გელით facebook–ზე

25.07.2009

ბოლივუდის სიახლეები მოკლედ

შაჰიდ კაპურს რაჯივ განდის პრემია მიანიჭეს

28 წლის მსახიობს შაჰიდ კაპურს რაჯივ განდის სახელობის პრემია მიანიჭეს. მანამდე ეს პრესტიჟული პრემიები მიუღიათ ამიტაბჰ ბაჩანს, შაჰრუქ ანს და აიშვარია რაის. წელს შაჰიდის მონაწილეობით სამი ახალი ფილმი გამოდის: Kaminey (რეჟისორი ვიშალ ბჰავარჯი), Dil Bole Hadippa! (რეჟისორი ანურატ სინგჰი) და ამ ფილმში შაჰიდის პარტნიორი რანი მუქერჯი იქნება, რომელსაც მამაკაცის ტანსაცმელში გადაცმული მუსიკოსის როლის შესრულება მოუწია, და მესამე ფილმია რეჟისორი კენ გჰოშის Yahoo.

პრეზიდენტი მთავარ როლში

ინდოეთის ყოფილმა პრეზიდენტმა დოქტორმა აბდულ ქალამმა მონაწილეობა მიიღო ფილმში „მე ქამალი ვარ/ Main Kalam Hoon“ (რეჟისორი მადჰავ პანდეია). ფილმის პრემიერა კანის კინოფესტივალზე შედგა. სურათი სხვა საერთაშორისო კინოფესტივალებზეც იქნება ნაჩვენები. დოქტორი აბდულ ქალამი საკუთარ თავს თამაშობს. სურათის მიხედვით, რაჯასტანის ჯურღმულებში პრეზიდენტი პატარა ბიჭს შეხვდა, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტობა სურს. ფილმში ასევე მონაწილეობს ფრანგი მსახიობი სოფი ბრუსტალი, რომლის გმირიც ინდოეთში ბედნიერების საძიებლად ჩავიდა და რომელსაც ინდოელი მამაკაცი შეუყვარდება, რომელსაც გულშან გროვერი ასრულებს.

აიშვარიას მაკიაჟი

მშვიდი და აუღელვებელი აიშვარია რაი–ბაჩანი სულაც არ დუმს, როდესაც სიტუაცია ისე განვითარდება, როგორც მას არ მოესურვება. სულ ახლახანს აიშვარიამ თავისი ნატურის აგრესიული მხარეც გამოავლინა, როდესაც უარი განაცხადა სონამ კაპურთან ერთად კანის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე გავლაზე. ამჯერად კი სკანდალი მოხდა რეჟისორ ვიპულ შაჰის ფილმის Action Replay გადაღებაზე, სადაც აიშვარიამ უარი თქვა უცხოელ ვიზაჟისტებთან მუშაობაზე, რომლებიც სპეციალურად ფილმისთვის დაიქირავეს, და მოითხოვა, რომ მისთვის მაკიაჟი მის პირად ვიზაჟისტს ოჯას რაჯანის გაეკეთებინა.

ვიპულ შაჰმა მაკიაჟის სფეროში საუკეთესო პროფესიონალები დაიქირავა მსახიობებთან სამუშაოდ. მსახიობები უბრალოდ უნდა მისულიყვნენ ვიზაჟისტებთან საგრიმიოროში მაკიაჟის დასადებად. ყველაფერი ისე იყო მოწყობილი, როგორც ჰოლივუდში. ყველა სხვა მსახიობმა ეს შეასრულა, მაგრამ აიშვარიამ თხოვნის იგნორირება მოახდინა, მისი ვარსკვლავის საერთაშორისო სტატუსის გათვალისწინებით. რეჟისორი შეშინდა, რომ აიშვარიას გამოხტომებმა შესაძლოა ფილმის გადაღებები შეაფერხოს.

აიშვარიას მხრიდან ასეთი დემარშები პირველი არ არის. ადრე მას მსგავსი პრობლემა შეექმნა ფილმის „პატარძალი და ცრურწმენები“ გადაღებებზე, სადაც მას ოსტატების საკუთარი შტატი ჰყავდა აყვანილი. მაგრამ რეჟისორი ვიპულ შაჰი უარყოფს ყველა ამ ინფორმაციას და ამბობს, რომ ეს სრული ნაბოდვარია. „არ ვიცი, რატომ ცდილობენ აიშვარიას წარმოჩენას ცუდი სახით. ის ნამდვილი პროფესიონალია და არასდროს გააკეთებდა რამე ისეთს, რაც ფილმის გადაღებებს საფრთხეს შეუქმნიდა“. ამის შესახებ წერს mumbaimirror.com.

Комментариев нет: