გელით facebook–ზე

16.05.2009

მუმბაის ხელისუფლებამ „ჯურღმულელი მილიონერის“ 20–მდე პატარა გმირი ქუჩაში გაყარა

ინდოეთის ქალაქ მუმბაის 20–მდე მცირეწლოვანი მცხოვრები, რომლებმაც ოსკაროსან ფილმში „მილიონერი ჯურღმულებიდან“ სხვადასხვა როლები შეასრულეს, ქუჩაში ღია ცის ქვეშ აღმოჩნდნენ მას შემდეგ, რაც ქალაქის მუნიციპალურმა ხელისუფლებამ 50–მდე უკანონო საცხოვრებელი დაანგრია ჯურღმულების რაიონში. ამის შესახებ იტყობინება Times of India. ახლადმოვლენილ უსახლკაროებს შორის აღმოჩნდა აზჰარუდინ ისმაილ მუჰამად შეიხიც, რომელიც ფილმში პატარა სალიმის, ფილმის მთავარი გმირის ძმის როლს ასრულებს და რომელიც „ღარიბ ნაგარის“ რაიონში ცხობრობდა (სიტყვა ღარიბი ვითომ არაფერ შუაშია...).

„წასასვლელი არსად გვაქვს. ჩვენს ნივთებზე ვზივართ მწველი მზის ქვეშ და არც ვიცით, ხვალ საჭმელი გვექნება თუ არა“ – უთხრა ბიჭმა ინდურ სააგენტო IANS. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დანგრეული ქოხმახები ქალაქის განვითარების გეგმას ამახინჯებდნენ და ისინიც იძულებულნი იყვნენ დაენგრიათ ეს ქოხები. მათი თქმით, მერია აპირებს ჯურღმულების მცხოვრებლებს ალტერნატიული საცხოვრებელი შესთავაზოს წვიმების სეზონის დადგომამდე, რომელიც ივნისში იწყება. ეს უკვე მეორე უსიამოვნებაა, რომელიც პატარა მსახიობს თავს დაატყდა მას შემდეგ, რაც ლოს–ანჟელესში ოსკარების ცერემონიაში მონაწილეობის შემდეგ შინ დაბრუნდა. ამ წლის აპრილში მამამ ბიჭი სასტიკად სცემა იმის გამო, რომ მას გასვლა არ უნდოდა ჟურნალისტებთან ინტერვიუს მისაცემად. მამა ისე სასტიკად სცემდა შვილს, რომ მისი ყვირილი ქუჩაშიც კი ისმოდა.

როგორც ამბობენ, „ჯურღმულელი მილიონერის“ რეჟისორი, ბრიტანელი დენი ბოილი და ფილმის პროდიუსერები აზჰარუდინ ისმაილს და ფილმის კიდევ ერთ ვარსკვლავს რუბინა ალის ახალი ბინების ყიდვას დაპირდნენ. ქალაქის ხელისუფლებამაც პირობა დადო, რომ ბავშვებზე იზრუნებდა, მაგრამ როგორც ეტყობა ჯერ–ჯერობით ეს დაპირებები სიტყვებად რჩება.

როცა ვიხსენებ ამ და სხვა ბავშვების ბედნიერ და გაკვირვებულ სახეებს ოსკარის ცერემონიაზე და შემდეგ როცა წარმოვიდგენ, რომ შინ დაბრუნებისას ისევ ჯურღმულებში მოუწევდათ ცხოვრება, ძალიან ცუდ განწყობაზე ვდგები. მაგრამ მაინც იმედს ვიტოვებ, რომ ისინი, ვინც ამ ბავშვებს კარგ ცხოვრებას დაპირდნენ, აუცილებლად დაეხმარებიან. მათ ეს ნამდვილად დაიმსახურეს.

2 комментария:

მარიამ ბლანკი¹³ комментирует...

aseti rameebis gamo mezizgeba yvenaiari xelisufleba!!
rogorc unda ise chrian da keraven yvelgan da yoveltvis!!!
amxela sixaruli ,momentalurad mokles am bavshvebshi!! fu sazizgrebi arian ra!

rumirumi71 комментирует...

ვერ წარმომიდგენია, რა გული უძლება დედა ტერეზას კალკუტაში როცა ცხოვრობდა, კალკუტას ჯურღმულები, როგორც ვიცი მუმბაიზე უარესია. თუმცა ქალაქებში უსახლკაროები, ისეთები, ვისაც ჯურღმულებიც კი არ აქვთ, რომ იცხოვრონ, ინდოეთში ახალი ამბავი არ არის. როცა პირველად ხედავ ამას, შეიძლება გული გაუსკდეს ჩვენებურ ადამიანს. ძნელია იმის გაგება და მიღება, რომ ადამიანები ასე ცხოვრობენ 21–ე საუკუნეში, მაგრამ ეს რეალობაა და ბევრი კი არა და უმეტესობა შეგუებულია. როცა ამას ხედავ, პირველი გრძნობა, რაც გიჩნდება, რა თქმა უნდა შეცოდებაა და გინდება რომ დაეხმარო, მაგრამ ათასობით, მილიონობით ადამიანს ყველას ვერ გაწვდები, ყველა ვერ იქნება დედა ტერეზა...
ამ ბავშვების მიმართ კი განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს, თუნდაც იმიტომ რომ გადასარევად შეასრულეს თავიანთი როლები და ძალიან ძალიან საყვარლები არიან, მაგრამ როგორც ვხედავთ ოსკარის ცერემონიაზე ყოფნა ადამიანისთვის შეიძლება ყველაფერს არ ნიშნავდეს...