გელით facebook–ზე

14.08.2009

ცისკენ მიმავალ გზაზე: რიშიკეშიდან ჰიმალაებში

ვაგრძელებთ ვირტუალურ მოგზაურობას ინდოეთში. სიამოვნებით მინდა აღვნიშნო, რომ ეს ზღაპრული ქვეყანა ბედნიერს ხდის არა მარტო ამ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა, ნებისმიერო კასტიდან თუ სოციალური წრიდან ყოველთვის გიღიმის, არამედ ჩასულ სტუმრებსაც, რომლებიც კარგად აცნობიერებენ, რომ ბევრ რამეს, დაწყებული ცხოველებით და დამთავრებული ჭიაყელებითაც კი, აქ ღვთიური და წმინდა დანიშნულება აქვს, მაგრამ მოგზაურები მშვენივრად ახერხებენ ეს ყველაფერი სასიამოვნო იუმორის ფარგლებში მოაქციონ და წმინდა და ღვთიური არსებებიც კი სახალისო ფერებში წარმოგვიდგინონ. თვითონ ინდოეთიც ხომ ღვთიური მრავალფეროვნებაა და სხვანაირად არც გამოვიდოდა. ამჯერად ჩვენი სტუმარია მოგზაური მარია პ., რომელიც თავისი შთაბეჭდილებების შესახებ მოგვითხრობს. აი რას გვიყვება იგი:

ეს ჩემი პირველი მოგზაურობა იყო ინდოეთში, რომლის აუცილებლობაც უკვე დიდი ხანია მომწიფდა. უპირველეს ყოვლისა, უკვე ძალიან ბევრი ადგილი მოვინახულე მსოფლიოში, მაგრამ ინდოეთში რატომღაც აქამდე არ ჩავსულვარ. გარდა ამისა, ორი წლის განმავლობაში იოგას აქტიური პრაქტიკა სრულიად ნათლად მოითხოვს სულ ცოტა აუთენტიზმს მაინც. სპეციალურად არ ვგეგმავდი, მაგრამ ისე მოხდა, რომ ინდოეთის გაცნობა რიშიკეშიდან დავიწყე – იდეოლოგიურ იოგა–ცენტრიდან.

მოგზაურობისთვის მაისის დასაწყისი ავირჩიეთ. ეს ის დროა, როცა თვითონ ინდოეთში ჯერ არც ისე სასიკვდილოდ ცხელა, მაგრამ უკვე იხსნება მთიანი უღელტეხილები, რომლებიც ოქტომბრიდან მოყოლებული მაისამდე თოვლითაა ჩახერგილი. ზაფხულში თუ გაემგზავრები, მზეზე შეიწვები ან წვიმები ძვლებსაც კი დაგილპობს, ზამთარში წახვალ და – მთაში ვერ მოხვდები. ამიტომ მაისის შუა რიცხვები ან ოქტომბრის ბოლო საუკეთესო დროა მათთვის, ვისაც ინდოეთის მონახულებაც სურს და მთებში გასეირნებაც.

წმინდა რიშიკეში

რიშიკეში – ეს ინდოეთის ის საოცარი ქალაქია, სადაც თითქმის არ არიან ადგილობრივი მაცხოვრებლები (ყოველ შემთხვევაში, დიდი ხნის მანძილზე ჩვენ ასე გვეგონა). ქალაქი მდინარე განგის ნაპირზეა გაშენებული ამ მდინარის თითქმის სათავეში. მთელი ქალაქი – ეს მხოლოდ და მხოლოდ ინდუისტური ტაძრები და აშრამებია. ქალაქში ცხოვრობენ ინდუსი გურუები, ინდუსი სადჰუები, იოგას მიმდევარი ევროპელები, წმინდა ძროხები, ვეგეტარიანელი ძაღლები და გათავხედებული მაიმუნები.

ჩვენი საყვარელი ძროხა რიშიკეშში

პირველი ორი დღის განმავლობაში ყველაფერი ამის გამო კოშმარები გველანდებოდა. თავიდან სიარულიც კი გვიჭირდა, იმიტომ რომ ფეხქვეშ მუდამ რაღაც გვებლანდებოდა: ადამიანები, ძროხები, ძროხის ნაკელი, ძაღლები და სურსათის ნარჩენები. ნირვანასთან დაახლოებული მდგომარეობა კი მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ გვეწვია, როცა უკვე გავითავისეთ, რომ ყველაფერ იმას, რაც „ცივილიზებული“ სამყაროდან მოსულ ადამიანს შოკში აგდებს, უკვე ყურადღებას აღარ ვაქცევდით, ხოლო ყველაფერი დანარჩენისგან კი უდიდეს სიამოვნებას ვიღებდით.
ქუჩა რიშიკეშში, ლაკშმან–ჯულას რაიონი

რიშიკეშის მთავარი ორიენტირები მდინარე განგზე გადებული ორი ხიდია: ლაკშმან–ჯულა და რამ–ჯულა. მდინარის ერთი ნაპირიდან მეორეზე ავტომობილით ვერ მოხვდები – მხოლოდ ფეხით ან მოპედით, რადგან ხიდები ძალიან ვიწროა, და ყველაზე ფართო, რასაც ამ ხიდზე გავლა შეუძლია, ძროხებია, რომლებიც კიდევაც აკეთებენ ამას, ანუ საკუთარი ნებით დასეირნობენ ხიდზე წინ და უკან (და არა მარტო ხიდზე) და ხშირად ხალხმრავალ ხიდზე გასავალსაც კი კეტავენ.
რამ–ჯულა – ერთი სანაპიროდან მეორეზე

თუმცა თუ ძალიან გეზარება ფეხით გადასვლა ერთი სანაპიროდან მეორეზე, ამისთვის მოტორიანი ნავებიც არსებობს. ნავზე ასვლისას თავიდან გგონია, რომ დიდი ვერაფერი სიამოვნებაა ამ მცურავი საშუალებით გასეირნება, მაგრამ მდინარის შუაგულში ისეთი სიგრილეა, რომ ამ „ბორნით“ გასეირნება თუნდაც ამის გამო ღირს. ფასი – ჩათვალეთ, რომ თითქმის უფასოა, ასე რომ სალაპარაკოდაც არ ღირს.
საბორნე გადასასვლელი მდინარე განგზე რიშიკეშში

რამ–ჯულას რაიონი უფრო მესიმპატიურა. ის თითქმის მთლიანად აშრამებისგან შედგება – უზარმაზარი სახლი–ციხესიმაგრებისგან, რომლებშიც ისევ და ისევ თითქმის უფასოდ შეგიძლია გაჩერდე რამდენიმე დღით და დადგენილი განრიგის მიხედვით იოგას სხვადასხვა პრაქტიკაში მიიღო მონაწილეობა.
ძველი აშრამი რიშიკეშში

აშრამში ცხოვრების საფასური უფრო მეტად სიმბოლურია – მაგრამ მის ტერიტორიაზე რამდენიმე წესი მოქმედებს, რომელთა დაცვა აუცილებელია. მაგალითად, 22.00 საათზე ჭიშკარი იკეტება, და ვინც ვერ მოასწრო შესვლა, მას დააგვიანდა და თავის თავს უნდა დააბრალოს. სასტიკადაა აკრძალული ალკოჰოლის მიღება. აშრამები ისევ და ისევ პილიგრიმებისგან შემოსული შემოწირულობებით ცხოვრობენ.
აშრამის შიდა ეზო რიშიკეშში

ერთერთმა აშრამმა რამდენჯერმე გადაგვარჩინა თავისი ჩრდილიანი შიდა ეზოთი, რომელზეც ყოველთვის გავივლიდით ხოლმე, როცა გავარვარებული მზის ქვეშ 35 გრადუსზე მოვიხრუკებოდით.
რიშიკეშის ერთერთი აშრამის პარკი

