გელით facebook–ზე

30.09.2012

დოლარებიანი მილიარდერები ღატაკ ქვეყნებში. ინდური „საქველმოქმედო კაპიტალიზმი“

სტატიის ორიგინალი:  Dollar Billionaires in Poor Countries: India’s "Philantrocapitalism"

გლობალური ფინანსური კრიზისის დროს, როცა უამრავი ადამიანი ფინანსური სირთულეების გამო იატნჯება, ქვეყნების დიდი ნაწილში დოლარებიანი მილიარდერების რაოდენობის ზრდა შეინიშნება. იმ პირების რაოდენობა, „ვისაც მნიშვნელოვანი საკუთარი კაპიტალი“ გააჩნია ინდოეთში, ბოლო წლების განმავლობაში თითქმის გაორმაგდა. ამის შესახებ საუბარია Capgemini and Merrill Lynch Wealth Management–ის ანგარიშში. 2008–2009 წლების განმავლობაში ინდოეთში 84 ათასი ასეთი მესაკუთრე იყო. 2010 წელს მათი რაოდენობა 50%–ით გაიზარდა – ეს ყველაზე დიდი ზრდაა ყველა ქვეყნებთან შედარებით.

დოლარებიანი მილიარდერების 2010 წლის სიაში  ინდოეთს მესამე ადგილი ეკავა – 69 ადამიანი, ჩინეთის (128) და აშშ–ის (403) შემდეგ. მაგრამ Forbes აღნიშნავს, რომ ინდოეთის 100 ყველაზე მდიდარი ადამიანის ქონება ერთიანობაში „ღირს“ 276 მილიარდი დოლარი, ხოლო ჩინეთის 100 ყველაზე მდიდარი ადამიანის ქონება – 170 მილიარდი დოლარი. ინდოეთის სამი ყველაზე მდიდარი ადამიანი ერთდროულად აღებული ჩინეთის 24 ყველაზე მდიდარ ადამიანზე მდიდარია.

არგუმენტების საძიებლად შორს სიარული საჭირო არ იქნება: მუმბაიში 30 მდიდრული ცათამბჯენი აშენდა. მათი მაცხოვრებლებისთვის რაც უფრო მაღალია, მით უკეთესი, რადგან ეს მათ რეალურ ინდოეთს აშორებს, რომელიც იქ, დაბლა მდებარეობს – სარკინიგზო ხაზები, დაბალი სახლები, ავტომანქანების მჭიდრო ნაკადი და ქალაქის მოსახლეობის 55%, რომელიც ჯურღმულებში ცხოვრობს დღესაც. ადამიანები 2 მილიონ დოლარს იხდიან დიზაინერულ ბინაში, საკუთარი კინოთეატრით, აუზით, პროჟექტორებით განათებული საჩოგბურთო კორტით და უმაღლესი დონის დაცვის სამსახურით. ქალაქის მშენებლები ამბობენ, რომ ყოველწლიურად ქალაქში 30–40 ათასი ახალი სახლი შენდება, რომელთა კატეგორია მილიონ დოლარს აღემატება.


ასეთი სიმდიდრე შეუმჩნეველი არ რჩება. დიდ ბრიტანეთში უკვე ეჭვქვეშ აყენებენ გადაწყვეტილებას ყოველწლიურად ინდოეთისთვის დაახლოებით 460 მილიონი დოლარის გამოყოფის თაობაზე, რის გამოც ინდოეთი ბრიტანული დახმარების მიმღები ყველაზე მსხვილი ბენეფიციარია. უკვე ბევრი რიგითი ბრიტანელი სვამს კითხვას, სამართლიანია თუ არა ასეთი თანხების გამოყოფა დაჩაგრული ბრიტანელი გადასახადების გადამხდელების მიერ ისეთი ქვეყნისთვის, რომელსაც ასეთი სიმდიდრით შეუძლია დაიკვეხნოს, მიუხედავად იმისა, რომ ეს სიმდიდრეები ინდოეთში ძალიან კონცენტრირებულია.

