გელით facebook–ზე

27.08.2011

საქართველომ და ინდოეთმა ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 24 აგვისტოს დელიში ხელი მოეწერა შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ.

საქართველოს მთავრობის სახელით შეთანხმებას ხელი მოაწერა ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ზურაბ კაჭკაჭიშვილმა, ხოლო ინდურ მხარეს წარმოადგენდა ინდოეთის რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს პირდაპირი გადასახადების ცენტრალური საბჭოს დავმჯდომარე, მ.ჩ. ჯოში.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, შეთანხმება ხელს შეუწყობს ინდოეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას, წაახალისებს ინვესტიციებს და უზრუნველყოფს ორი ქვეყნის საგადასახადო უწყებებს შორის ინფორმაციის ეფექტურ გაცვლას.


სხვა სტატიები ამ თემაზე:
ინდოეთში საქართველოს ელჩად ზურაბ კაჭკაჭიშვილი დაინიშნება
საქართველო-ინდოეთის ურთიერთობის ისტორიიდან
გრიგოლ ვაშაძემ ინდოეთის ელჩი მიიღო
ინდური გამოფენის გახსნა 1 კვირით გადაიდო
სექტემბერში კიდევ ერთი ინდური გამოფენა გველის 
ინდური გამოფენა თბილისში
 

Комментариев нет: