რამდენიმე თვის წინ პაკისტანის ტელევიზიის პირდაპირ
ეთერში დაპირისპირება მოხდა მსახიობ ქალს ვინა მალიქსა და ადგილობრივ მოლას შორის.
დაპირისპირების მიზეზი ის გახდა, რომ მალიქმა მონაწილეობა მიიღო პოპულარულ ინდურ ტელეშოუში
Bigg Boss, რომელიც შოუ Big Brother–ის ინდური ვერსიაა. სატელევიზიო ტოკ–შოუში მოლამ
მსახიობის ქმედება დაგმო და განუცხადა, რომ მან პაკისტანი შეარცხვინა და რომ სრულიად
პაკისტანის მოსახლეობა მის აზრს იზიარებს. მოლამ ასევე განაცხადა, რომ პირადად ინდური
ტელეშოუ არ უნახავს, მაგრამ იცის ყველაფერი, რაც იქ ხდებოდა.
ვინა მალიქი საკმაოდ ემოციურად პასუხობდა მოლას შენიშვნებს
და დარიგებებს, რა დროსაც განუცხადა მას, რომ მოლა უფლის სახელით სქესის შევიწროებას
ახდენს. მისივე თქმით, რელიგიური მოღვაწეებს თუ ისლამის დაცვა სურთ. უამრავი სხვა სფეროა,
სადაც მათ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა შეუძლიათ და ნუ დაკარგავენ დროს მსახიობის
ქმედებების კრიტიკაზე. მისი თქმით, პაკისტანის მოსახლეობის ცხოვრებაში უამრავი სხვადასხვა
სფეროა, რომლებიც გამოსასწორებელია და გაუმჯობესებას საჭიროებენ, იმის ნაცვლად, რომ
სასულიერო პირებმა მსახიობი ამორალურ ქმედებებში დაადანაშაულონ.
სულ ახლახანს კი ვინა მალიქი ახალ სკანდალში გაეხვა,
რაც ალბათ მის მოწინააღმდეგე ფუნდამენტალისტ მორწმუნეებს ახალ არგუმენტებს მისცემს
ხელთ ახალგაზრდა მსახიობის წინააღმდეგ. ჟურნალ FHM–ის ინდური გამოცემის დეკემბრის ნომერში
ვინა მალიქის შიშველი ფოტოსესია გამოქვეყნდა, სადაც პაკისტანელი ლამაზმანი „ევას კოსტუმში“
პოზირებს, ხოლო მის მკლავს პაკისტანის სადაზვერვო სამსახურის ISI–ის ინიციალების ტატუ
ამშვენებს.
როგორც ცნობილია ინდოეთი და პაკისტანი დიდი ხანია მტრულ
დამოკიდებულებაში არიან მას შემდეგ, რაც 1947 წელს ინდოეთმა დამოუკიდებლობა მოიპოვა.
მთელი ამ დროის განმავლობაში ეს ორი ქვეყანა სამჯერ იმყოფებოდა საომარ მდგომარეობაში
ერთმანეთთან, ხოლო ინდური მხარე ISI–ის მრავალჯერ ადანაშაულებდა ინდოეთის ტერიტორიაზე
მომხდარი ტერაქტების დაფინანსებაში.
რა ელის ვინა მალიქს ამ ფოტოსესიის გამო და უნდა ეშინოდეს
თუ არა მას მორიგი შეტევისა ისლამისტი ფუნდამენტალისტების მხრიდან, ამ კითხვაზე ვინამ
მყისიერად განაცხადა, რომ გამოცემას სასამართლოში უჩივლებს, რადგან მას არა თუ არასდროს
არ ჰქონია მსგავსი ტატუ სხეულზე, არამედ იმის გამოც, რომ არცერთი გამოცემისთვის შიშველ
ფოტოსესიაში მონაწილეობა არ მიუღია. ჯერჯერობით მოვლენები ასე ვითარდება და უცნობია
რა მოჰყვება ამ ყველაფერს, თუმცა ისიც გაურკვეველია, თუ ფოტოზე ვინა არ არის გამოსახული,
მაშინ ვისი სურათებია?...
1 комментарий:
ux ra magari qalia!!!
Отправить комментарий