გელით facebook–ზე

05.01.2009

ნიკოლ კიდმანი აიშვარიას ფანატია

მიუხედავად იმისა, რომ ერთი ქალის სილამაზე სხვა ქალში შესაძლოა შურისა და კონკურენციის გრძნობას იწვევდეს, როგორც უკვე წინა პოსტში მეწერა, აიშვარიას სილამაზეს და მომხიბვლელობას ისეთი ქალებიც აფასებენ, რომლებიც თვითონას საკმაოდ მომხიბლავები არიან. ამჯერად ასეთი ქალების რიცხვს მიემატა ჩემი უსაყვარლესი მსახიობი ნიკოლ კიდმანი.

ახლახანს გამოქვეყნებულ ინტერვიუში ნიკოლ კიდმანმა თბილად მოიხსენია მწვანეთვალება ლამაზმანი აიშვარია რაი ბაჩანი. როცა ნიკოლს ჰკითხეს ინდური კინოსა და მისი საყვარელი ბოლივუდელი მსახიობის შესახებ, კიდმანმა უპასუხა: „მე აიშვარიას ფანატი ვარ და მიყვარს ფილმი მისი მონაწილეობით „Bride and Prejudice“. აიშვარიას 2005 წელს შევხვდი ნიუ იორკში სადღესასწაულო ვახშამზე, რომელიც ჟურნალ Time Magazine–ის მიერ იყო ორგანიზებული. აიშვარია შეუდარებელია! მიყვარს ემოციები და ცეკვები, რომლებიც უხვადაა ინდურ კინოში“.

Комментариев нет: