ერთი წლის განმავლობაში
უკვე მეორედ შეცვალა ინდოეთმა საკუთარი სავიზო წესები. წლის დასაწყისში შემოღებული
იქნა შეზღუდვები ტურისტული ვიზების აღების თარიღებს შორის 60–დღიანი პერიოდის აუცილებელი
გასვლის შესახებ. ეს წესები ამჯერად გააუქმეს.
წინა წესების
თანახმად ორჯერადი ან მრავალჯერადი ტურისტული ვიზის აღების შემთხვევაში ქვეყანაში ყოველი შესვლა უნდა
მომხდარიყო წინა შესვლიდან არანაკლებ 2 თვის გასვლის შემდეგ. ერთი მოგზაურობის დროს
მეზობელ ქვეყნებში გადასვლის შემთხვევაში, უკან ინდოეთში დასაბრუნებლად საჭირო იყო
დამატებითი საკონსულო ნებართვის აღება – ამ შემთხვევაში ვიზაზე წითელი ბეჭედი ისმებოდა
„2 months gap not required“. ამასთან აუცილებელი იყო მეზობელ სახელმწიფოში სამოგზაურო
ბილეთების და ინდოეთში დასაბრუნებელი ბილეთების წარმოდგენა და ინდოეთში ყოფნის მარშრუტის
აღნიშვნა.
ამჯერად კი, ინდოეთის
სავიზო ცენტრის ინფორმაციით, ვიზებს შორის ორთვიანი პერიოდის გასვლის წესი გაუქმდა.
ინდოეთის ხელისუფლება თვლის, რომ სავიზო წესების გამარტივება ხელს შეუწყობს ტურისტების
უფრო მეტი რაოდენობის მოზიდვას და შესაბამისად, ქვეყნის ტურისტული სფეროს განვითარებას.
Комментариев нет:
Отправить комментарий