ვერ წარმომიდგენია ადამიანი, რომელსაც ინდოეთი აინტერესებდეს, ინდური კინოც უყვარდეს და ნანახი არ ჰქონდეს ფილმი „ბობი“ და მისი სიმღერები არ მოსწონდეს. წუხელ ინდური კინოს მოყვარულებს, განსაკუთრებით კი ძველი თაობის წარმომადგენლებს ტელეკომპანია „კავკასიამ“ კიდევ ერთხელ გვაჩუქა სასიამოვნო საღამო და „ბობი“ გვაჩვენა რუსული დუბლირებით და კარგი ხარისხით. ძველი ინდური ფილმების ნახვისას ძველ რუსულ დუბლირებას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, რადგან მთელი ექსპრესიულობა და ემოციების სიძლიერე სრულად არის ასახული ამ დუბლიაჟში.
ამ თემაზე რამდენიმე ჩემს მეგობართან არაერთხელ მისაუბრია, რომელთან მე ინდოეთისა და ინდური კინოს „ექსპერტებად“ ვთვლი, და მათგანაც ბევრი საინტერესო ინფორმაცია მაქვს მიღებული. მაგალითად ის, რომ ძველ საბჭოთა დუბლირებაში ცნობილი და პროფესიონალი მსახიობები მონაწილეობდნენ და მეტწილად მათი დამსახურებაა, რომ ჩვენს ბავშვობაში ნანახი ფილმები ასე ახლო მიგვქონდა გულთან და ასე განვიცდიდით გმირების თავგადასავლებს. როგორც ამ ერთერთმა მეგობარმა „ექსპერტმა“ მითხრა, რომელიც საკმაოდ კარგად ფლობს ჰინდის ენას, ზოგ მომენტებში ეს ძველი რუსული დუბლირებული ფილმები რუსულად უფრო კარგი და სახალისო საყურებელია, ვიდრე ორიგინალში, რადგან საბჭოთა მსახიობები და დუბლირების ოსტატები იმდენად ხატოვნად აკეთებდნენ თავის საქმეს, რომ ორიგინალში ჩადებულ აზრს ხშირად აუმჯობესებდნენ და ამით დუბლირებული ფილმის ხარისხიც უმჯობესდებოდა. ეს ყველაფერი კი ამ ფილმებს ისეთივე პოპულარულს ხდიდა ჩვენთან, როგორც ინდოეთში. თბილისში არ ვიცი, მაგრამ რეგიონებში, პატარა ქალაქებში, დაბებსა და სოფლებში არსებული კინოთეატრები და კლუბები ასეთი ფილმების ჩვენებისას მაყურებელთა ნაკლებობას არასდროს უჩიოდნენ, სულაც რომ ჩვენება ზედიზედ 10–ჯერ ყოფილიყო. ამის მიზეზად ზოგი იმასაც ასახელებს, რომ ვიდეო–კულტურის შემოსვლამდე საბჭოთა კავშირში სხვა ფილმებზე – ევროპულსა და ჰოლივუდურზე მოსახლეობას ხელი არ მიუწვდებოდა, და ძალაუნებურად ინდური ფილმები იყო პოპულარულიო, თუმცა მე მათ მთლიანად ვერ დავეთანხმები, თუნდაც იმიტომ რომ ბევრი ახალგაზრდაა, სულ ახალი თაობის წარმომადგენლები, თბილისშიც და რეგიონებშიც, ვინც ინდური ფილმებითაა გატაცებული და დღეს ნამდვილად ვერავინ იტყვის, რომ სხვა კინოპროდუქცია დეფიციტშია.
