გელით facebook–ზე

28.09.2009

ჯულია რობერტსის მონაწილეობით ფილმის გადაღებებმა ინდური ფესტივალი ჩაშალა

ინდოეთის ერთერთი სოფლის მაცხოვრებლებმა მსახიობი ჯულია რობერტსი იმაში დაადანაშაულეს, რომ იგი რელიგიური ფესტივალის ნავარატრის ჩაშლას ცდილობს. ყველაფრის მიზეზი კი გახდა მორიგი ფილმის გადაღებები ჯულია რობერტსის მონაწილეობით, რომლებიც ერთერთ ადგილობრივ ტაძარში მიმდინარეობს. ამჟამად მსახიობი მთავარ როლს ასრულებს ფილმში „ჭამა, ლოცვა, სიყვარული“ ამერიკელი მწერლის ელიზაბეტ ჯილბერტის რომანის მიხედვით. სიუჟეტის თანახმად, მისი გმირი გაყრას მძიმედ განიცდის და ცდილობს საკუთარი თავი იპოვოს ინდუისტური ფილოსოფიის წყალობით.

გადაღებების დროს ჯულია ბევრს ესაუბრა სასულიერო პირს სვამი დარამ დევს, და იმდენად განიმსჭვალა ინდური კულტურით, რომ თავის შვილებს ახალი, ინდური სახელები მისცა. ტყუპებს ჰეიზელ პატრიშს და ფინეას უოლტერს, რომელთაც ნოემბრის ბოლოს 5 წელი შეუსრულდებათ, ამიერიდან ლაკშმი და განეშა ჰქვიათ. აღსანიშნავია, რომ მითოლოგიის თანახმად, უმშვენიერესი ლაკშმი – კეთილდღეობის ქალღმერთი, მშვიდობის მფარველი ღმერთის ვიშნუს ცოლია, ხოლო განეშა – სპილოსთავიანი ღმერთი სიბრძნის ღმერთია.

ჯულიას უმცროსმა ვაჟმა, ჰენრი დენიელ მოდერმა, რომელიც მსახიობისა და კინოოპერატორ დენიელ მოდერის ოჯახში 2007 ივლისში დაიბადა, ასევე მიიღო ინდური ღმერთის სახელი. ამიერიდან მას კრიშნა ბალპრამი ჰქვია – ასე უწოდებენ კრიშნას ჩვილი ბავშვის ასაკში.

მაგრამ ადგილობრივ მაცხოვრებლებს ჯულია რობერტსის სულიერი ძიებანი ნაკლებად აღელვებთ – ქალღმერთ დურგასთვის თაყვანისცემის დღეებში მათ ძალიან სურთ თავიანთ ტაძარში მოხვედრა. მაგრამ უსაფრთხოების მიზნით ტაძარში შესასვლელი პოლიციას აქვს გადაკეტილი. „ეს დროის ყველაზე წმინდა დროა“ – აღშფოთებას ვერ მალავს ერთერთი ადგილობრივი მორწმუნე, – „საკუთარ ტაძარში შესვლის უფლებას არ გვაძლევენ. ეს შეურაცხმყოფელია“.

ამავდროულად თავისი დაცვისა და გადაღებების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად კინოვარსკვლავმა 350–მდე ადამიანს მოუყარა თავი. მსახიობს არა მარტო პირადი დაცვა იცავს, არამედ პოლიცია, სნაიპერები და ვერტმფრენებიც კი.

3 комментария:

Toma комментирует...

eseigi, mag axlxs, ratakebs religia da desascaulebi aqvt cmindatacminda da imis nebasac ar adzleven ise moiqcnen rogorc tradiciebi aswavlit.

Анонимный комментирует...

vai juliaze es ra gavige :DD

rumirumi71 комментирует...

რაო როდრიგო, რა გაიგე ამისთანა :) ან რაღა დროს ეს ნიუსია :))))