ინდოეთის მოქალაქეებმა
და ქვეყნის სტუმრებმა 100 ათასამდე ხე დარგეს ერთი საათის განმავლობაში ჰემის–გომპას
ბუდისტურ მონასტერთან ინდოეთის ჩრდილოეთით, ლადაკჰის ოლქში, ჯამუსა და ქაშმირის შტატში.
ეკოლოგიური აქციის ჩატარებას თვალს ადევნებდა გინესის რეკორდების წიგნის წარმომადგენელი
კიმბერლი დენისი, რომელმაც ქაშმირელი მოხალისეების მიერ მსოფლიო რეკორდის დამყარება
დააფიქსირა, – იტყობინება გაზეთი Times of India.
ხეების დარგვაში
10 ათასამდე მოხალისე მონაწილეობდა. „მოვლენა ძალიან აღმაფრთოვანებელი იყო“ – ამბობდ
კიმბერლი დენისი, – „ათასობით ადამიანი ცუდი ამინდის მიუხედავად ერთმანეთის გვერდით
მუშაობდა მიზნის მისაღწევად. ეს ყველაფერი ისე მომაჯადოებელი იყო, რომ მეც დიდი სურვილი
გამიჩნდა, რომ მათ მივერთებოდი“.
ხეები 25 ჰექტარის
ფართობზე დაირგო მონასტერის გარშემო, რომელიც ქალაქ ლეჰთან ახლოს მდებარეობს. აქციაში
მონაწილეობდნენ ინდოელები, ბუტანის, ბრაზილიის, ჰონგკონგის, ტაივანის, სინგაპურის,
აშშ–ის, ავსტრალიის, კანადის და მალაიზიის მოქალაქეები.
მსგავსი ანალოგიური
რეკორდი დამყარებული იყო 2011 წელს ფილიპინებზე, სადაც 1 საათის განმავლობაში 66 ათასი
ხე დარგეს.
Комментариев нет:
Отправить комментарий