ახალი ბოლივუდური ფილმები, როგორც წესი ნაკლებადაა დუბლირებული, მიდის პირდაპირი თარგმანი, და როგორც წესი ამ ფილმებს თვითონ მთარგმნელები ახმოვანებენ. რა თქმა უნდა ორიგინალური ტექსტები ფილმს თან გასდევს, მაგრამ ამ ყველაფერში საბოოლოო ჯამში ძალიან, თუ არა საშინლად იკარგება ხარისხი, როგორც ხმის, აუდიო ეფექტების, სიმღერების და საერთოდ ყველაფრის. „ჯურღმულელი მილიონერი“ ბოლივუდური ფილმი სულაც არ არის, მაგრამ რა უქნეს დუბლიაჟს? რუსული დუბლირება აბსოლუტური კოშმარია, უხარისხო, არაეფექტური, ფილმის მუსიკა, რომელსაც „ოსკარიც“ კი ერგო, ფილმში საერთოდ არ ისმის. და წარმოიდგინეთ რა დაემართა ფილმს ქართულად თარგმნისას... როგორც ერთმა მეგობარმა მითხრა, რომელმაც გარისკა და „ამირანში“ წავიდა ფილმის სანახავად, მითხრა, რომ იმდენად ცუდად იყო გახმოვანებული, რომ თვითონ ფილმში მუსიკალური თანხლებაც კი არეული იყო სხვადასხვა სცენებში, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ეს მუსიკაც კი თითქმის არ ისმოდა...
რუსულად არაპროფესიონალურად ნათარგმნ ინდურ ფილმებს რაც შეეხება, ეს უკვე სხვა მეგობარმა, მოსკოვში მცხოვრებმა ჟურნალისტმა მითხრა, რომ ისინი, ვინც ამ ფილმების რუსულენოვან ბაზარზე რეალიზაციით არიან დაკავებულნი, იძულებულნი არიან ასეთ თარგმანს დათანხმდნენ, რადგან პროფესიონალური დუბლირება ძალიან ძვირი ჯდება, მინიმუმ 100–200 ათასი დოლარი, და ეს მხოლოდ ერთი ფილმისთვის. ჰო და აქედან გამომდინარე უკვე ცხადია რატომაც ხდება ეს ყველაფერი... და ეს იმის გათვალისწინებით, რომ თანამედროვე რუსი მსახიობები სულაც არ არიან იმ დონის, რაც თავის დროზე საბჭოთა მსახიობები იყვნენ და როგორც ისინი უდგებოდნენ თავის საქმეს.
ახლა კი ის, რითაც დავიწყე – „ბობი“.
18 წლის რაჯს და 16 წლის ბობის პირველივე შეხვედრისას უყვარდებათ ერთმანეთი. მაგრამ ახალგაზრდებს ეტყობა ერთად ყოფნა არ უწერიათ... რაჯის მდიდარი და „პატივსაცემი“ მშობლები არასდროს დათანხმდებიან, რომ მათმა ვაჟმა ვიღაც ღარიბი მეთევზის ქალიშვილი შეირთოს ცოლად, თუნდაც ის მსოფლიოში ყველაზე ლამაზი გოგონა იყოს. სიყვარულს წინ აღუდგება ინდური საზოგადოების მკაცრი კანონები და კასტური უთანასწორობა. (თუმცა ფილმის რუსულ ვერსიაში სიტყვა „კასტა“ არსად არ მოიხსენიება, ეს ეტყობა საბჭოთა გავლენის ბრალი იყო, მაგრამ ჭეშმარიტი მიზეზი არ ვიცი). ახალგაზრდები იძულებულნი არიან თავიანთი ძლიერი გრძნობა დაიცვან. და ფილმის დასასრული... ვისაც არ უნახავს, მერწმუნეთ ნასიამოვნები დარჩებით.
მომხიბლავი რიში კაპური, ულამაზესი დიმპლ კაპადია, ჯეკ ბრაგანზას შემსრულებელი პრემ ნათჰი, აუცილებლად უნდა ვახსენოთ მუდმივი ბოროტმოქმედი პრემ ჩოპრა, და კიდევ მრავალი სხვა – ფილმში მსახიობების საუკეთესო ბუკეტი შეარჩია რაჯ კაპურმა, მას ეს ნამდვილად არ ეშლებოდა. და რა თქმა უნდა, ლატა მანგეშკარის ზებუნებრივი წმინდა ხმა და სასიამოვნო მელოდიები...
