ინდოეთის ცნობილი სატელევიზიო ჰოლდინგი NDTV 25 მაისიდან ეთერში უშვებს სერიალს „ზიტა და გიტა / Seeta aur Geeta“, რომელსაც საფუძვლად უდევს იმავე სახელწოდების ბოლივუდის კლასიკური მელოდრამა. ეს ფილმი დიდი წარმატებით სარგებლობდა არა მარტო სამშობლოში, არამედ საბჭოთა კავშირშიც. მხოლოდ ოფიციალური მონაცემებით, საბჭოთა კინოგაქირავებაში ამ ფილმს 55,2 მილიონმა ადამიანმა უყურა, რამაც ამ ფილმისთვის მე–14 ადგილი უზრუნველყო ჩვენი აწ უკვე ყოფილი სამშობლოს საკასო რეკორდსმენი ფილმების სიაში.
მაყურებლები სატელევიზიო რიმეიქს დიდი ინტერესით ელიან. სერიალს პირველად იღებენ ფილმის მოტივების მიხედვით და არა პირიქით. დალოცვის თხოვნით სერიალის შემქმნელებმა თვით ლეგენდარულ ჰემა მალინის მიმართეს, რომელიც თავის დროზე მეგავარსკვლავად იქცა ორმაგი როლის შესრულებით ფილმის ორიგინალურ ვერსიაში. ჰემამ სერიალის პროდიუსერების არჩევანი მოიწონა – ტყუპ დებს სერიალში განასახიერებს ყოფილი ტოპ–მოდელი ანჯორი ალაგჰი, რომლის დაც – სავარი ტელეარხ NDTV–ს შეფის მეუღლეა, და სწორედ მან გამოჰყო საკმარისი ბიუჯეტი სერიალის გადასაღებად.
ერთერთ ინტერვიუში ჰემა მალინიმ განაცხადა: „შემეშინდა, როცა რიმეიქის გადაღების გეგმების შესახებ შევიტყვე. მეშინოდა, რომ ისევ ისეთი წარუმატებლობა ელოდა, როგორც ეს ახლახანს მოუვიდა რამ გოპალ ვარმას ჩემი სხვა საკულტო ფილმის „შეურისძიება და კანონი“–ს გარიმეიქებით. მიხარია, რომ სერიალში ანჯორი ითამაშებს. მასთან შეხვედრისას ვუთხარი, რომ არავითარ შემთხვევაში ჩემი კოპირება არ მოახდინოს. ვფიქრობ, რომ მან ჩემს რჩევას დაუჯერა. ის ნიჭიერი მსახიობია“.

სხვა სტატია მსგავს თემაზე:
* ინდური კინოს მუსიკა – ლატა მანგეშკარი
Комментариев нет:
Отправить комментарий