გუშინ ინდოეთში
დასრულდა საპრეზიდენტო არჩევნებზე მიცემული ხმების დათვლა. როგორც მოსალოდნელი იყო,
არჩევნებში მმართველი კოალიციის კანდიდატმა პრანაბ მუკერჯიმ გაიმარჯვა. პრეზიდენტის
თანამდებობა ინდოეთში ცერემონიალურ თანამდებობად ითვლება, მაგრამ იმის გამო, რომ ქვეყნის
წამყვანი პარტიები გავლენას კარგავენ, პრეზიდენტის თანამდებობას ბოლო დროს გაცილებით
მეტი მნიშვნელობა ენიჭება, ვიდრე ეს ადრე იყო ჩვეულებრივ სიტუაციაში. თუმცა, როგორც
ექსპერტები ფიქრობენ, კონსტიტუცია პრეზიდენტს თავისი უფლებამოსილებების გადამეტების
საშუალებას არ მისცემს.
მმართველი კოალიციის
წამყვანი პარტია „ინდოეთის ნაცილონალური კონგრესი“–ს ვეტერანი, 76 წლის პოლიტიკოსი
პრანაბ მუკერჯი უკვე მრავალი ათეული წლის განმავლობაში პოლიტიკური ბრძოლის ეპიცენტრში
იმყოფებოდა, მიუხედავად იმისა, კონგრესი იყო ხელისუფლების სათავეში თუ ოპოზიციაში.
მუკერჯის სხვადასხვა დროს ეკავა საგარეო საქმეთა მინისტრის, თავდაცვის მინისტრის და
უშუალოდ არჩევნების წინ კი ფინანსთა მინისტრის პოსტები. ითვლება, რომ ამ უწყების ხელმძღვანელი
სამთავრობო იერარქიაში მეორე ადგილზე დგას პრემიერ–მინისტრის შემდეგ.