ჩვენ სასტუმროში ვცხოვრობდით, და არა აშრამში. რიშიკეშში ისევე უამრავი ოდენობის სასტუმროა, როგორც აშრამები, და ყველა მათგანში არის დარბაზი იოგასთვის.
სადჰუს ცხოვრების ტიპიური წესი

ჩვენს სასტუმროს ერქვა Green Hotel და ნომრის ფასი იყო 600 რუპია (15 დოლარი) დღეში. სავსებით ნორმალური სასტუმროა, ცხელი წყალი მუდამაა, ხოლო დენის მოწოდებაში მინიმალური პრობლემები იყო, რაც უსიამოვნებებს სულაც არ გვიქმნიდა.
მაიმუნები Green Hotel–ის ნომრის დალაშქვრას აპირებენ

Green Hotel–ის ყველაზე მთავარი ღირშესანიშნაობა სასტუმროს რესტორანია. ეს რესტორანი იტალიურად ითვლება, მაგრამ „იტალიურ“ კერძებს (პიცა და მაკარონი) მხოლოდ ბავშვები ჭამდნენ, ჩვენ კი ინდური სამზარეულოს მრავალფეროვნებით ვტკბებოდით. როგორც წესი, ათამდე სხვადასხვა კერძს ვუკვეთავდით, და შემდეგ ყველაფერს ერთმანეთს ვუსინჯავდით. საბოლოო ჯამში თითოეული ჩვენგანი სადილში 100 რუპიამდე ვიხდიდით (2,5 დოლარი) და ოფიციანტებს ჩაისთვისაც ვუტოვებდით.
ყველაზე თვალწარმტაცი ტაძარი რიშიკეშში განგის სანაპიროზე

კიდევ ერთი მშვენიერი რესტორანი Chotiwalas პირდაპირ რამ–ჯულას ხიდთან მდებარეობს. ამ რესტორანში კარგი სამზარეულოს გარდა საკმაოდ ღირებული „ბონუსია“ ტერასა მეორე სართულზე. ხო მართლა, რამაც ყველაზე ძალიან გაგვაკვირვა, რიშიკეშში თითქმის არ ყოფილან კოღოები და სხვა მწერებსაც ძალიან არ შევუწუხებივართ.
რიშიკეშის სანაპირო

რიშიკეშის საზომებით ფეშენებელური რესტორანი განთავსებულია სასტუმრო Great Ganga მდინარის მეორე ნაპირზე. და კიდევ ერთი რესტორანი შეგვიყვარდა ჩვენი მოგზაურობის დასასრულს Little Buddha Cafe, რომელიც ზედა გზაზე მდებარეობს ლაკშმან–ჯულასთან ახლოს და მასში ამზადებენ როგორც ინდურ, ასევე ტიბეტურ კერძებს. ჩვენ კი ეს რესტორანი იმიტომ შეგვიყვარდა, რომ აქ ამზადებენ საშინლად კარგ „ლასის“ – რძის მომჟავო კოქტეილი ბანანის, მანგოს და პაპაიას დანამატებით.
Little Buddha Cafe
შოპინგი რიშიკეშში უფრო მოკრძალებული გამოგვივიდა, ვიდრე ის, რასაც ჩვენი მეგობრები გვიყვებოდნენ გოაში ან ოქროს სამკუთხედზე მოგზაურობის შემდეგ. რითაც რიშიკეშს შეუძლია დაიტრაბახოს, ეს არის წიგნის მაღაზიები, სადაც ნებისმიერი ლიტერატურის ყიდვა შეიძლება ინგლისურ ენაზე ინდოეთის, ინდუიზმის და ათასგვარი პრაქტიკების შესახებ.

