ინდოეთის ერთერთი
უმსხვილესი შტატის რაჯასტანის ხელისუფლებამ ახალი კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა,
რომლის განმავლობაშიც შეეცდებიან მოსახლეობა დაარწმუნონ, რომ ისარგებლონ საზოგადოებრივი
ტუალეტებით, იმის მაგივრად, რომ ქუჩაში დაიკმაყოფილონ თავიანთი ფიზიოლოგიური მოთხოვნები.
ამისათვის
30–მდე სოფელში მოხალისეები შეარჩიეს, რომლებიც ქუჩებში პატრულის როლს შეასრულებენ.
როგორც კი ვინმე შეეცდება, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე მოშარდოს, მოხალისეები
სტვენას. ყვირილს და დასარტყამ ინსტრუმენტებს ბრახუნს დაიწყებენ და მის მიმართ ყურადღების
მიპყრობას ეცდებიან.
ბოლო დროს ინდოეთის
ხელისუფლება საკმაოდ დიდ თანხებს უთმობს საზოგადოებრივი საპირფარეშოების მშენებლობას,
რომ ქუჩები სუნისა და სიბინძურისგან დაიცვას.
სხვა სტატიები:
* ინდოეთში მოგზაურის სამახსოვრო
* ინდოეთში მოგზაურის სამახსოვრო
Комментариев нет:
Отправить комментарий