ცნობილი მსახიობები და შოუბიზნესის წარმომადგენლები ხელისუფლებაში ინდოეთისთვისაც არ არის უცხო. ამჟამად წინასაარჩევნი კამპანიაა გაჩაღებული მთელს ქვეყანაში და ყველა პარტია ცდილობს, რომ თავის მხარეს გადაიბიროს ცნობილი მსახიობები. არც ისე დიდი ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ დეპუტატად კენჭსიყრაზე თანხმობა განაცხადა სანჯაი დატმა. ამჯერად კი გავრცელდა ცნობები, რომ აიშვარია რაი–ბაჩანსაც შესთავაზეს, რომ პარლამენტის დეპუტატი გახდეს პარტიიდან Samajwadi. ბაჩანების ოჯახს, ვისი რძალიც გახლავთ შეუდარებელი სილამაზის აიშვარია, ამ პარტიასთან მჭიდრო კავშირები აქვს, რადგან პარტიის მეთაური ამარ სინგჰი ამიტაბჰ ბაჩანის ახლო მეგობარია, ხოლო აიშვარიას დედამთილი ჯაია ბაჩანი თვითონ არის ამჟამად მოქმედი პარლამენტის დეპუტატი ამ პარტიიდან.
თავის დროზე პარლამენტის დეპუტატებად მუშაობა მოუწიათ ისეთ მსახიობებს, როგორებიცაა ვიჯიანტიმალა, რაჯეშ კჰანა, შატრუგჰან სინჰა, რაჯ ბაბარი, ჯაიაპრადა, ჰემა მალინი და დჰარმენდრა.
4 комментария:
saertod kashmaria ra varskvlavebi xelisuflebasa da zogad mtavrobashi uujas!!
tan aseti qalis mocdena parlamentze veraa kai ambavi
მართალი ხარ, მაგრამ რა იცი რა ხდება. თავის დროზე რეიგანი მთელი აშშ–ის პრეზიდენტიც იყო, და ამით არავის წაუგია საბჭოთა კავშირის გარდა :) რა იცი, აიშვაირამ ინდოეთი და პაკისტანი შეარიგოს? :):):) (შუტკა :):)
ყოჩაღ ინდოელ ქალებს! :))
ყოჩაღ კი, მაგრამ მთლიანობაში ძალიან საცოდავები არიან, უუფლებონი და შევიწროებულნი.. არა და ინდირა მთელ ქვეყანას მართავდა... დაბალ კასტებში საერთოდ ადამიანებადაც კი არ ითვლებიან.. საშინელებაა, მაგრამ ეს არ არის მიზეზი, რომ ქვეყანა შევიძულო.. ასე ცხოვრობენ ათასობით წლებია..
Отправить комментарий