ამ ფილმზე, მასში მონაწილე მსახიოებებზე, მუსიკაზე, რეჟისორზე და ბევრ ბევრ რამეზე, რაც ფილმთანაა დაკავშირებული, ალბათ სქელტანიანი „ენციკლოპედიის“ დაწერაც კი შეიძლება, მაგრამ სიტყვა მემგონი ძალიან გამიგრძელდა და ამჯერად ამით შემოვიფარგლები.
აქ კი იგივე სიმღერა, რომელიც წინა კლიპშია, ახალ ფილმში სახელწოდებით MUJHSE DOSTI KAROGE.

3 комментария:
"ბობი".... ეს ფილმი თბილისის კინოეკრანებზე პირველად 1975 წლის ზაფხულში გამოვიდა. მახსოვს, სოფლიდან ახალი ჩამოსული ვიყავი უმაღლეს სასწავლებელში გამოცდების ჩასაბარებლად და ბიძაშვილი გოგონა აღარ მომეშვა, გინდა თუ არა კინო ვნახოთო. არადა, სოფელში ინდური ფილმებით "ყელამდე სავსე" ვიყავი და მეცადინეობისათვის დროის დაკარგვა არ მინდოდა. წავედით ოქტომბრის ქუჩაზე მდებარე ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის კინოთეატრში. არ მეგონა, მაგრამ ძალიან დიდი რიგი დაგვხვდა. როგორც იქნა მოვახერხეთ ბილეთის შეძენა და შევედით დარბაზში. მართალი გითხრათ, ჩემი ცუდი მოლოდინი არ გამართლდა - ფილმი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა, რაღაც მომენტებში დასავლური კინოკომპანიების მიერ გადაღებული სურათის ელ-ფერი დაკრავდა. სხვათა შორის, გამიკვირდა შიშველი ინდოელი ქალიშვილის (ბობი - დიმპლ კაპადია) ნახვა - სხვა ფილმებში მსგავსი რამ არსად არ ყოფილა. თანაც ქაშმირის ულამაზესი ბუნება, რაღაცით სხვა ფილმებისაგან განსხვავებული მელოდიური სიმღერები... თქვენ წარმოიდგინეთ, როცა ბიძაშვილმა კიდევ ერთხელ შემომთავაზა ფილმის ნახვა, უსიტყვოდ გავყევი. არ დაგიმალავთ და ზოგჯერ ახლაც სიამოვნებით ვუცქერი ხოლმე ამ მართლაც ინდურ კლასიკურ ფილმს. რაჯ კაპური გენიოსი რეჟისორი იყო...
ანონიმო, უღრმესი მადლობა კომენტარისთვის. როცა პოსტს ვწედი, ვჩქარობდი, საქმეები მაჩქარებდნენ, და ბოლომდე ვერ ვთქვი, რისი თქმაც მინდოდა. გეთანხმები ყველაფერში, რაც ბობის სიშიშვლეს და ქაშმირს შეეხება, უბრალოდ მე მაშინ 1975–ში და შემდგომ ძალიან პატარა ვიყავი, ეს რაღაცეები რომ ბოლომდე გამეგო, მაგრამ ფილმის ნახვის საშუალება იგივე ბავშვობაში არაერთხელ მქონდა.
გულდასაწყვეტია, რომ სახელი არ მიუთითეთ თქვენი :)
minda madloba gitxrat, mec siamovnebit vukureb indur filmebs, msiamovnebs tkveni interesi indoetis mimart,. es saocari kvekanaa, uzarmazari kontrastebit. ase gaagrzelet!
Отправить комментарий