შაჰრუქი ეპიზოდურ როლებში თამაშს აღარ აპირებს
ამის მიუხედავად, მან გამონაკლისი გააკეთა თავისი მეგობრის მაკრანდა დეშლანდესთვის და მონაწილეობა მიიღო ეპიზოდურ როლში მის ფილმში „შაჰრუქმა თქვა: ლამაზი ხარ/ Shahrukh Bola Tu Khubsurat Ho“. ამ ფილმში შაჰრუქი, რომელიც თავის თავს ასახიერებს, მეყვავილე გოგონას ჩაუვლის (რომელსაც პრიტიკა ასრულებს) და ეუბნება მას „Tu Khubsurat Ho“, რა ნიშნავს „შენ ლამაზი ხარ“. რეჟისორ დეშპანდეს თქმით, შაჰრუქმა არამარტო უფლება მისცა, რომ რამდენიმე კადრი გადაეღოთ მის სახლსა და ავტომანქანაში, არამედ გადამღები ჯგუფი შინ მიიწვია და გაუმასპინძლდა.
გოგონები ჭკუას კარგავენ მითჰუნზე
მითჰუნ ჩაკრაბორტი ასაკის მიუხედავად პოპულარობას არ კარგავს. ფილმ Luck–ის გადაღებების დროს გადამღები ჯგუფი დიდხანს მოგზაურობდა სამხრეთ აფრიკაში. გამოიცანით, მსახიობებიდან ვინ სარგებლობდა ყველაზე დიდი პოპულარობით? რა თქმა უნდა 80–იანების „დისკოს მოცეკვავე“, საკმაოდ ასაკში შესული მითჰუნ ჩაკრაბორტი. როგორც აღმოჩნდა, სამხრეთ აფრიკაში, სადაც საკმაოდ დიდი ინდური დიასპორაც ცხოვრობს, ლეგენდარული მსახიობი ძალიან უყვართ. თაყვანისმცემლები მას ყველგან ელოდნენ, რომ ერთხელ მაინც ენახათ ცხოვრებაში ან მისგან ავტოგრაფი მიეღოთ. „მსახიობმა არ იცოდა რა ექნა, ხშირად წითლდებოდა, როცა გოგონების ჯგუფები მას კუდში დასდევდნენ. თაყვანისმცემლების სიყვარულმა და პატივისცემამ ის ძალიან გაახარა“ – თქვა გადამღები ჯგუფის ერთერთმა წევრმა. მითჰუნს თაყვანისმცემლები არც საქართველოში აკლია და დარწმუნებული ვარ, აქ ჩამოსვლა რომ ინებოს, აქაც არ მოასვენებენ მისი ერთგული მაყურებლები.
ამიტაბჰ ბაჩანმა გადაღებები გააუქმა
ბოლივუდის ცოცხალი ლეგენდა ამიტაბჰ ბაჩანი კვლავ გამოკვლევას გადის მუმბაის ჰოსპიტალში. საავადმყოფოს წარმომადგენლებმა უარი განაცხადეს ბაჩანის დიაგნოზის და ჯანმრთელობის პრობლემების კომენტირებაზე. მსახიობი ლონდონიდან მუმბაიში გასულ კვირას დაბრუნდა და გვიან ღამით პირადი ექიმი გამოიძახა, რადგან ტკივილებს გრძნობდა კუჭის არეში. ჰოსპიტალში მას სრული გამოკვლევა და კომპიუტერული ტომოგრაფია ჩაუტარეს. სანამ გამოკვლევის შედეგები არ გახდება ცნობილი და მკურნალობა დასრულებული, მსახიობმა ყველა გადაღება და მოგზაურობა გააუქმა. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ამიტაბჰ ბაჩანს საავადმყოფოში ათავსებენ. იმედია ყველაფერი კარგად დასრულდება და 65 წლის ამაგდარი მსახიობი კიდევ მრავლად გაუხარებს გულებს მისი შემოქმედების მოყვარულთ. ასაკის მიუხედავად ის ხომ ჯერ კიდევ უამრავ ისეთ როლს თამაშობს, სადაც ახალგაზრდულ შემართებას ავლენს და ბევრ ადამიანს ამით სიცოცხლის ხალისს აძლევს.

Комментариев нет:
Отправить комментарий