ყოველწლიურად 15 აგვიტოს ინდოეთი ერთერთ ყველაზე დიდ დღესასწაულს – დამოუკიდებლობის დღეს (Independence Day in India) – დიდი ბრიტანეთისგან ინდოეთის დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეს დღე 1947 წლიდან აღინიშნება.
1947 წლის 15 აგვისტოს ძალაში შევიდა ინდოეთის დამოუკიდებლობის აქტი (Indian Independence Act) და დელიში, წითელი ფორტის თავზე ინდოეთის პირველმა პრემიერ–მინისტრმა ჯავაჰარლალ ნერუმ უამრავი ადამიანის თანდასწრებით დამოუკიდებელი ინდოეთის სამფერიანი დროშა აღმართა. ამ მოვლენით ქვეყნის ისტორიაში ახალი ეტაპი დაიწყო.
დროშის აღმართვის ცერემონია ამ დღეს ქვეყნის მრავალ ქალაქსა და სოფლებშიც კი ტარდება. ადგილობრივი პოლიტიკური მოღვაწეები სიტყვით გამოდიან, რომლითაც აუდიტორიას მოკლე ისტორიული ექსკურსის შემდეგ ახსენებენ, რა რთული გზის გავლა მოუწია ინდოეთს, სანამ თავისუფლებას მიაღწევდა. საზეიმო ღონისძიებებს სამთარვობო დაწესებულებებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციებიც აწყობენ.
1950 წელს ინდოეთის რესპუბლიკად გამოცხადებამდე დამოუკიდებლობის დღე ერთადერთი საერთოეროვნული დღესასწაული იყო, როდესაც ყველა სამთავრობო, კერძო და სავაჭრო დაწესებულებაში დასვენების დღეა გამოცხადებული მთელი ქვეყნის მასსშტაბით.
დღეისთვის დამოუკიდებლობის დღემ პირველობა რესპუბლიკის დღეს დაუთმო, მაგრამ ამის მიუხედავად ეს დღე მაინც მასობრივი ზეიმის დღედ რჩება. ზეიმობს ქვეყნის ყველა მოქალაქე ეროვნებისა და რელიგიისადმი კუთვნილების მიუხედავად. ეს დღე დემოკრატიული ინდოეთის ერთიანობის განმტკიცების, თემთა შორის უთანხმოებების და ფეოდალური გადმონაშთების გადალახვის საერთოეროვნულ სიმბოლოდაც ითვლება.
ვიდეო: ინდოეთის ეროვნული ჰიმნი
Комментариев нет:
Отправить комментарий