გელით facebook–ზე

18.12.2012

რუშდის „შუაღამის შვილების“ ეკრანიზაცია ინდოეთში ცენზურის გარეშე გამოვა


სალმან რუშდის რომანის „შუაღამის შვილების“ ეკრანიზაცია, რომელშიც ინდირა განდის პოლიტიკაა გაკრიტიკებული, ინდოელ ცენზორებს არ შეუკვეციათ და მწერლის სამშობლოში 2013 წლის დასაწყისში გამოვა ეკრანებზე, – ამის შესახებ ორშაბათს განაცხადა The Hollywood reporter–მა ფილმის რეჟისორის დიპა მეჰტას სიტყვებზე დაყრდნობით.



რეჟისორმა სოციალურ ქსელებში განაცხადა, რომ ფილმმა ინდოელი ცენზორები გაიარა და მათ სურათიდან არცერთი კადრი არ ამოჭრეს. „სალმან რუშდი და მე აღფრთოვანებულები ვართ“ – დაწერა რეჟისორმა ტვიტერში საკუთარ გვერდზე.

1981 წელს დაწერილმა რომანმა „შუაღამის შვილები“ სალმან რუშდის ბუქერის პრემია და მსოფლიო აღიარება მოუტანა. 1993 წელს წიგნს ერგო პრემია „ბუქერების ბუქერი“, როგორც ყველაზე საუკეთესო რომანს იმ 25 წლის განმავლობაში, ვისაც ბუქერის პრემია აუღია. 2008 წელს მკითხველებმა ეს ნაწარმოები ლიტერატურული ჯილდოს არსებობის 40 წლის მანძილზე ყველაზე საუკეთესო წიგნად აღიარეს.

რომანის მოქმედება მოიცავს ინდოეთის ისტორიას 1910 წლიდან 1976 წლამდე, მათ შორის ინდირა განდის მართველობის პერიოდსაც, რომლის პოლიტიკაც წიგნში მკაცრადაა გაკრიტიკებული – სწორედ ამის გამო ფილმის შემქმნელებს ინდოელი ცენზორების რეაქციის ეშინოდათ.

ფილმი „შუაღამის შვილები“ ინდოეთის კინოგაქორავებაში მომავალი წლის დასაწყისში გამომა. ფილმს მინიჭებული აქვს ასაკობრივი შეზღუდვა „A“, რაც იმას ნიშნავს, რომ ფილმის ნახვა ნებადართულია მხოლოდ ზრდასრული ადამიანებისთვის.

სალმან რუშდი დაიბადა მუმბაიში. განათლება მიღებული აქვს კემბრიჯში, მიღებული აქვს ასევე რაინდის წოდებაც. მისი ყველაზე სკანდალური წიგნი გახდა რომანი „სატანური ლექსები“ (1988), რომელმაც მსოფლიოს მუსულმანთა ძლიერი გულისწყრომა გამოიწვია, რადგან წიგნი ანტიისლამისტურად მიიჩნიეს. ირანელმა აიათოლა ჰომეინიმ საჯაროდ დაწყევლა რუშდი წმინდ ფეთბაში და სიკვდილიც მიუსაჯა მას. დიდი ხნის მანძილზე რუშდი იძულებული იყო დამალულიყო. წიგნი აკრძალული იყო მთელ რიგ ქვეყნებში, მათ შორის ინდოეთშიც.

სურათზე: ფილმის რეჟისორი დიპა მეჰტა


სხვა სტატიები ამ თემაზე:

Комментариев нет: