The Daily
Telegraph–ის ცნობით ინდოეთში აიკრძალა ნებისმიერი სახის პლასტიკური შეფუთვის გამოყენება,
შენახვა, გაყიდვა და წარმოება. თუმცა ამ აკრძალვას კანონის სახე ჯერჯერობით მხოლოდ
ინდოეთის ერთერთი მეგაპოლისის – დელის ტერიტორიაზე აქვს. ადგილობრივი ადმინისტრაციის
ერთერთი წარმომადგენლის თქმით, ხელისუფლება დათმობაზე წასვლას და გამონაკლისების დაშვებას
არ აპირებს.
პლასტიკატი მსოფლიო
საზოგადოებამ უკვე შერაცხა ეკოლოგიურ კატასტროფად. ამ სინთეტიკური მასალების გამო ხდება
საქალაქო კანალიზაციის დაბინძურება და ყველაფერთა ერთად ეს მასალა ბიოლოგიურ ხრწნას
არ ექვემდებარება, რაც ეკოლოგიურ მდგომარეობას მკვეთრად აუარესებს. სასჯელის სახით
დაწესებულია ჯარიმა 100 ათას რუპიამდე (დაახლოებით 2000 აშშ დოლარი) ან თავისუფლების
აღკვეთა ციხეში 5 წლამდე ვადით.
აღსანიშნავია,
რომ დელიში ჯერ კიდევ 2009 წელს აკრძალეს ტელი პლასტიკური პარკების გამოყენება. დღევანდელ
ინიციატივას კი გაცილებით ფართო გამოყენება აქვს და იგი კრძალავს ყველანაირი პლასტიკური
შეფუთვის გამოყენებას, მათ შორის ისეთი პლასტიკური შესაფუთი მასალებისაც, რომლითაც
მისალოც ბარათებს და ჟურნალებს ფუთავენ. აღსანიშნავია,
რომ დელიში, რომლის მოსახლეობის რაოდენობაც 17 მილიონს აღწევს, ყოველდღიურად 574 ტონის
ოდენობით პლასტიკატის ნარჩენებს აგროვებენ.
ეს სურათი 2007 წლის ნოემბერშია გადაღებული დელიდან აგრასკენ მიმავალ გზაზე, როცა იმ მანქანას, რომელშიც მე ვიჯექი, გვერდით ჩაუქროლა მცირეგაბარიტიანმა სატვირთო მანქანამ, რომელსაც თავის ზომაზე 5–ჯერ მეტი ზომის პლასტიკის ნარჩენების გროვა გადაჰქონდა.
Комментариев нет:
Отправить комментарий