ქვეყნის სიმდიდრეების გადაქაჩვა

ყველაზე გულის გასახეთქი კომენტარი ინდოეთთან დაკავშირებით ფრანგმა ავტორმა დომინიკ ლაპიერმა დაწერა, რომლის საავტორო ჰონორარიც წიგნისთვის „სიხარულის ქალაქი“ ინდოეთში გაჭირვებულთა ფინანსური დახმარების პროგრამას გადაეცა. ლაპიერი გაკვირვებული იყო ძუნწობით და კორუფციით, რასთანაც მას მოუწია შეჯახება.

არაკომერციული ორგანიზაცია „წარმატების ხელშეწყობის ქალაქი“ კლინიკების ქსელს, რეაბილიტაციის ცენტრებს და სანიტარულ დაწესებულებებს მართავს. ინდოეთში ორგანიზაცია 14 პროექტს ახორციელებს, უმეტესწილად სანდერბასის რაიონში. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, უფასო მედიკამენტების 90% მოიპარეს დელიდან კალკუტისკენ მიმავალ გზაზე, და შედეგად, ორგანიზატორებს ამ მედიკამენტების ყიდვა უკვე ბაზარზე მოუწიათ მაღალ ფასებში.

რამდენიმე წლის წინ ლაპიერმა დელიში ნდობის ფონდი შექმნა, რომელიც გასცემს სერტიფიკატს, რომლის მფლობელიც გადასახადებისგან თავისუფლდება შემოწირულობებთან დაკავშირებით. მაგრამ ლაპიერი დიდ იმედგაცრუებას გამოხატავს, რომ ფონდმა ვერანაირი დაფინანსება ვერ მიიღო გავლენიანი ინდოელებისგან, რომლებიც სულაც არ ჩქარობენ, რომ თავიანთ ღატაკ თანამოქალაქეებს დაეხმარონ.

როგორც ჩანს, საქმე უფრო პირიქითაცაა. ინდოეთის ქონების დიდი ნაწილი შვეიცარიის ბანკებშია თავმოყრილი, ხოლო უბრალო მოქალაქეებს მოპარეს ცხოვრების დონე, რაზეც მათ ახლა მხოლოდ ოცნებაღა დარჩენიათ. ზოგიერთი მონაცემებით, ეს შეიძლება იყოს 7 მლნ 280 ათას კრორზე მეტი ინდური რუპია, ანუ დაახლოებით 1,6 ტრილიონი დოლარი. შვეიცარიის ბანკების ასოციაციის მონაცემებით, 2006 წელს ინდოეთს უფრო მეტი იატაკქვეშა ფული ჰქონდა, ვიდრე მთელ დანარჩენ სამყაროს ერთად აღებულს – ეს თანხა ინდოეთის ეროვნულ ვალს 13–ჯერ აღემატება. Global Finance Integrity აღნიშნავს, რომ ქონების გადინებამ ხელი შეუწყო მდიდრებსა და ღატაკებს შორის უფსკრულის გაღრმავებას და ამტკიცებს, რომ ამაში ძირითადად, ბრალი მიუძღვით კერძო ორგანიზაციებს და ყველაზე მდიდარ ადამიანებს.

კონტრასტულად გამოიყურება თანხების ოდენობა, რაც ქველმოქმედების მიზნით გამოიყოფა. საკონსულტაციო ფირმა Bain–ის მონაცემებით, ქველმოქმედებისთვის გამოყოფილი თანხების ოდენობა ქვეყნის შიდა ეროვნული პროდუქტის მხოლოდ 0?6%–ს აღწევს. ეს არც ისე ბევრია, თუ შევადარებთ, მაგალითად, მსგავს შემოწირულობებს საქველმოქმედო მიზნებზე აშშ–სა და დიდ ბრიტანეთში., მაგრამ ინდოეთში უკეთესი მდგომარეობა ამ მხრივ სხვა განვითარებად ქვეყნებთან შედარებით, მაგალითად, ბრაზილიასა და ჩინეთთან შედარებით. აშშ–ში საქველმოქმედო საჩუქრების 75% კერძო პირების და კორპორაციებისგან მოდის, მაშინ, როდესაც ინდოეთში კორპორაციული შემოწირულობები მხოლოდ 10%–ს შეადგენს. 65%–ს ინდოეთის ცენტრალური და შტატების მთავრობები იხდიან, დანარჩენ შემოწირულობებს კი უცხოური ორგანიზაციები იძლევიან. ინდოეთის 30 მილიონერზე ჩატარებული ანალიზის შედეგად, ფირმა Bain აღნიშნავს, რომ საშუალოდ ისინი საკუთარი სუფთა მოგების ¼ პროცენტს გასცემენ სოციალური და საქმელმოქმედო მიზნებისთვის.

