საერთაშორისო
ოლიმპიურმა კომიტეტმა ინდოეთს დროებით შეუჩერა ამ ორგანიზაციაში წევრობა. ამის შესახებ
იტყობინება Associated Press. ამ ქვეყნის სპორტსმენები აკრძალვის მოქმედების პერიოდში
ვეღარ შეძლებენ სხვადასხვა საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობას, მათ შორის ოლიმპიურ
თამაშებშიც.
ინდოეთი დასაჯეს
იმის გამო, რომ ინდოეთის ხელისუფლება შეეცადა გავლენა მოეხდინა არჩევნებზე, რომელიც
ინდოეთის ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში ჩატარდება 5 დეკემბერს. არჩევნები ჯერ კიდევ
25 ნოემბერს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ გადაიდო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადადგომის
გამო, რომელმაც ეს გადაწყვეტილება ხელისუფლების გადამეტებული ზეწოლით ახსნა.
Комментариев нет:
Отправить комментарий