გელით facebook–ზე

28.03.2009

აიშვარია რაის ბარბის თოჯინა

გავრცელებული ხმებით, აიშვარია რაი პირველი ინდოელი იქნება, ვისი სახეც ექნება ბარბის ერთერთ თოჯინას. ჰოლივუდში უკვე მოდაში შემოვიდა, რომ ცნობილი ადამიანები თავიანთი სახის გამოყენების უფლებას აძლევენ ბარბის თოჯინების მწარმოებლებს. ასეთ თოჯინებს უკვე აქვთ დაიანა როსის, შერის, ბეიონსის და სხვების სახეები.

როგორც წყარო აცხადებს, აიშვარია რაი ბაჩანი ამჟამად მოლაპარაკებებს აწარმოებს კომპანია Mattel Toys-India–სთან მისი მშვენიერი სახის მიხედვით თოჯინის შექმნასთან დაკავშირებით. თუ ყველაფერი კარგად იქნება, ბარბის ახალ თოჯინას ულამაზესი მწვანე თვალები ექნება და საუკეთესო ინდოელი დიზაინერების ტანისამოსში იქნება გამოწყობილი.

1 комментарий:

Katiee... (aka ეკა.ტერინე) комментирует...

მინდა ეს თოჯინა :)))