ამ მჭიდროდ დასახლებულ ნახევარკუნძულზე ხალხების ისეთი ოდენობა ცხოვრობს, რომლებიც ბევრი სხვადასხვა რელიგიური მრწამსის მიმდევრები არიან, რომ ძალიან რთულია რამდენიმე ფრაზით დაახასიათო ტიპიური ინდური სამზარეულო, უფრო სწორად კი ამ სამზარეულოს სხვადასხვა სახეობები. ძალიან დამაბნეველია გავრცელებული აზრიც იმის თაობაზე, რომ ყველა ინდური კერძი მეტისმეტად ცხარეა – ეს განმარტება ქვეყნის მუსულმანურ ტერიტორიებს უფრო მეტად ეხება, ხოლო ჩრდილოეთში ზომიერი სამზარეულოა. ასევე დიდია არაბულ–სპარსული გავლენაც, მაგალითად, გავრცელებული ჩვეულება, რომელიც ცხელი კერძების მომზადებისას მაწვნის გამოყენებას ითვალისწინებს.
კიდევ ერთი მცდარი აზრი ეხება კერძს სახელწოდებით „კარი“. საქმე იმაშია, რომ კარის არაფერი საერთო არ აქვს იმ ფხვნილთან, რომელიც ცნობილია კარის სანელებლის სახელწოდებით, სინამდვილეში კი ეს არის თხევადი მასის მეორე კერძი, რაგუს მსგავსად. მის ყველა ვარიაციაში კერძი შეკმაზულია სხვადასხვა სანელებლებით, რომელთაც ინდოელები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ. ამ სანელებლების „კლასიფიკაციის“ შკალა ძალიან დიდია – დაწყებული სასიამოვნო არომატიდან დასრულებული ტვინისამადუღებელი სიცხარით.
სანელებლების ამ ნაზავს, არ გაგიკვირდეთ და – „მასალა“ ჰქვია. ძველი ტრადიციების მიხედვით, ყოველი ცალკეული კერძისთვის მასალის განსაკუთრებული შემადგენლობაა გათვალისწინებული. პრაქტიკული მოსაზრებებიდან გამომდინარე, სანელებლების ზოგიერთი ნაზავი მზა სახითაც იწარმოება, და ფართო სავაჭრო ქსელში მათ კარის სანელებლების სახელწოდებით იცნობენ. ინდოეთის მოსახლეობაში ძალიან ბევრი ვეგეტარიანელიცაა, რომლებიც ბრინჯით და სხვადასხვა სახის ბოსტნეულით იკვებებიან, ზოგი ისეთი ბოსტნეულია, რომ ევროპელებს მათ შესახებ ცხოვრებაში არაფერი სმენიათ. ისინი საკვებად იყენებენ ასევე კვერცხს, მაგრამ უარს ამბობენ თევზსა და კიბორჩხალებზე. ამის მიუხედავად ზღვის ათასგვარ ცხოველებს ინდური სამზარეულოს რაციონში საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ.
ხორციან კერძებს, რომლებიც ქვეყნის ჩრდილო–დასავლეთში შეგვიძლია ვნახოთ უმეტესწილად, მუსლიმანი ინდოელები ძირითადად ცხვრისა და თხის ხორცისგან ამზადებენ. მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნის ჩრდილოეთ პროვინციებში კერძები უფრო სქელი სახით მზადდება, ხოლო სამხრეთისკენ უფრო მეტად სუპის სახით. მაგრამ ბრინჯი ყოველთვის ცალკე მზადდება. ბოსტნეულიდან პირველი ადგილი სამზარეულოში პარკოსნებს უკავია, განსაკუთრებით ცერცვს. დიდი მნიშვნელობა ენიჭება ასევე პიკანტური გემოს ძირხვენებსაც.
აღმოსავლეთი აზიის ქვეყნებისგან განსხვავებით ინდოეთში პურის უამრავი სახეობაა, რომლებიც ძირითადად ბლინის ან ფუნთუშების ფორმისაა. „პურეული“ მზადდება როგორც ხორბლისგან, ასევე ბრინჯის, სიმინდის და კარტოფილისგანაც კი. მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთში ხილისა და ბოსტნეულის უთვალავი სახეობაა, და ხშირად ტრაპეზის ბოლოს მათაც იყენებენ, უმეტესწილად დესერტად აქ მაინც კრემის ფორმით ან დაშაქრული მაწვნის მსგავს საკვებს მიირთმევენ.
