გელით facebook–ზე

24.05.2009

არჩევნები ინდოეთში – საინტერესო ფოტოგალერეა

შეუძლია ვინმეს საქართველოში წარმოიდგინოს, რომ არჩევნები ისეთი საინტერესო მოვლენაა, და რომ არჩევნების მსვლელობისას იმდენად საინტერესო ფოტოების გადაღება შეიძლება, რომ ამ ფოტოებიდან თითოეული შეიძლება ხელოვნების ნიმუშად ჩაითვალოს? ამაში თვითონაც დარწმუნდებით, როდესაც ქვემოთ სურათების გალერეას დაათვალიერებთ. სურათების მოწოდებისთვის დიდ მადლობას ვუხდი მეგობარს აშშ–დან ირაკლის, რომელიც დროდადრო საინტერესო ფოტოებით მანებივრებს ხოლმე.

16 მაისს დასრულდა არჩევნები ინდოეთში, რომლებიც თითქმის ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. არჩევნებზე ინდოეთის ნაციონალურმა კონგრესმა გაიმარჯვა. ეს ის პარტიაა, რომელსაც თავის დროზე ხელმძღვანელობდნენ ტრაგიკულად დაღუპული ჯავაჰარლალ ნერუ, მისი შვილი ინდირა განდი, ინდირას შვილი რაჯივ განდი, და იგივე პარტიის აქტიური წევრები არიან დღესდღეობით მათი მემკვიდრეები – რაჯივის მეუღლე, წარმოშობით იტალიელი სონია განდი, მათი ვაჟი რაჰულ განდი და ქალიშვილი სონია განდი.

ფოტოგალერეაში ჩვეულებრივ ამომრჩევლებთან ერთად მოხვდა ბაჩანების ოჯახიც. სურათების უმეტესობაში ადამიანები აჩვენებენ თითზე გაკეთებულ იასამნისფერ მარკირებას და რატომღაც მგონია, რომ ძალიან ბევრ სურათში ადამიანები მათი სოციალური სტატუსის მიუხედავად, ბედნიერები არიან. ჩვენთან არჩევნების დროს ასეთი რამის დაფიქსირება ძალიან რთულია. ან შესაძლოა უბრალოდ ძალიან მაგარი ფოტორეპორტიორების გადაღებული სურათებია :)

ინდოეთის ნაციონალური კონგრესის ლიდერი სონია განდი და ქვეყნის პრემიერ–მინისტრი მანმოჰან სინგჰი


ბაჩანების ოჯახი მარკირებას გვაჩვენებს!!! :)



სურათების დიდ ფორმატში სანახავად დააკლიკეთ თვითონ სურათზე ან გახსენით ახალ ფანჯარაში მაუსის შუა ღილაკზე დაჭერით.



















2 комментария:

Katiée.Ge комментирует...

WOW
რა მაგარი ფოტოებია!
ეხლა გამახსენდა, ჩემს ერთ ნაცნობ ფოტოგრაფს აქვს ინდოეთის ფანტასტიური ფოტოები,
ერთი პოსტის თემად გამოგადგება,
მოვძებნი სადმე ექნება დადებული და მოგაწვდი :)

rumirumi71 комментирует...

Katieé გაიხარე გენაცვალე, სიამოვნებით მივიღებ შენს იდეებს და გამოვაქვეყნებ კიდეც ბლოგზე :) მეც მაქვს კიდევ რამდენიმე წყება სურათების, მაგრამ ერთბაშად ყველაფერს ვერ ვაქვეყნებ. დრო და დრო ყველაფერს გამოვიტან :)