მოიცალა... არ მეგონა ამხელა გამოფენა თუ იყო :) მადლობა რომ ინფორმაცია გაავრცელე :)

Unknown комментирует...

ეჰ, საწყენია რომ ასე მალე გავიდა ეს დღეები, მხოლოდ სამჯერ მოვახერხე მისვლა და რავიცი, მიუხედავად იმისა რომ ბევრი რამ, რასაც ველოდი, არ იყო, მაინც კმაყოფილი დავრჩი...
იმედია მომავალი გამოფენა უფრო მრავალფეროვანი იქნება...
გზა მშვიდობისა ვუსურვოთ ჩვენს "მეგობრებს"

rumirumi71 комментирует...

ყველას მადლობა კომენტარებისთვის :)
ხო ეკა.ტერინე ასე მითხრა იცი რომელმა კაცმა, პირსახოცებს რომელიც ყიდდა, მაგან. ვევაჭრე მეთქი 16 ლარი 2 ცალი ძვირია თქო, დარწმუნებული ვარ დელიში 100 რუპიაზე (2,5 დოლარი) მეტი არ ღირს მეთქი და სწორია, გამოიცანიო, 100 რუპია ღირსო, მაგრამ გზა დიდია და ძვირიო, აქ დახლებშიო 3000 ვიხდით თითო კაციო და ამას მოაყოლა, მაგრამ მაინც ვიყიდე 2 ცალი 15–ად მომცა :) შეიძლება შაბათ–კვირას ყველაფერი გაიაფდა კიდევ, მაგრამ ძალიან არ გააიაფებდნენ, რადგან ერევანში მიდიოდნენ. გაზაფხულზე ბოლო დღეს ყველა დახლი ცარიელი იყო, ავეჯიც კი მთლიანად გაყიდეს მაშინ. ახლა არ ვიცი... ვეღარ წავედი ბოლოს...

ნინო შენც მართალი ხარ, რომ მრავალფეროვნებით ვერ გამოირჩეოდნენ, საერთოდ არ ჰქონდათ არც სანელებლები და არც ისეთი რაღაცეები, რასაც ველოდი, არც იმ ჩაიმ დამაინტერესა, იქ რომ ვნახე, რადგან უმაგრესი ჩაია თვითონ ინდოეთში, ამათ კი აშკარად დაეზარათ. ეტყობა ჰგონიათ, რომ მაინც და მაინც იაფიანი უნდა ჩამოიტანონ.. იემდია მომავალში უკეთესი ექნებათ, ან არა და დავირაზმოთ და მუმბაი–დელისკენ ჰერი ჰერიი :):):):) (მაპატიეთ, გავაფრინე მგონი) :):)

რამაზ გიგაური комментирует...

სოსო, გააფრინე კი არა ვემზადები გულიანად. ერთი ჩემი ნაცნობი დადის ხოლმე უკრაინიდან ინდოეთში, ჯოიტიშია და ის მაგულიანებს. 600 დლარი ღირს ბილეთი და იქ ცხოვრება კი იცი იაფია. მაგრამ... ნუ, ფული რომ მექნება ყოველ მიზეზის გარეშე წავალ

მაინცამოვთხრისსმაილიკი :)

rumirumi71 комментирует...

geoastrolog უკრაინიდან და რუსეთიდან შეიძლება ღირს ბილეთი 600 დოლარი, მაგრამ აქედან ნამდვილად არ ვიცი. თურქიშით 2007–ში 950$ დამიჯდა, და მას მერე აღარც ვკითხულობ რა ღირს... თუ რამე მოკლე და იაფი გზა იცი, მადლობელი დაგრჩები, თუ გამაგებინებ :) ამ ზაფხულს გადავქექე მთელი ინტერნეტი, მაგრამ იაფი ბილეთებივერსად ვნახე... ეს გზა რომ არ იყოს ასეთი ძვირი, წელიწადში 2–ჯერ ვივლიდი :)