გუშინ ინდოეთში
დასრულდა საპრეზიდენტო არჩევნებზე მიცემული ხმების დათვლა. როგორც მოსალოდნელი იყო,
არჩევნებში მმართველი კოალიციის კანდიდატმა პრანაბ მუკერჯიმ გაიმარჯვა. პრეზიდენტის
თანამდებობა ინდოეთში ცერემონიალურ თანამდებობად ითვლება, მაგრამ იმის გამო, რომ ქვეყნის
წამყვანი პარტიები გავლენას კარგავენ, პრეზიდენტის თანამდებობას ბოლო დროს გაცილებით
მეტი მნიშვნელობა ენიჭება, ვიდრე ეს ადრე იყო ჩვეულებრივ სიტუაციაში. თუმცა, როგორც
ექსპერტები ფიქრობენ, კონსტიტუცია პრეზიდენტს თავისი უფლებამოსილებების გადამეტების
საშუალებას არ მისცემს.
მმართველი კოალიციის
წამყვანი პარტია „ინდოეთის ნაცილონალური კონგრესი“–ს ვეტერანი, 76 წლის პოლიტიკოსი
პრანაბ მუკერჯი უკვე მრავალი ათეული წლის განმავლობაში პოლიტიკური ბრძოლის ეპიცენტრში
იმყოფებოდა, მიუხედავად იმისა, კონგრესი იყო ხელისუფლების სათავეში თუ ოპოზიციაში.
მუკერჯის სხვადასხვა დროს ეკავა საგარეო საქმეთა მინისტრის, თავდაცვის მინისტრის და
უშუალოდ არჩევნების წინ კი ფინანსთა მინისტრის პოსტები. ითვლება, რომ ამ უწყების ხელმძღვანელი
სამთავრობო იერარქიაში მეორე ადგილზე დგას პრემიერ–მინისტრის შემდეგ.
ინდოელი მიმომხილველები
წერენ, რომ მუკერჯის პრემიერ–მინისტრის პოსტზეც შეეძლო განეცხადებინა პრეტენზიები.
1984 წელს, როდესაც ინდირა განდი მისი დაცვის თანამშრომლებმა მოკლეს, მუკერჯი მთავრობის
მეთაურის პოსტზე ერთერთ შესაძლო კანდიდატად განიხილებოდა. თუმცა მაშინ არჩევანი ინდირა
განდის ვაჟზე რაჯივ განდიზე შეაჩერეს.
მიმომხილველებს
მიაჩნიათ, რომ მუკერჯის კორუფციული სკანდალები არ შეხებია და ამ მხრივ „სუფთა“ პოლიტიკოსად
დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ კორუფციამ უდიდესი ზიანი მიაყენა „ინდოეთის ნაციონალური
კონგრესის“ რეპუტაციას ბოლო წლებში. „მუკერჯის რეპუტაცია უმწიკვლოა“, – წერს Hindustan
Times. სწორედ ამის გამო გამოცდილ პოლიტიკოს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია
ქვეყნისთვის რთულ პერიოდში.
ინდოეთში სახელმწიფოს
მეთაურს მოსახლეობა არ ირჩევს. არჩევნებში საარჩევნო კოლეგიის წევრები მონაწილეობენ.
კოლეგია შედგება ცენტრალური პარლამენტის არჩეული წევრებისა და შტატების საკანონმდებლო
ორგანოების წევრებისგან. სულ არჩევნებში მონაწილეობა უდა მიეღო 4896 დეპუტატს.
Комментариев нет:
Отправить комментарий