ინდოეთის ხელისუფლებამ
60 მილიონი რუპია (1 მილიონ აშშ დოლარზე ოდნავ მეტი) გადაიხადა დოკუმენტების კოლექციაში,
რომელიც რამდენიმე ათას წერილს, სხვადასხვა დოკუმენტებს და სურათებს შეიცავს, და რომელთაგან
ყველა დაკავშირებულია ინდოეთის ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერთან მაჰათმა
განდისთან.
არქივი გასაყიდად
უნდა გაეტანათ Sotheby's აუქციონზე 10 ივლისს, მაგრამ ინდოეთის ხელისუფლება აუქციონს
არ დაელოდა და ყველა დოკუმენტი იყიდა, რომლებიც ამიერიდან ინდოეთის ეროვნულ არქივში
იქნება დაცული.
დოკუმენტები გერმანელი
არქიტექტორის ერმან კალენბახის ოჯახს ეკუთვნოდა. კალებნახმა განდი 1904 წელს გაიცნო
სამხრეთ აფრიკაში, იგი აღფრთოვანებული იყო განდის იდეებით და მას დახმარებასაც უწევდა.
1915 წელს განდი აფრიკიდან ინდოეთში დაბრუნდა, მაგრამ მეგობრები მიმმოწერას განაგრძობდნენ.
ინდოეთის ხელისუფლების
აზრით, კალენბახის არქივი ექსპერტებს საშუალებას მისცემს ახალი ინფორმაცია შეიტყონ
მაჰათმა განდის აფრიკაში ცხოვრების პერიოდზე.
Комментариев нет:
Отправить комментарий