სავაჭრო ცენტრი რიშიკეშში
საკმაულები, რომლითაცაა განთქმული ინდოეთი, რიშიკეშში ორ ნაწილად იყოფა – ძალიან ძვირი ნაწარმი და ძალიან იაფი ნაგავი. ტიბეტური მარჯნის მძივი, რომელიც ძალიან მომეწონა, უფრო სამახსოვროდ ვიყიდე, ვიდრე სატარებლად და მასში 100 დოლარი გადავიხადე. იმავე მაღაზიაში მართლაც ძალიან კარგი რუდრაკში მომყიდეს იგივე ფასში. შევაჭრებას აზრი არ ჰქონდა, ვერც იმით დაიმუქრები, რომ მეზობელ მაღაზიაში გადახვალ – ყველა მეზობელი მაღაზია იმავე პატრონის კუთვნილებაა.
ინდოელი ქალი აშრამში

იაფფასიანი სამკაულები მშვენივრად გამოიყურება ინდოელ ქალებზე, მაგრამ სასტიკად არ უხდება ევროპულ ხელებსა და ფეხებს. იგივე შეიძლება ითქვას ტანისამოსზეც. მაგრამ ჩვენ მას მაინც ვყიდულობდით, რადგან ამ ტანსაცმელში ინდოეთში ბევრად თავისუფლად გრძნობ თავს, ვიდრე იმაში, რაც სახლიდან წავიღეთ. ფასები სრულიად სასაცილოა: ტანისამოსი ნაკერების გარეშე – 100 რუპია (2,5 დოლარი), ნაკერებით – 150 რუპია, ნაკერებით და შესაკრავებით – 200 რუპია.
გამხმარი ნაკელი, რომელსაც საწვავადაც იყენებენ და სამშენებლო მასალადაც.

პირველი ნაწილის დასასრული. გაგრძელება იქნება...

8 комментариев:

Toma комментирует...

არაერთხელ მითქვავს რომ ძალიან მომწონს ინდოეთი. კულტურა, ფილოსოფია, არქიტექტურა ძალიან საინტერესო აქვთ მაგრამ ამავდროულად ჩემტვის ძლიან ძნელია იმ ჭუჭყის მიღება რაც ამ ქვეყანაშია (სურათებზე რასაც ვხედავ)

რამაზ გიგაური комментирует...

http://www.youtube.com/watch?v=6OIVhBGbRM0&feature=PlayList&p=F30EB3D88C05F8F5&playnext=1&playnext_from=PL&index=1

rumirumi71 комментирует...

geoastrolog დიდი მადლობა ამ ვიდეოსთვის :):) ამ სიმღერის MP3 ვერსია მაქვს და ბევრი სხვა მსგავსიც, მე ვფიქრობ რომ ეს ანურადჰა პაუდვალი მღერის მგონი. ძალიან მაგარია, და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა :):):) გაიხარე

რამაზ გიგაური комментирует...

:)
არაფრის. პირიქით, მადლობ შენ, რადგან შენს ბლოგზე რომ მოვუსმინე, ძალიან მომეწონა, დავსერჩე ეს ვიდეო და მისგან გავაკეთე MP3. ხშირად ვუსმენ.

Анонимный комментирует...

My developer is trying to persuade me to move to .net from PHP.

I have always disliked the idea because of the costs.

But he's tryiong none the less. I've been using Movable-type on a variety of websites for about a year
and am worried about switching to another platform.
I have heard fantastic things about blogengine.net.

Is there a way I can transfer all my wordpress posts into it?
Any kind of help would be greatly appreciated!

Look at my web page :: simply click the up coming post

Анонимный комментирует...

The гeport hаs confіrmed helρful
to me personаlly. It’ѕ extremеlу helpful аnԁ you are clеaгly
еxtгеmеly еducated іn this areа.

Yοu get opеned our eyes in order to dіffеrent vіews on this ρaгticular ѕubjесt mаtteг uѕing
іntгiquing, notable and sounԁ artіcles.


Also visit my ѕite ... http://coisas.janjos.com/index.php?title=Utilizador:KatiaK87
Review my weblog Buy meridia

Анонимный комментирует...

Very good info. Lucky me I ran across your site by accident
(stumbleupon). I've book-marked it for later!

My blog: easy money

Анонимный комментирует...

Hi there! Do you use Twitter? I'd like to follow you if that would be ok. I'm undoubtedly
enjoying your blog and look forward to new updates.


Have a look at my homepage - how to cheat in cityville