ბოლივუდისთვის „ოცნების ქალის“ ორიგინალი ჰემა მალინია, ხოლო სილამაზის დედოფალი, რომელიც შემდგომში მსახიობი გახდა – აიშვარია რაი ნამდვილად იმსახურებს 21–ე საუკუნის „ოცნების ქალის“ წოდებას. „იმ გოგონებს შორის, ვინც დღეს იმსახურებს „ოცნების ქალის“ წოდებას – აიშვარია რაი პირველია“, – აღიარა ჰემა მალინიმ ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა მას ჰკითხეს, ვინ შეიძლება იყოს დღესდღეობით „ოცნების ქალი“.
ინტერვიუ გასულ კვირას ნიუ–დელის გარეუბანში ჩაწერეს, სადაც კონკურსის „ოცნების ქალთან შეხვედრა“ გამარჯვებულებს აჯილდოვებდნენ ჰიპერმარკეტ „Big Bazaar“–ის პრიზებით. მსახიობი ქალის ცხოვრების სირთულეებზე საუბრისას, ჰემა მალინიმ თქვა: „მსახიობი ქალის ცხოვრება ისეთივე დარჩა, როგორიც იყო – არაფერი შეცვლილა. არაფერი შეცვლილა 20 წლის განმავლობაში. მან გულმოდგინედ უნდა იმუშაოს, თავის სილამაზეს მოუაროს და კიდევ მრავალი სხვა – ბევრი ასპექტია, რომლებიც მსახიობი ქალის წარმატებას განაპირობებენ“.
ჰემამ მკვეთრი შენიშვნა გამოთქვა გამხდარი ქალების „ნულოვანი ზომების“ მოდაზე: „ამისი საჭიროება არ არსებობს. მე არასდროს მქონია ნულოვანი ზომები. გასაგებია, რომ სასურველია მსახიობ ქალს ბრტყელი მუცელი ჰქონდეს, მაგრამ უმთავრესი მაინც მომხიბლავი და ლამაზი სახეა – დამიჯერეთ ნებისმიერს აქვს შანსი გახდეს მსახიობი“.
ბაცი ყვითელი ფერის სარიში გამოწყობილი 60 წლის ჰემა მალინი, რომელიც 70–იანი, 80–იანი წლების ბოლივუდის ერთერთი ყველაზე კაშკაშა მსახიობი იყო, ახლაც მშვენივრად გამოიყურებოდა, როცა ჟურნალისტებმა მას მომავალი გეგმების შესახებ ჰკითხეს: „რამდენიმე კონტრაქტს მოვაწერე ხელი, მაგრამ გადაღებები ფინანსური პრობლემების და მსოფლიო კრიზისის გამო იგვიანებს. ეს პრობლემები რომ არ ყოფილიყო, ფილმები უკვე დიდი ხანია გამოვიდოდა ეკრანებზე.
ჰემა ასევე აპირებს, რომ თვითონაც გახდეს პროდიუსერი და რეჟისურასაც დაუბრუნდეს 17 წლის შემდეგ. „ვაპირებ, რომ პროდიუსერი გავხდე. არ მინდა ამაზე ბევრი ვილაპარაკო, რადგან როცა კი ამაზე ვლაპარაკობ, ასეთი რამეები აღარ ახდება ხოლმე. გადავწყვიტე შესანიშნავი ფილმები შევქმნა, იმიტომ რომ მსახიობი და ძალიან კრეატიული ადამიანი ვარ“ – ამბობს ჰემა.
ჩემი მხრიდან მინდა ამ უმშვენიერეს ქალბატონს წარმატებები ვუსურვო მის ყველა წამოწყებაში. ფილმებმა მისი მონაწილეობით ბევრ ჩვენთაგანს ინდოეთი და ინდოელები შეაყვარა. რომელი იტყვის, რომ არ იცის ვინ არის „ზიტა და გიტა“. და კიევ უამრავი სხვა ასეთი როლი. ჰემა მალინის როლები ყოველთვის გამოირჩეოდა დრამატიზმითაც და ხშირად კომიკურობითაც. ბევრი მსახიობი ქალი ასეთი კომიკური როლების შესრულებაზე პრეტენზიას დღესაც კი ვერ განაცხადებს. ლატა მანგეშკარის შემდეგ ინდოელი ქალების სიაში ჰემა მეორე ადგილზეა ჩემთვის, სინამდვილეში კი ეს ორი ქალი ერთი მთლიანობა იყო ყოველთვის მაყურებლისთვის, რადგან ფილმების უმეტესობაში ჰემა ხომ სწორედ ლატას სიმღერებს განასახიერებდა ეკრანზე.
სხვა სტატიები ამ თემაზე:
* ინდური კინოს მუსიკა – ლატა მანგეშკარი
* სერიალი „ზიტა და გიტას“ მოტივების მიხედვით
* აიშვარია პარლამენტში?
* აიშვარია რაის ბარბის თოჯინა
* აიშვარია რაის ვარდისფერი სამყარო
* აიშვარია მსოფლიოს ყველაზე სასურველი ქალების სიაში შევიდა
* ბაჩანების ოჯახის ქრონიკები
* ფილმმა „ჯოდჰა და აქბარი“ 5 ბოლივუდური „ოსკარი“ მიიღო
* ბოლივუდის ვარსკვლავების წარსული და ამჟამინდელი რომანები
* ბოლივუდის ვარსკვლავები კანის ფესტივალზე
* ბოლივუდის სიახლეები მოკლედ
* ბაჩანების ოჯახი თბილისში
* კატრინამ აიშვარიას გაუსწრო
* ნიკოლ კიდმანი აიშვარიას ფანატია
2 комментария:
აიშვარიას მეც ვაქებ :)
დიახაც :)
ორივე ულამაზესი ქალია ნამდვილად. ვერც შეადარებ.
აიშვარიას ულამაზესი თვალები აქვს და იგივე ითქმება ჰემაზეც. მომეწონა ეს პოსტი ძალიან.
Отправить комментарий