მაგრამ ეს ყველაფერი არ ნიშნავს, რომ ქველმოქმედება ინდოეთში არ არსებობს. არც მთლად ასეა საქმე. შემოწირულობების გაღების ნათელი მაგალითია ვინეტ ნაიარის საჩუქარი 30 კრორი ინდური რუპიის ოდენობით (7 მლნ. დოლარზე ოდნავ მეტი) სოციალური უზრუნველყოფის ფონდ Essel–ს. როჰინი ნიკელანიმ კი მრავალი წლის განმავლობაში 40 მილიონ დოლარზე მეტი გადარიცხა სხვადასხვა მიზნებისთვის, რომლებიც სოციალური პრობლემების მოგვარებაზე იყო მიმართული, და არა მარტო ამ პრობლემების სიმპტომების გაქრობაზე. მისი ყველაზე დიდი შემოწირულობა გადაეცა ფონდ Arghyam–ს ბანგალორში, რომლის მიზანიც იყო სუფთა წყლის გამოყენების და ჰიგიენის წესების დანერგვის მცდელობა 800–მდე სოფელში. ქველმოქმედება ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე დადებითი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია და ეს მოქმედებს კიდეც.

საქველმოქმედო კაპიტალიზმი: პლასტირი  ღია ჭრილობაზე

სინამდვილეში კი, სიღატაკის და სოციალური უთანასწორობის შესამცირებლად საჭიროა ისეთი ზომების მიღება, როგორიცაა გადასახადების სისტემის სწორად გამართვა, ეფექტური სოციალური უზრუნველყოფა და ნამდვილი ეკონომიკური დემოკრატია საერთო ქონების ფორმების მეშვეობით. ამის გარეშე პრობლემების მოგვარება დამოკიდებული ხდება კაპიტალისტების შემოწიტულობებზე და ზოგიერთი მათგანი შერჩევითად იმოქმედებს. მაგალითად, ბილ გეითსის კრიტიკოსები ამბობენ, რომ მისი ფონდი ხშირად მისივე კომერიუცლ ინვესტიციებს ეხმარება. იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფო ხაზინაში გადასახადები გადაიხადოს, იგი თავის მოგებას ქველმოქმედებაში იხდის იქ, სადაც ამას ეკონომიკური სარგებელი შეიძლება ჰქონდეს, მაგალითად, მხარს უჭერს გენმოდიფიცირებული პროდუქტების მოყვანას აფრიკაში ან მაღალტექნოლოგიური დაპატენტებული წამლების გამოშვებას. „შემოწირულობები“ ხშირად შესანიღბად გამოიყენება იმ შემთხვევაში, როცა თანხებს საყვარელი პროექტების  განხორციელებაზე და „ჩვეულებრივი ბიზნესის“ კეთებაზე მიმართავენ ხოლმე, როცა მდიდარი კორპორაციები ფულს იმისთვის იღებენ, რომ სამყარო თავიანთი შეხედულებების მიხედვით და საკუთარი მოგების მიზნით მოაწყონ. თვალთმაქცურ ქველმოქმედებას უბოროტესი მოტივებიც შეიძლება ჰქონდეს, ისევე, როგორც ზოგიერთი მთავრობა გამოყოფს თანხებს „განვითარების ხელშეწყობის მიზნით“, რომლებიც სინამდვილეში „ქველმოქმედთა“ გეოპოლიტიკური ინტერესების დაკმაყოფილებას ემსახურება, და საბოლოო ჯამში ბენეფიციარ სახელმწიფოს უქმნის პრობლემებს. ქველმოქმედება კაპიტალიზმს არანაირად არ ეწინააღმდეგება და მეტწილად მისი განუყოფელი ნაწილიცაა. კაპიტალიზმის მიზანია კაპიტალის გამრავლება და დაგროვება, მაგალითად, სახელმწიფო აქტივების პრივატიზაციის გზით, ფინანსური სექტორის დელეგირების საშუალებით, სუბსიდიების და ისეთი პოლიტიკის გამოყენებით, რომელიც ხელს უწყობს მდიდრებს, აქციონერებისთვის მაქსიმალური მოგების უზრუნველყოფის გზით და სამუშაო ძალის ღირებულებაზე წნეხის თანდათანობით შემცირებით.

კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი ხა ჩჟუნ ჩანი ამბობს, რომ ეკონომიკა უკვე აღარ არის სოციალური მეცნიერება, და რომ ის თამაშობს ისეთ როლს, როგორიც კათოლიკურ ეკლესია ჰქონდა შუა საუკუნეების ევროპაში. თავისი არსით, ეკონომიკური ნეოლიბერალიზმი წარმოადგენს საერო თეოლოგიური თეორიას სახელმწიფო სისტემის გასამართლებლად, იმ იმედით, რომ რამდენიმე წვეთი ძაბრის ვიწრო ყელში გააღწევს და მოსახლეობის მასებს დაამშვიდებს. ამ ყელის უმნიშვნელო გაფართოება გარყვნილი სისტემის საფუძველს არანაირად არ აზარალებს.

მაგალითად, წარმოიდგინეთ, რომ ინდოეთში ყოველი მეოთხე ადამიანი შიმშილობს და ყოველ მეორე ბავშვს საკმარისი წონა არ აქვს, სუსტია და გათანგული. ეკოლოგი ვანანდა შივა ამტკიცებს, რომ შიმშილი გლობალური სასურსათო ინდუსტრიის და ინდუსტრიულ სოფლის მეურნეობაში კაპიტალჭარბი და ქიმიურად გაჯერებული მონოკულტურების  სისტემის განვითარების კონსტრუქციის სტრუქტურული ელემენტია. შიმშილის პრობლემის ხანგრძლივვადიანი მოგვარება დამოკიდებულია უარის თქმაზე სურსათის ცენტრალიზებული, გლობალურ სისტემისთვის, რომელსაც ერთი მუჭა კორპორაციები აკონტროლებენ, და ამის მაგივრად ალტერნატივების შექმნის დაწყებაზე.

უთანასწორობა საცხოვრებელთან, შემოსავლებთან და ჯანდაცვასთან მიმართებაში, შიმშილი და სიღატაკე იმ პროცესის განუყოფელი ნაწილებია, რომელიც ელიტის მიზნებს ემსახურება – მსოფლიო ბანკს და კორპორაციებს, რომლებიც ვმო–ში „გლობალიზაციის“ პროგრამის მიღებას ცდილობენ. ვერანაირი ქველმოქმედება, იმის მიუხედავად, თუ რა იგულისხმება ამ სიტყვის უკან, ვერ გამოასწორებს იმ კაპიტალისტური სისტემის დამანგრეველ ქმედებას (და მასობრივ კორუფციას), რომელსაც მიეკუთვნებიან ინდოეთის ეკონომიკური და პოლიტიკური ლიდერები.

სხვა სტატიები ამ თემაზე:
ყველაზე ძვირადღირებული სახლი მსოფლიოში

1 комментарий:

სოფი שרה Golden комментирует...

ხო, საერთოდ, რაც უფრო ღატაკია ქვეყანა, მით უფრო მეტი მილიონი აქვთ მდიდრებს და სასწაულად ნერვებისმომშლელი რამეა :/