

Saawariya–ს პრემიერა 2007 წელს შედგა, სწორედ ჩემი მუმბაიში ყოფნის დროს, ისევე როგორც ფილმისა „Om Shanti Om“. ტელეარხები (რომელთა რაოდენობა ასეულობით ითვლება) გამუდმებით ატრიალებდნენ ტრეილერებს ამ ფილმებიდან, და ყველგან, რომელ ქალაქშიც არ უნდა ყოფილიყავი იმ დროს, რომელ კაფეშიც არ უნდა შესულიყავი ან ნებისმიერი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ყველგან ისმოდა მუსიკა ამ ახალი ფილმებიდან.
ამ ყველაფერს არ გავიხსენებდი, რომ არა გუშინდელი შემთხვევა. საკაბელო ტელევიზიით რუსულეონვან არხზე ინდოეთის შესახებ ერთ გადაცემას ვუყურებდი, რომელშიც ინდური კერძების მომზადებას ეხებოდა. ერთმა ჩემმა მეგობარმა (ყველა მეგობარმა კარგად იცის ჩემი დამოკიდებულება ინდოეთის მიმართ) მაიძულა სხვა არხზე გადამერთო. შემთხვევით ეს არხი „კომედია“ აღმოჩნდა, სადაც ინგლისური ფილმი გადიოდა ინგლისში მცხოვრები ინდოელების შესახებ. ფილმი ევროპულია, მაგრამ რა ფილმი იქნებოდა ინდოელებზე, თუ მუსიკა და ცეკვა არ იქნება. ჰო და როცა ისევ გახურდა ეს ყველაფერი, ისევ მაიძულეს გადამერთო. უფრო სწორად ცოტა გაღიზიანებულმა პულტი მივაწოდე და ვუთხარი მეგობარს, თვითონ აერჩია სასურველი არხი (დრო გაგვყავდა საღამოს). ჩართო არხი „პრემიერა“ და ერთი კადრის დანახვაც საკმარისი იყო ჩემთვის, რომ მივხვდი ამ არხზე Saawariya გადიოდა. ხმა არ ამომიღია და ვაკვირდებოდი მეგობრის რეაქციას, რას მოიმოქმედებდა, როცა ისევ მუსიკა და ცეკვა–თამაში გახურდებოდა ეკრანზე. ალბათ ინფარქტიც დაემართებოდა, რომ არა Saawariya–ს საინტერესო მხატვრული გაფორმება. ფილმი ზღაპრის სტილშია გადაღებული, არის ელემენტები, რითაც „მულენ რუჟსაც“ წააგავს და ალბათ ეს გახდა მიზეზი, რომ მეგობარმა რამდენიმე ხანი დააყოვნა და ჩემთან ერთად უყურებდა. საბოლოოდ, როგორც ყოველთვის და ყველას, ნერვებმა უმტყუნა და ბოლომდე ვერ გაუძლო :)
ჩემთვის კი ეს ყველაფერი, რომ 3–4 არხზე ერთდროულად გადიოდა ფილმები და გადაცემები ინდოეთზე, ის, რომ ამ ბლოგზე ვმუშაობ, ის რომ ჩემი ახდენილი ოცნება ახალი ოცნებებისკენ მიბიძგებს, და კიდევ სხვა მიზეზები, ის, რომ აქაც გამიღიმა ბედმა და გავიჩინე ინდოელი მეგობრები, მოკლედ, ყველაფერი, მიზეზი გახდა იმისა, რომ Saawariya–ს ზღაპარში გადავვარდნილიყავი.

ახალი ინდური ფილმებიდან ბევრი არაა ისეთი, რომელიც მუსიკით და სიმღერებით აღმაფრთოვანებს, მაგრამ Saawariya, ისევე როგორც „ომ შანტი ომ“ და კიდევ ერთი–ორი ფილმი, გამონაკლისებია. თან რუსულ არხზე ფილმი დუბლირებული იყო და შესაძლებლობა მქონდა გამეგო, რა ხდებოდა რეალურად ფილმში. როგორც აღმოჩნდა რანბირ კაპურის (რაჯ კაპურის შვილიშვილი) გმირი მუსულმან გოგონაზეა შეყვარებული. ფილმში არის საკმაოდ გულახდილი სცენა, რაც ინდური კინოსთვის დამახასიათებელი არ იყო, სადაც რანბირ კაპური, ეს ახალგაზრდა სიმპატიური ყმაწვილი თითქმის დედიშობილა ცეკვავს და საინტერესო მოძრაობებს აკეთებს. მუსიკაც საკმაოდ სასიამოვნო მოსასმენია. ეს ნაწყვეტი ფილმიდან ამ კლიპში შეგიძლიათ ნახოთ.

ფილმი ალბათ კიდევ რამდენიმე დღე იტრიალებს „HTB პრემიერაზე“, ასე რომ ვისაც ზღაპრები და ინდური სიმღერები მოსწონს, შეუძლია დატკბეს რანბირ კაპურისა და რანი მუკჰერჯის გმირების თავგადასავლით. ხოლო ვისაც სურვილი აქვს გადაწეროს ფილმი ქართული სერვერიდან კომპიუტერში, ამის გაკეთება შეგიძლიათ ამ ლინკიდან >>>>>>
2 комментария:
ესეიგი, გვირჩევ რო ვუყუროთ ამ ფილმს იმ კატეგორიის ხალხმა, რომლებსაც გვიკვარს ინდური კინო და არ ვთვლით რო გოიმები ვართ ხო:))))))))))
ცჰემი ახლობლების უმრავლესობაც მასე ფიქრობს მაგრამ სულამოუთქმელად უყურეს მილიონერს ჯურღმულებიდან და პროვოცირებულს, ასევე ჯოდხა და აკბარს!
მადლობა კიდე ერთხელ საინტერესო ბლოგისათვის. ნათია
ნათია, დიდი მადობა კომენტარებისთვის. ხო ამ ფილმს რაც შეეხება, ალბათ უნდა უყურო, თუ მართლა გაინტერესებს ინდური კინო. და გოიმები საიდან მოიტანე? სადმე რამე მსგავსი ვთქვი? :):):)
მილიონერს რაც შეეხება, მეც ვაყურებინე ჩემს მეგობრებს, თან ისეთებს, რომლებსაც ინდური მუსიკის გაგონებაზეც კი აჟორჟალებს, მაგრამ მილიონერს ერთ ამოსუნთქვაზე უყურეს და მაგრად ვიხალისე ამაზე. მე თვითონ ნანახი მქონდა, და როცა მეგობრებთან ერთად ვუყირებდი, მეტწილად მათი რეაქცია უფრო მაინტერესებდა :) ამაზე სხვა პოსტებშიც მიწერია, საერთოდ მილიონერს ბევრი პოსტი დავუთმე ბოლგზე.
საავარია კი ჩემი ტკბილი მოგონებაა, განსაკუთრებით მუმბაის, და იმდენად მოქმედებს მისი მუსიკაც ჩემზე, რომ ხშირად ვერ ვუსმენ, ნამეტანი ნოსტალგია მკლავს :)
Отправить комментарий