როგორც ცნობილია, „ჯურღმულელმა მილიონერმა“, რომლის ბიუჯეტიც სულ რაღაც 13 მილიონი დოლარი იყო, კინოგაქირავებიდან უვკე შეძლო 326 მილიონი დოლარის მოგების მიღება. სურათის პროდიუსერებმა შექმნეს სპეციალური ფონდი მუმბაის ჯურღმულებში მცხოვრები ბავშვების დასახმარებლად. ამჟამად ფონდის ფულადი სახსრები 747, 5 ათას დოლარს შეადგენს. ამასთანავე მათ გამოყვეს 100 ათასი დოლარი ფილმში მონაწილე ორი მსახიობი ბავშვის ოჯახებისთვის ბინების შესაძენად და ასევე რამდენიმე ათასი გირვანქა სტერლინგი მათი განათლებისთვის.
ფილმის რეჟისორმა დენი ბოილმა, რომელიც ამჟამად მუმბაიში იმყოფება, 9 წლის მსახიობს აზჰარუდინ ისმაილს პირადად აცნობა, რომ ის მალე შეძლებს ახალ ბინაში შესვლას და სამუდამოდ დაემშვიდობება ჯურღმულებს. დენი ბოილმა, რომელსაც ადანაშაულებდნენ იმაში, რომ არ ეხმარებოდა ფილმში მონაწილე მსახიობ ბავშვებს, რომელთაც უდიდესი წვლილი შეიტანეს ფილმის წარმატებაში, თავის მხრივ საინფორმაციო საშუალებები სამსახიობო ჯგუფთან მისი დამოკიდებულების გარშემო სიტუაციის ზედმეტად გართულებაში დაადანაშაულა.
მან ასევე თქვა, რომ იმედი აქვს, რომ ივნისში წვიმების სეზონის დადგომამდე ახალ საცხოვრებელს უშოვის რუბინა ალისაც, რომელმაც ფილმში პატარა ლატიკა განასახიერა.
„ფილმის გადაღებებისას და გადაღებების დასრულების შემდეგ ბავშვებს ისეთ სამყაროსთან მოუხდათ შეხება, რომ სურთ მათ თუ არა, ნებისმიერ შემთხვევაში ეს თავგადასავალი მათ აიძულებთ, რომ თავისი ცხოვრების შეცვლაზე იფიქრონ“ – თქვა ბოილმა. ფილმის მესვეურების მიერ შექმნილი ფონდიდან ბავშვებს დაეხმარებიან ფინანსურად იმ დრომდე, ვიდრე მათ 18 წელი არ შეუსრულდებათ.
„ჩვენ ვცდილობთ დავაჩქაროთ ოჯახების გადასახლების პროცესი და ერთერთი მიზეზი, რის გამოც ჩვენ ფონდი შევქმენით, ეს ისეთი საგანგებო შემთხვევებია, როგორიც ისმაილის ოჯახის სიტუაციაა“, – თქვა ფილმის პროდიუსერმა კრისტან კოლსონმა. მისივე თქმით, აზჰარუდინის ახალი ბინა კეთილმოწყობილია, კარგ რაიონში მდებარეობს და სკოლაც იქვეა.

შეგახსენებთ, რომ მუმბაის ჯურღმულების ის ნაწილი, სადაც აზჰარუდინის ოჯახი ქოხ–მახში ცხოვრობდა, ქალაქის ხელისუფლებამ დაანგრია, რადგანაც მიწები თვითნებურად იყო მიტაცებული და ეს მიწები სახელმწიფოს ეკუთვნის. ისმაილის ოჯახი კი დროებით „საცხოვრებელში“ ცხოვრობდა, რომელიც პლასტიკატის ყუთებისგან და ბამბუკის ჯოხებისგან იყო აგებული, იქვე დანგრეულ ქოხ–მახებთან ახლოს მუმბაის ბანდრას რაიონში.
ფილმში გადაღებულ ბავშვებს, რომლებიც ფაქტიურად ვარსკვლავებად იქცნენ, ბოლო დროს უამრავი სკანდალები სდევს თან... გახსოვთ ალბათ, რომ რუბინა ალის მამა თავისი მცირეწლოვანი ქალიშვილის გაყიდვას აპირებდა 200 ათას დოლარად.
რაც შეეხება თვითონ ფილმის წარმატებას, „ჯურღმულელი მილიონერის“ თავზე ოსკარების ცვენამ დიდ ბრიტანეთსა და მსოფლიო სხვა ქვეყნებში მომუშავე რეჟისორების დაინტერესება გამოიწვია ისეთი ფენომენით, როგორიც ბოლივუდია. რეჟისორები ეძებენ სცენარებს, რომლებიც ინდოეთთან იქნებოდნენ დაკავშირებულნი, ან რომ გადაღებების ჩატარება ინდოეთშიც იყოს აუცილებელი, ან თავიანთ ფილმებში მონაწილეობისთვის ბოლივუდელ მსახიობებს იწვევენ. ინდოსტანის სუბკონტინენტის სხვადასხვა მხარეებში მთელი გაქანებით მიდის გადაღებები ისტორიული ეპოპეისა «Indian Summer» (რეჟისორი Joe Wright), რომელიც ინდოეთში ბრიტანული კოლონიალური ბატონობის შესახებ მოგვითხრობს.
ბრიტანეთში მცხოვრები ეროვნებით ინდოელი რეჟისორი გურინდერ ჩადჰა ასევე იღებს ფილმს სახელწოდებით «It's a Wonderful Afterlife». რეჟისორი ამ ფილმზე ბევრ საუბარს არ აპირებს, მაგრამ აღნიშნავს, რომ მასზე მუშაობა „ჯურღმულელი მილიონერის“ ტრიუმფის შემდეგ დაიწყო. მისი ორი მომავალი ფილმების სცენარებიც ასევე ინდოეთთანაა დაკავშირებული.
კიდე ერთი ეროვნებით ინდოელი რეჟისორი ქალბატონი დიპა მეჰტა, რომელიც კანადაში ცხოვრობს, თავისი მსხვილბიუჯეტიანი კინოეპოპეის «Komagata Maru»–ს გადაღებების დასრულების შემდეგ, რომელშიც მთვარ როლს აკშაი კუმარი ასრულებს, კიდე აპირებს ახალი ფილმის გადაღებას მუმბაის დჰარავის ცნობილი ჯურღმულების შესახებ, რომელშიც ძირითადი აქცენტი ბავშვთა დანაშაულებებზე და ბავშვების სექსუალურ ექსპლუატაციაზე გაკეთდება.
კინოდისტრიბუციის ერთერთი ფირმის მფლობელის აშიშ კუმარის თქმით, „მილიონერის“ ეიფორიის შემდეგ დასავლელმა კინემატოგრაფისტებმა გააცნობიერეს, რომ კვალიფიცირებული ინდოელი ტექნიკური სპეციალისტებისა და მსახიობების გამოყენებით ისინი შეძლებენ ისეთი ფილმების შექმნას, რომლებსაც წარმატების აღიარებისა და საკასო შემოსავლებზე ექნებათ პრეტენზია.

სხვა სტატიები ამ თემაზე:
* მუმბაის ხელისუფლებამ „ჯურღმულელი მილიონერის“ 20–მდე პატარა გმირი ქუჩაში გაყარა
* ფრეიდა პინტო მსოფლიოს ყველაზე სექსუალური ქალების სიაში
* «მილიონერის“ მიერ გამოწვეული მღელვარებანი არ ცხრება
* რუბინას მამას ქალიშვილის გაყიდვა სურდა 200 ათას გირვანქად
*„ჯურღმულელი მილიონერის“ მსახიობ ბავშვებს გაუმართლათ
* მილიონერმა მუმბაის ჯურღმულებიდან თბილისში ჩამოაღწია
* სიურპრიზი ოსკაროსანი „მილიონერის“ ფანებს
* ფილმის „მილიონერი ჯურღმულებიდან“ ტრიუმფი „ოსკარით“ დაჯილდოების ცერემონიაზე
* „მილიონერი ჯურღმულებიდან“ ნამცხვარი „ნაპოლეონის“ შეფუთვით
* ფილმმა „მილიონერი ჯურღმულიდან“ მთავარი „ოქროს გლობუსი“ მიიღო
* მოგზაურობა დარჯილინგში

7 комментариев:
ჩემი აზრით,ინდოელები განსაკუთრებული ხალხია. ნიჭიერი, ბრძენი და ძალიან ლამაზი ერია. ერთი სიტყვით, ყველაფერში მაგრები არიან და ამიტომაც ცხოვრობენ ისეთ მაგარ ქვეყანაში, როგორიც ინდოეთია.
გაიხარე ნატალია, რომ ასეთი წარმოდგენა გაქვს :):):) ისე ჩემი აზრით, მაინც ჯობია რომ ცოტა რაციონალურად მივუდგეთ ამ ყველაფერს, თორემ უკიდურესობებმა შეიძლება შეცდომაშიც შეგვიყვანოს :)
კი მაგრამ სოსო შენც ხომ შეყვარებული ხარ ინდოეთზე და რა დროს რაციონალობაა როცა ადამიანი რაღაცაზე შეყვარებულია. უბრალოდ აფანატებ (და ამით ყველაფერი ნათქვამია). სხვათაშორის მინდა ისიც ვთქვა, რომ ყველა ის თვისება რაც ინდოელებზე ვთქვი პირადად შენც გეხება,(და ყველა მას ვინც ამ ბლოგს დააფასებს) რადგან ვფიქრობ რომ:ადამიანი თვითონ უნდა იყოს ბრძენი - სხვისი სიბრძნე რომ შეიცნოს, თვითონ უნდა იყოს ნიჭიერი - სხვისი ნიჭიერება რომ დაინახოს და ა.შ., რადგან სულელები სწორად ვერასოდეს შეაფასებენ ჭკვიანებს.
ნატალია, მე ის ვიგულისხმე, რომ როცა რეალობასთან გიწევს იქ შეხება, ცოტა რთულია ყველაფრის მიღება ერთბაშად რადგან ინდოეთი მარტო ლამაზი სასახლეები და ბოლივუდის თვალისმომჭრელი მსახიობები არ არიან. იგივე რაც ამ ფილმშია "მილიონერი ჯურღმულებიდან" – ეს მოგონილი სულაც არაა და ბევრი რამე უბრალოდ შოკის მომგვრელია ევროპულ ტრადიციებზე გაზრდილი ადამიანებისთვის. ამიტომაც მოიპოვა ამ ფილმა ამდენი ოსკარი, რომ სინამდვილე თავისი ფერებით დახატა. უბრალოდ ბლოგზე იმდენის თქმა შეუძლებელია, რისი თქმაც შეიძლება მინდოდეს ამის შესახებ, თან მიღებული არ არის და თვითონ ინდოელებსაც არ მოწსონთ, როცა მაგალითად საუბარია ჯურღმულებზე, სიღარიბეზე და სხვა ნეგატიურ მხარეებზე. მაგრამ მეორე მხრივ ეს ყველაფერი ამ ქვეყნის შემადგენელი ნაწილია, და როცა გიყვარს ეს ქვეყანა გიყვარს მისი სიმდიდრეც და სიღარიბეც, სიბრძნეც და უმეცრებაც და ასე უსასრულოდ :)
სოსო გასაგებია და აშკარა რომ ჩვენზე ბევრად უფრო კარგად იცნობ ინდოეთს, პირველ რიგში იმიტომ რომ საკუთარი თვალით გაქვს ნანახი ყველაფერი. მაგრამ ის კი ნამდვილად ვიცი, რომ ლამაზი სასახლეები და ბოლივუდი არ არის მარტო ინდოეთი.(არც ასეთი მთლად ღარიბი წარმოდგენა გვაქვს) რაც შეეხება ჯურღმულებს, რატომ უნდა გაგვკვირვებოდა როცა საქართველოშიც მრავლადაა. (რომელი ჩვენც ეხლა ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ რომ სიღარიბეს მხოლოდ ფილმებში ვხედავდეთ)... მაპატიე ცოტა სხვანაირად გამომივიდა,(ბლოგის მიზანი ალბად ჩვენი პოლემიკა არ არის) მაგრამ არ შემეძლო რომ ამაზე პასუხი არ გამეცა.
ნატალია, პოლემიკა არაფერ შუაშია, თავისი აზრის გამოთქმა ყველას შეუძლია და მეც დარწმუნებული ვარ, რომ ვინც ამ ბლოგზე შემოდის და კითხულობს ან თუნდაც მარტო სურათებს ათვალიერებს ინდოეთი აინტერესებს და უყვარს. ეს ქვეყანა იმდენად ჭრელია და მრავალფეროვანი, რომ ჩვენც რომ გვქონდეს რამე განსხვავებული აზრები, პრობლემა არანაირად არ არის და წერე ზუსტად ის და ისე როგორც შენ გაგეხარდება. პირიქით. მე ყოველთვის გამეხარდება რამეზე ვიკამათოთ თუნდაც. უკვე ეს მოწმობს, რომ ტყუილად არ ვაკეთებ რასაც ვაკეთებ. ასე რომ ამაზე არ იდარდო.
არც იმაზე მაქვს პრეტენზია, რომ ვინმეზე უკეთ ვიცნობ ინდოეთს. 100–ჯერ რომ ვიყო ნაყოფი, ვიცი, რომ 1%–საც ვერ ვნახავ და ვერ ავითვისებ იმისას, რასაც ეს ქვეყანა წარმოადგენს თავისი სახით :)
საქართველოს ჯურღმულებს და საერთოდ შედარებას საქართველოსთან რაც შეეხება, ამ თემაზე იმიტომ გავამახვილე ყურადღება, რომ უბრალოდ არ ღირს წინასწარ რაიმე შთაბეჭდილების შექმნა მსგავსების ამბავში, რადგან ნანახი ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს. ამის მაგალითად იმისა მოვიყვანდი (ამაზე სადღაც მეწერა კიდეც არ მახსოვს), რომ სულ 2 კვირა დავყავი, და აქედან 1 კვირა დამუნჯებული დავდიოდი, ტვინიც გამეთიშა და რა ხდებოდა და სად ვიყავი, აზრზე ვერ მოვდიოდი. ეს კულტურული შოკის ბრალიც იყო, იმისაც, რომ ბევრმა რამემ მოლოდინებს გადააჭარბა, და კიდევ ბედნიერების ბრალიც... მოკლედ ეს ძალიან რთული ამბავია, და რაციონალური დასკვნების გაკეთება შედარების ამბავში ამიტომაც თქვი, რომ რთულია.
გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ ეს პირადი ბლოგია და არა რომელიმე ორგანიზაციის საიტი, ჩემს თავს ძალიან დემოკრატიულ ადამიანად ვთვლი და ვფიქრობ თავისი აზრი ყველამ უნდა თქვას, ვისაც სურვილი აქვს. და ამასთანავე, თუ რამე არგუმენტები მეც გამიჩნდება, მეც მაქვს ალბათ უფლება, რომ ჩემი სათქმელი ვთქვა :)
ნატალია, მადლობა იმისთვის რომ შემოდიხარ და კომენტარებსაც ტოვებ!
,,barfi'' aseve saocari filmia, mgoni egec iyo oskarze wardgenili, dzalian mdzafria emociurad.. miyvars indoeti, vamayob rom indoeli megobrebi myavs. madloba rom es gverdi arsebobs.
Отправить комментарий