მომავალში თუ შესაძლებლობა მომეცემა, რა თქმა უნდა ქართულად გასაგებად ვეცდები გარკვეული კერძების რეცეპტებიც შემოგთავაზოთ, მანამდე კი ამაზე მეტის დაწერას ინდურ სამზარეულოზე აზრი არ აქვს, რადგან ამ თემაზე მთელი ენციკლოპედიებს დაწერა შეიძლება :)
14 комментариев:
momshivdaaa
uh
gemrielia induri samzAREULO
nu rac me michamia yovelshemtxvevashi
momecona friad1
რა გემრიელი რაღაცეები ჩანს, თან როგორ მშია!
გაიხაღეთ გოგონებო, თქვენ რომ არ იყოთ კომენტარებს ვინ დამიტოვებდა :):):):) კიიი რა თქმა უნდა გემრიელიცაა და ცხარეც და საშინელიც :) მე უბრალოდ დავწერე როგორიცაა, დღეს მინდოდა ინდურში წასვლა და მეგობრები არ გამომყვნენ, დაპმლები, ხო და მარტო პოსტით შემოვიფარგლე ამჯერად :) თან ერთი ცალია ეს ოხერი აქ მგონი, მეტი არც ვიცი ინდური "ზავედენია" თბილისში. მართლა მიხარია, რომ კითხულობთ ჩემს პოსტებს :):):):):):):):):)
ინდური სამზარეულო მეც მიყვარს, თანაც ძაან, ძაან. რა ჯობია, ცხარე საჭმლის შემდეგ ჩაის რომ დააყოლებ. ჩაი რათქმაუნდა ინდური . უუუუუჰ მაგარია
tu shegidzliat mogviyvet, mainc ra sunelebi unda vuqna `karis` fxvnils? tu icit ratqmaunda:))
da kidev visac moswons induri samzareuloestumret vebgverd www.kuking.net
tumca receptebi rusuladaa.saneleblebis modzebnas tu shedzlebt magalitad rogoric imbiria, qartulad ar vici ra qvia, misamarti mimaswavlet:)))))
natia.
ნათია, სამწუხაროდ დეტალებში სანელებლებზე მე ვერ დავწერ, იმიტომ რომ კომპეტენტური ამაში არ ვარ. შესაძლოა გარკვეული სანელებლების გადათარგმნა კი მოვახერხო, მაგრამ ეს იქნება ზღვაში წვეთი, რადგან რამდენიმე ათეული სანელებლისგან შედგება იგივე კარის ნაზავი და ასე შემდეგ :) თან გადათარგმნა რომც მოვახერხო რამის, ეჭვი მეპარება, რომ საქართველოში მათი შოვნა შეიძლებოდეს. და ამის გარდა კიდევ, ყველა სანელებელი და მათი ნაზავები ინდივიდუალურად უნდა იქნას შერჩეული ცალკეული კერძებისთვის. ეს ძალიან რთული ამბავია ასახლსნელად :)
geoastrolog ყვითელი კოჭა ნამდვილად არ ვიცი რა არის... მაგრამ კოჭა რომ იყიდება ბაზრობებზე ვიცი, და არ ვიცი ყვითელია თუ არა... საერთოდ ინდურ სანელებლებში ცუდად ვერკვევი, თითქმის არაფერი ვიცი მათ შესახებ სამწუხაროდ...
რაიმე განსაკუთრებული ინდური სპეციების მაღაზია ან განყოფილება რომ არ არის, ეს ვიცი, არ მსმენია ასეთი არაფერი. ინდურ რესორან მაჰარაჯაში რომ იკითხო, იქნებ იქ იცოდნენ რამე... მისამართია ახვლედიანის (პეროვსკაიას) 24.
vau ra magari samzareulo akvt neta gemoc aseti kargi akvs?
martlac mdidari samzareulo aqvs indoets da ugemrielesi sachmelebi martalia cota cxarea magram iseti gemrielia girs sicxaris motmenad me magalitad dzalian miyvars da induri chais momzadebac ki viscavle ukve :):):)
როგორ მიყვარს ეს გვერდი ^^ დიდი დიდი მადლობა ადმინს ^^ ისედაც მინდოდა ინდოეთის მონახულება და ამ ბლოგმა უფრო მომანდომა!
ისე სახლში პატარა ინდური საღამო კი მოვაწყვე და ინდური ტკბილეული "ჯალები" მოვამზადე, გემრიელი გამოვიდა, თუმცა 'ორიგინალ' ინდოელების მიერ მომზადებულსაც აუცილებლად შევადარებ :დ <3
დიდი მადლობა საინტერესოდ წერთ ბავშვობიდან მიზიდავს ინდოეტი და მისი კულტურა დღემდე ვერ მოვახერხე წასვლა მაგრამ აუცინლებლად წავალ და რჩევები რომელიც შემოგვთავაზე ძალზე საინტერესოა!
Dzalian gemrielad gamoiyureba yvelaperi 😍😍
Kargi informacia visac ar moscons indoeti imis deda
Отправить комментарий