გელით facebook–ზე

06.07.2009

ნებისმიერი ადამიანი სინათლის წყაროა

ამ ოდნავ ფილოსოფიური სათაურის და პოსტის მთავარი თემის რეკლამის მოსაწყენი ხასიათის მიუხედავად, ამჯერად რეკლამის მხიარულ მხარეზე გავამახვილებ ყურადღებას. მიუხედავად იმისა, რომ რეკლამის მთავარი დანიშნულებაა გასაყიდი საქონელი დაგვამახსოვრებინოს და ტელეეკრანებსა თუ სხვა ადგილებში ეს რეკლამა ხშირად თავსაც კი გვაბეზრებს, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ამას სხვა მხარეც ჰქონია. თურმე რეკლამას შეუძლია კარგ ხასიათზე დაგვაყენოს, ჩვენი ცხოვრების ბედნიერი მომენტები გაგვახსენოს და კიდევ ბევრი დადებითი ემოციები მოგვგვაროს. პირველ რიგში შემოგთავაზებთ საღეჭი რეზინის ინდურ რეკლამას, რომელმაც ამ ორიოდე წლის წინ როდესაც ვნახე, შეიძლება ითქვას რეკლამის მიმართ დამოკიდებულება შემაცვლევინა. 2007 წელს ამ სარეკლამო რგოლმა კანის კინოფესტივალზე ოქროს ლომი დაიმსახურა. ჩემი აზრით, ნამდვილად ეკუთვნოდა :)


აქვე გთავაზობთ კიდევ რამდენიმე ინდურ სარეკლამო რგოლს, რომელთა ნახვის შემდეგაც იმ ადამიანებს, ვისაც ინდოეთი უყვარს, და არა მარტო ამ ადამიანებს, კარგი ხასიათი გარანტირებული აქვთ.

ეს არის ხველების წამლის "გლიკოდინის" რეკლამა:


ეს კრეკერების რეკლამაა:


ეს არის "ბინდის", შუბლზე გასაკეთებელი ნიშნის საღებავის რეკლამა. ამ ნიშანს გათხოვილ ქალებს უკეთებენ. ითვლება, რომ ბინდი იმ ადგილზე, სადაც მას უკეთებენ, ქალს უცხო მამაკაცებისგან დაიცავს, იმიტომ რომ მამაკაცები ხშირად აღვირახსნილები არიან. ხოლო გათხოვლმა ქალმა თავის მეუღლეს ერთგულება უნდა შეუნახოს. ეს თავისებური დამცავი ნიშანია გათხოვილი ქალის პატიოსნებისათვის:


Комментариев нет: