კალიფორნიის
ქალაქ სან–დიეგოში სახელოვანი და მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ინდოელი მუსიკოსი რავი
შანკარი გარდაიცვალა. სიტარისტი მაესტრო 92 წლის იყო...
მუსიკოსი
სან–დიეგოს საავადმყოფოში გარდაიცვალა, სადაც მისთვის ახალი ოპერაცია უნდა ჩაეტარებინათ.
თუმცა სააგენტოები იტყობინებიან, რომ 6 დეკემბერს მას უკვე ერთი ოპერაცია გაუკეთეს. გარდაცვალების მიზეზები არ სახელდება, მაგრამ როგორც
ნათესავები ამბობენ, ბოლო წლებში რავი შანკარს „ჯანმრთელობა დაუსუსტდა“.
რავი
შაკარი დაიბადა 1920 წელს ინდოეთის ქალაქ ვარანასიში. 1950–იან წლებში მან ინდოეთის
ფარგლებს გარეთაც დაიწყო გამოსვლები, 1969 წელს კი ვუდსტოკშიც უკრავდა. მუსიკოსი სამჯერ
გახდა „გრემის“ პრემიის მფლობელი.
შანკარმა
მნიშვნელოვანი გავლენა იქონია დასავლელ მუსიკოსებზე, მათ შორის The Beatles–ზეც. სწორედ
მან შეასწავლა ჯორჯ ჰარისონს სიტარაზე დაკვრა. გარდა ამისა, შანკარი ასევე გამოდიოდა
კონცერტებზე ამერიკელ მევიოლინესთან იეჰუდა მენუხინთან ერთად.
რავი
შანკარის ორი ქალიშვილი – ანუშკა შანკარი და ნორა ჯონსი ასევე მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები
არიან.
Комментариев нет:
Отправить комментарий