ამერიკელი ქორეოგრაფი ჯეიმს მარტინ კუდელკა, რომელსაც დადგმული აქვს ცეკვები ისეთი მომღერლებისთვის, როგორებიცაა ჯასტინ ტიმბერლეიკი, ჯანეტ ჯეკსონი, პინკი და ჯგუფი N'Sync, ბოლივუდში მიიწვიეს. მას მოუწევს მუსიკალური ნომრების დადგმა რეჟისორ კენ გჰოშას ფილმისთვის Krumping. ამ ფილმში მთავარ როლს შაჰიდ კაპური ასრულებს. როდესაც ქორეოგრაფმა შაჰიდი რეპეტიციებზე ნახა, აღფრთოვანება ვერ დამალა მსახიობის ნიჭით: „შაჰიდი – ფანტასტიური მოცეკვავე და ნიჭიერი მოსწავლეა. ის საშინლად კონცენტრირებულია და მთლიანად ჩართულია მუშაობაში“.
ამერიკელი ქორეოგრაფის რა გითხრათ, ეტყობა ძალიან ცოტა ბოლივუდური ფილმი აქვს ნანახი, ამიტომაც გაუკვირდა ასე ძალიან შაჰიდის ცეკვა. ალბათ ცოტა ხანი თუ დაჰყოფ ბოლივუდში, დანიახავს, რომ ყველა ინდოელი მსახიობი საკმაოდ კარგად ცეკვავს და მათი უმეტესობა კი გადასარევად. შეიძლება შაჰიდის ცეკვამ კი არა, სულ სხვა რამემ მოხიბლა ოკეანისგაღმელი ქორეოგრაფი :)
Комментариев нет:
Отправить комментарий